20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს ერთ მშვენიერ დღეს სამსახურს დაანებოს თავი და მთელი მსოფლიო მოიაროს, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს, თუ ვერ მოახერხებს ამის გაკეთებას? მართალია, ეს ძალიან კარგად ჟღერს, რომ სიმართლე იყოს, მაგრამ ნამდვილად არსებობს იშვიათი სამუშაოები დიდ კომპანიებში, რომლებიც ხანგრძლივ მოგზაურობებს მოითხოვს, ან თავისუფალი დრო პაკეტის ნაწილია.

თუ ამბიციური მოგზაური ხართ, ეს შემოსავლიანი კარიერა საუკეთესო შესაძლებლობა იქნება თქვენთვის. უბრალოდ, თქვენი შვებულების დღეების გაზრდა უნდა მოახერხოთ სტაბილური ანაზღაურების მსხვერპლად გაღების გარეშე.

ფოტოგრაფები

საშუალოშემოსავალი:$41,940
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:14.8 დღე

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტიპური საოცნებო სამუშაო მოგზაურობის მოყვარულთათვის. ვის არ სურს მთელი სამყაროს ნახვა კამერით ხელში? ზოგიერთებმა ეს სამუშაო ჰობიდან სრულფასოვან სამუშაოდ აქციეს, და მათ მიერ გადაღებულ თვალწარმტაც ფოტოებს პრაქტიკულად ყოველი კომპანიის მარკეტინგისა და კომუნიკაციების განყოფილება იყენებს.

კომპანიაში ფოტოგრაფად სრულ განაკვეთზე მუშაობის გარდა, თქვენი მოგზაურობის დასაფინანსებლად ფულის გამომუშავების მრავალი სხვა გზა არსებობს − ფოტოების ან გრავიურების გაყიდვა შეგიძლიათ, ასევე რეგისტრირება შვებულებების დროს პირადი ფოტოგრაფის, ან თუნდაც უძრავი ქონების ან ქორწილების ფოტოგრაფის დამატებითი სამუშაოს მოსაძებნად.

თარჯიმანი

საშუალოშემოსავალი:$51,790
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:17.3 დღე

კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ოპერაციებს ახორციელებენ, ხშირად თარჯიმანი უბრალოდ აუცილებელია. ეს პოზიცია გაცილებით მაღალანაზღაურებადია, ვიდრე საზღვარგარეთ ინგლისური ენის სწავლება. თარჯიმანს ნებისმიერ ადგილას შეუძლია მუშაობა − კორპორაციული კომუნიკაციების განყოფილებით დაწყებული, ორენოვანი კლინიკებით დამთავრებული. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ენის სერიოზული ცოდნა მოგეთხოვებათ, და თუ ამ სფეროში არ გაქვთ დიპლომი, სერტიფიკატის მისაღებად უწყვეტი განათლების კურსზე უნდა ჩაეწეროთ.

კერძო დეტექტივები და გამომძიებლები

საშუალოშემოსავალი:$55,080
საშუალოანაზღაურებადიშვებულება: 10.9 დღე

თუ პოლიციელების შოუს ხშირად უყურებთ, ალბათ ფიქრობთ, რომ კერძო დეტექტივობა საკმაოდ კარგი საქმიანობა იქნებოდა. კერძო დეტექტივებს სამოქალაქო ან სისხლის სამართლის დავების დროს ინდივიდუალური პირები ან ადვოკატები ქირაობენ. სრულიად ადვილი შესაძლებელია, თქვენთვის საინტერესო პირების საძიებლად ამ სამსახურმა პლანეტის ნებისმიერ წერტილში წაგიყვანოთ. წინასწარ ვერასოდეს გაიგებთ, სად მიგიყვანთ ეს გზა.

ტექნიკოს-მანქანათმშენებელი/მემონტაჟე

საშუალოშემოსავალი:$55,290
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:11.4 დღე

მართალია, ეს სულაც არ არის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი სამუშაო, მაგრამ მემონტაჟეს, იგივე ინდუსტრიულ მექანიკოსს, პროექტებზე მოქნილი მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ამ ტიპის სამუშაოს შესასრულებლად, სიზუსტე აუცილებელია − ინდუსტრიული მექანიკოსი ამონტაჟებს კიდეც, დემონტაჟსაც აკეთებს, არემონტებს და დანადგარებსაც აწყობს ქარხნების, ელექტროსადგურების თუ სამშენებლო მოედნებისთვის. თქვენ ყველგან შეგიძლიათ მუშაობის დაწყება, სადაც დანადგარებია აუცილებელი, ეს კი თავისთავად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მუშაობას ნიშნავს.

მეცნიერები, რომლებიც ბუნებრივი რესურსების კონსერვაციაზე მუშაობენ

საშუალოშემოსავალი:$64,850
საშუალოანაზღაურებადიშვებულება: 14 დღე

სპეციალისტი ბუნების დაცვის საკითხებში − როდესაც მოგზაურობაზე ვფიქრობ, ამ ტიპის სამუშაო თავიდანვე ნამდვილად არ გამახსენდება. თუმცა, ის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რა გავლენას ახდენს ბუნებაზე მასობრივი ტურიზმი და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. ეს ადამიანები, ტყეების, პარკების, საძოვრებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მიწის ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. ეს არის სამუშაო, რომელიც იმ ადგილების დაცვას უზრუნველყოფს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.

ლოკომოტივის ინჟინერი

საშუალოშემოსავალი:$65,980
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:11.4 დღე

ესპატარაბიჭებისერთ——ერთისაოცნებოსამუშაოა。თუმათ კოსმოსში არ უნდოდათ გაფრენა, როგორც წესი, მატარებლის მართვა სურდათ. რკინიგზაზე მუშაობა შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს, თუ ისეთ სამსახურს ეძებთ, რომელშიც 40-საათიანი სამუშაო კვირა არ გექნებათ. მაგრამ შესაძლოა ცხოვრების ამგვარი სტილი ყველასთვის არ იყოს შესაფერისი, რადგან თქვენ სავარაუდოდ მფრინავივით უნდა იცხოვროთ − ძალიან ხშირად გამოგიძახებენ სამსახურში.

ზოოლოგი / ველური ბუნების ბიოლოგი

საშუალოშემოსავალი:$66,250
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:14 დღე

საკმაოდ ბევრს მოგზაურობენ ველური ბუნების ბიოლოგები, მეცნიერები, რომლებიც ცხოველებს მათ ბუნებრივ ეკოსისტემებში სწავლობენ, აკვირდებიან ადგილებს, სადაც ისინი ბინადრობენ და საველე კვლევებს ატარებენ. როგორც ამბობენ, იქ ნამდვილი ჯუნგლებია.

მოგზაური ჟურნალისტი

საშუალოშემოსავალი: $70,760
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:14.8 დღე

მოგზაურობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს შორის ეს ყველაზე გამორჩეულია. ადამიანები, როგორც წესი ფიქრობენ, რომ მოგზაური მწერლები ძლივს ახერხებენ თავის გატანას. მაგრამ თუ ბუნებით მებრძოლი ხართ და კარგად იცით საქმე, რომელსაც აკეთებთ, კონტაქტებზე უნდა იფიქროთ, საინტერესო ადგილების უსასრული სია უნდა გქონდეთ და რომელიღაცაზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. თქვენ შეგიძლიათ ერთჯერადი ვებგვერდის, ჟურნალის ან გაზეთის შტატიანი თანამშრომელი გახდეთ, მაგრამ ჟურნალისტების უმრავლესობა თავისუფალი გრაფიკით მუშაობს, რათა საკუთარი გრაფიკიც თვითონ შეადგინოს და თავისი თავის უფროსიც თავად იყოს.

ბაზრის კვლევის ანალიტიკოსი

საშუალოშემოსავალი:$71,450
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:9.8 დღე

ბაზრის მკვლევრები კომპანიებს იმის დადგენაში ეხმარებიან, თუ რა სურთ ადამიანებს, რა სჭირდებათ მათ, და რას და როგორ ყიდულობენ. ეს სამუშაო შესაძლოა ნებისმიერ ადგილას მდებარეობდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ინდუსტრიის შემთხვევაში და კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტის გაშვების დროს.

მოგზაური მედდა

საშუალოშემოსავალი: $73,550
საშუალოანაზღაურებადიშვებულება: 10.4 დღე

სამედიცინო მომსახურებაზე მთელ მსოფლიოში (განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში) ძალიან დიდი მოთხოვნაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედდის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე მოქნილია და ადგილმდებარეობაზე არ არის დამოკიდებული. მოგზაურ ექთნებს ჩვეულებრივ 13-26კვირიანი დავალებები აქვთ შესასრულებელი სხვა ქვეყანაში გადასვლამდე და უმეტესობას უფლება აქვს, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვრებს.

აუდიტორი

საშუალოშემოსავალი: $77,920
საშუალოანაზღაურებადიშვებულება: 17.3 დღე

აუდიტორი ბუღალტრის ნაირსახეობაა. იგი ოპერაციების ეფექტურად წარმართვაში ეხმარება კომპანიებს და მის ფინანსურ ანგარიშებს აფასებს. აუდიტორი შეიძლება სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ან კონსულტანტი იყოს, რომელსაც მთელ მსოფლიოში შეუძლია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი.

გემის ინჟინერი

საშუალოშემოსავალი:$77,970
საშუალოანაზღაურებადიშვებულება: 11.4 დღე

გემის ინჟინერი გემებს აშენებს და ემსახურება კიდეც მათ. ეს სამუშაო საკმაოდ სპეციფიკურია − ძრავის, ელექტრო, სამაცივრო და საჭეების მართვის სისტემების ცოდნას მოითხოვს. ამ სფეროს სპეციალისტებს კერძო სექტორშიც შეუძლიათ მუშაობა და პოლიციის წარმომადგენლებთან ერთადაც.

არქიტექტორი

საშუალოშემოსავალი: $87,500
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:11.4 დღე

არქიტექტორები კომერციულ და საცხოვრებელ შენობებს გეგმავენ და სახლებს, ქარხნებს, საოფისე შენობებს და სხვა სტრუქტურებს აპროექტებენ. ეს სამუშაოები უმთავრესად პროექტებზეა დაფუძნებული. საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს იმის შეფასება, თუ რამდენად დიდი პროგრესია მშენებლობაში.

კინო ან ვიდეოპროდიუსერი

საშუალოშემოსავალი:$90,770
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:8.6 დღე

კინო ან ვიდეოპროდიუსერია პასუხისმგებელი, თუ როგორ განხორციელდება მწერლის იდეა ცხოვრებაში. იგი მოსამზადებელი სამუშაოების, გადაღებებისა და შემდგომი პროცესების ნებისმიერ ასპექტს მართავს. ამაში შედის დაგეგმვა, გრაფიკების შედგება, რედაქტირება, ბიუჯეტის მართვა, ადგილმდებარეობის მონახვა, ნებართვების მიღება და ტალანტების მოძიება. გადაღება, სცენარიდან გამომდინარე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი.

აგენტი (სპორტისა და კინოვარსკვლავების)

საშუალოშემოსავალი:$90,870
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:8.6 დღე

სავარაუდოდ, გასაოცარია ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც უმაღლესი რანგის პროფესიონალები არიან სხვადასხვა პროფესიაში. აგენტები ცნობილი ადამიანების, ასევე მათი წარმომადგენლებიც არიან, ვინც საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. ეს სამუშაო შესაძლოა მოგზაურობას მოითხოვდეს პოტენციურ პარტნიორებთან კონტრაქტებზე და გარიგებებზე კლიენტის სახელით შესათანხმებლად.

გარემოს დაცვის ინჟინერი

საშუალოშემოსავალი: $91,180
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:11.4 დღე

გარემოს დაცვის ინჟინრები (ინჟინერ-ეკოლოგები) ბიოლოგიასა და ქიმიას იყენებენ, ნარჩენების გადამუშავებასა და მათ უტილიზაციასთან, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან და წყლისა და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. ისინი მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

საზღვაო ინჟინერი

საშუალოშემოსავალი:$96,910
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:17.3 დღე

საზღვაო არქიტექტორი გემების დაპროექტებაშია სპეციალიზებული, ხოლო საზღვაო ინჟინრებს სხვა პასუხისმგებლობა აქვთ. კერძოდ, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ხომალდის სისტემებმა სათანადოდ იმუშაონ და კარგ მდგომარეობაში იყვნენ. ზოგიერთი ნაპირზე მუშაობს, მაგრამ თქვენ თვით გემზეც შეგიძლიათ კარგად მოწყობა.

მშენებლობის მენეჯერი

საშუალოშემოსავალი: $101,000
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:8.5 დღე

მშენებლობის მენეჯერები სამშენებლო პროექტების ნებისმიერ ასპექტს აკონტროლებენ − დაგეგმვით დაწყებული, ბიუჯეტით დამთავრებული. მათ, როგორც წესი, ოფისი აქვთ, მაგრამ ძირითადად სამშენებლო ობიექტებზე მუშაობენ და გუნდს თვალყურს ადევნებენ.

ინჟინერი-გეოლოგი

საშუალოშემოსავალი:$103,710
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:11.4 დღე

საიდუმლო არ არის, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაოების უმრავლესობა ისეთ სფეროებშია, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა. თუმცა, არც გეოლოგები არიან გამონაკლისი. ეს ადამიანები მაღაროებს აპროექტებენ და ისეთ სასარგებლო მინერალებს მოიპოვებენ, როგორიცაა ნახშირი და ძვირფასი ლითონები. ისინი ძირითადად კარიერებისა და პატარა სოფლების შორიახლოს ცხოვრობენ.

ავიაკომპანიის მფრინავი

საშუალოშემოსავალი:$161,280
საშუალოანაზღაურებადიშვებულება:5.3 დღე

ავიაკომპანიისმფრინავიერთ——ერთისამუშაოა,რომელიცსავარაუდოდ, ყველაზე მეტ მოგზაურობას მოითხოვს. კომერციულ მფრინავებს ნამდვილად აქვთ ცვალებადი და მკაცრი გრაფიკი. ბევრი თავისუფალი დროის მოუხედავად, მათ ხშირად უწევთ გაჩერება სხვადასხვა ქალაქში ღამის გასათევად, რაც მათ ქალაქის დათვალიერების საშუალებას აძლევთ. კერძო მფრინავებს კი ბევრად მოქნილი სამუშაო აქვთ. ამ სამსახურის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ამ ტიპის სამუშაოსთვის, რომელსაც მუშათა კლასის სამუშაოს უწოდებენ, კარგად უხდიან.

როგორ უნდა მოძებნოთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მოგზაურობას მოითხოვს

თუ ისეთ სამუშაოს ეძებთ, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ, იმ უნარებზე იფიქრეთ, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ სხვადასხვა ინდუსტრიაში. თუ არ გსურთ ამ უნარების განვითარება ან ახალი სერტიფიკატის მიღება, Google-ში დისტანციური სამუშაოები მოიძიეთ. არსებობს რესურსები, როგორიცაა FlexJobs და Remote.com. აქ ნახავთ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან უშტატო თანამშრომლებთან და კონტრაქტორებთან მოლაპარაკებები გამართონ სრული და არასრული დატვირთვის მქონე სხვადასხვა ტიპის დისტანციურ სამუშაოებზე.

თუმუდმივი სამუშაო და ხელფასი გაქვთ, და არ გსურთ ციფრულ მომთაბარედ იქცეთ ან სრული სამუშაო დღე მოგზაურობაში გაატაროთ, შეღავათების პაკეტის სახით დასვენების დღეებზე მოელაპარაკეთ დამსაქმებელს. ეს შესაძლოა ღირებული კოზირი იყოს ახალი სამუშაოს დაწყებისას, ან კიდევ თქვენი წლიური სამუშაოს შედეგების მიმოხილვისას. ხელფასის მომატებაზე ფიქრის ნაცვლად, იმაზე იფიქრეთ, რად გიღირთ ეს ანაზღაურებადი შვებულება.

მეთოდოლოგია: GOBankingRates-მა შემდეგი მასალების საფუძველზე შეადგინა ვაკანსიების სია. კერძოდ, Glassdoor-ის „კომპანიები, რომლებიც მსოფლიოში მოგზაურობისთვის გადაგიხდიან ფულს" და Business News Daily-ის „ვაკანსიები მოგზაურობის მსურველთათვის". GOBankingRates-მა ამ სიის 40 ვაკანსია გააანალიზა, (1) თითოეული მათგანი საშუალო ხელფასის და (2) საშუალო შვებულების / ანაზღაურებადი შვებულების მიხედვით. მონაცემები Zenefits-ის 2018 წლის ოქტომბრის ანგარიშიდანაა მიღებული. შეფასების შემდეგ, ეს ორი ფაქტორი საერთო ქულის მისაღებად გაერთიანდა, შემდეგ კი მათ საფუძველზე 20 საუკეთესო სამუშაო ადგილის სია შედგა.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს