თიბისი კონცეპტი - ახალი კონცეფცია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისი კონცეპტი ახალი კონცეფციაა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, რომელიც მომხმარებელსაქ და ახლაშესაძლებლობასაძლევს,აირჩიოსმისთვის სასურველი მომსახურების ნაკრები.

თიბისი კონცეპტის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში. პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი მოდელი დაზოგავს მომხმარებლის დროს მისთვის უფრო მნიშვნელოვანი თემებისთვის - საქმისთვის, ჰობისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის.

„თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება უკვე მეორე ათწლეულია ლიდერია და მუდმივად ვითარდება მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად. მსოფლიო ტენდენციები და ბოლო მოვლენები ნათლად აჩვენებს, როგორც ციფრული და დისტანციური არხების მნიშვნელობას, ისე ადამიანთან ურთიერთობის ღირებულებას. სწორედ ამიტომ, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება უფრო მოქნილი, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული და პერსონიფიცირებული რომ ყოფილიყო, მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფორმატი შევიმუშავეთ და მათ ერთი-ერთი ყველაზე მოქნილი - ე.წsubscription, გამოწერის მოდელი შევთავაზეთ.ამ კონცეფციით, ადამიანებს არჩევანის საშუალებას ვაძლევთ - თავად გადაწყვიტონ, რა სჭირდებათ და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღონ პროდუქტებისა და სერვისების მათთვის სასურველი ნაკრები", - ნატა ხურციძე, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი.

ამ ეტაპზე თიბისი კონცეპტი პრემიუმ და ციფრულ ნაკრებებს აერთიანებს. თუმცა, ტრანსფორმაცია საწყისი პროცესია. თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მომხმარებლებს ისეთი სიახლეები შესთავაზოს, რაც მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო გაამარტივებს.

თიბისი კონცეპტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებელი პირად ბანკირს ან კონცეპტის ცენტრს (032 2 27 27 00) უნდა დაუკავშირდეს .

მანამდე კი, გიზიარებთ ვიდეოს თიბისი კონცეპტის შესახებ -https://www.facebook.com/tbcconcept/posts/3469734803092059

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს