DEGAMEFI 2023 წლის ოქტომბერში კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ WEB3 კონფერენციას მეორედ ჩაატარებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Degamefi WEB3 კონცერენცია უდიდესი ღონისძიებაა კავკასიის რეგიონში, რომელიც წამყვან საერთაშორისო და მოწინავე კომპანიებიდან საერთაშორისო სპიკერებს და პროექტებს გააერთიანებს. ღონისძიება საქართველოს დედაქალაქში 7-8 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო დამსწრეთა სავარაუდო რაოდენობა 1500 კაცს აღემატება.

Degamefi არის წამყვანი, WEB3-ზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად მართავს ბლოკჩეინ და კრიპტოსთან დაკავშირებულ ივენთებს, ჰაკათონებს და ვორქშოპებს, საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ცნობადობის ამაღლების მიზნით. გუნდს სჯერა, რომ, WEB3 მიმართულებით, საქართველო რეგიონში ყველაზე სწრაფი განვითარებადი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია ეს პოტენციალი გამოვიყენოთ.

2022 წელს Degamefi WEB3 კონფერენციას 1200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

Degamefi-ს მთავარი მიზანია დაეხმაროს საქართველოს გახდეს WEB3-ის ჰაბი რეგიონში.

წელსDegamefi——სმთავარსპონსორადუერთდება范围-მსოფლიოს მოწინავე stablecoin კომპანია. TETHER-ის დაინტერესება ქართული ბაზრით საგრძნობლად შეუწყობს ხელს საქართველოში WEB3 ინვესტიციების მოზიდვას და კრიპტო და ბლოქჩეინ ეკოსისტემების განვითარებას.

DEGAMEFI-სთან პარტნიორობით, TETHER კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების წინსვლის ხელშეწყობისკენ მთელ მსოფლიოში და საქართველოში.

"საქართველოში ამ ღონისძიების სპონსორობით, ჩვენ გვინდა ვიყოთ აქტიური მოთამაშე და გავაძლიეროთ ეს მზარდი ეკოსისტემა. ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივი საზოგადოების ბლოკჩეინის ექსპერტიზის გაძლიერებით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ათვისებას და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში. საქართველოს ბლოკჩეინის ეკოსისტემისადმი ჩვენი ერთგულების დემონსტრირებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ღირებული ურთიერთობების დამყარებას, ბიტკოინისა და p2p ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლას" - ამბობს TETHER-ის განვითარების ხელძღვანელი მარიო დალ ლაგო.

ივენთზე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო დონის სპიკერები და სადისკუსიო პანელები, ადგილობრივი და უცხოური პროექტების გამოფენა, სტატაპ კონკურსი, გეიმინგ არეა დაარაერთი საინტერესო აქტივობა.

ასე რომ არ გამოტოვოთ წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება და აუწყეთ ფეხი მსოფლიოს უახლეს ინოვაციებს WEB3 სფეროში.

ადგილმდებარეობა: შერატონ თბილისი მეტეხი პალასი
7-8 ოქტომბერი 2023
Early-bird tickets:https://tkt.ge/event/344286/degamefi-web3-konferencia?culture=en

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი