თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი ქვეყანა - იაპონიის გამოცდილება

表达的观点Entrepreneur contributors are their own.

能得到你阅读企业家格鲁吉亚狗万官方nal franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თამბაქოს მოხმარება მსოფლიო ჯანდაცვის მთავარი გამოწვევაა. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დღეს მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში 1.3 მილიარდს უტოლდება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისვარაუდით, ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის 1.27 მილიარდამდე შემცირდება. თუმცა, ეს პროგრესი ჯანმოს მიერ შემუშავებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის გამტარებელ ქვეყნებს შორის ნელი ტემპით მიმდინარეობს.

თამბაქოს მწეველთა რაოდენობის შემცირების პროცესში გამორჩეულ მაგალითს იაპონია წარმოადგენს - მაშინ, როდესაც 2016 წელს იაპონია მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის მეთექვსმეტე ადგილს იკავებდა ქვეყანაში მამაკაც მწეველთა რაოდენობით (30%), 2019 წელს ეს მაჩვენებელი 27.1%-მდე შემცირდა. უფრო მეტიც, 2012-2019 წლებში მწეველთა რაოდენობა 21%-დან 16.7%-მდედაეცა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში მწეველთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია არ იყო გამოწვეული მკაცრი რეგულაციური ჩარჩოების იმპლემენტაციით. უფრო მეტიც, მხოლოდ 2020 წელს მიიღო იაპონიის მთავრობამ დახურულ სივრცეებში თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონი, რომელიც კრძალავს მოწევას საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე რიგ ქალაქებში აკრძალულია ხალხმრავალ ქუჩებში მოწევაც. თუმცა, ამასთანავე საინტერესოა, რომ დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვა არ ვრცელდება კერძო სახლებზე, სასტუმროს ოთახებზე, სიგარის ბარებსა და პატარა ზომის იმ რესტორნებზე, რომლებიც 2020 წლის აპრილამდე ფუნქციონირებდა.

ამ მიდგომების გათვალისწინებით, საინტერესოა მაშინ რამ გამოიწვია ეს ცვლილება?

იაპონიაში მწეველთა რაოდენობის მუდმივად კლებადი ტენდენციის მიზეზად The Wall Street Journal-ის ჟურნალი იაპონიის ბაზარზე 2016 წელს ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული თამბაქოს პროდუქტების გამოჩენას ასახელებს. აღნიშნული ვარაუდი კი არაერთი კვლევით დადასტურდა. ამერიკის კიბოს საზოგადოების მიერ 2020 წელს ჩატარებულმაკვლევამ, რომელმაც იაპონიის 11 რეგიონი მოიცვა, აჩვენა, რომ ქვეყანაში სიგარეტის გაყიდვები ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შედეგად შემცირდა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს იაპონიაში მოსახლეობის 18% მწეველი იყო, 2019 წელს კი მწეველთა რაოდენობა 16.7%-მდე შემცირდა და 17.6 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის მონაცემებით მწეველთა 12% ტრადიციული სიგარეტის, 4.5% კი თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობასმომხმარებელი იყო.

აღნიშნულ ვარაუდებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა თანახმად ქვეყანაში "ტრადიციული თამბაქოს გადაზიდვები" 2017 წლის პირველ კვარტალში 11.5%-ით, ხოლო 2018 წელს 7%-ით შემცირდა, პარალელურად, ამ პერიოდის განმავლობაში "თამბაქოს გასახურებელი ღერების გადაზიდვები" 1.2 მილიარდიდან 6.8 მილიარდამდე გაიზარდა.

საერთაშორისო ჟურნალ "Environmental Research and Public Health-ის" მიერ გამოქვეყნებულიკვლევისთანახმად, "2016 წელს იაპონიაში ტრადიციული სიგარეტის გაყიდვების დაჩქარებული კლება კორელაციაში მოდის ქვეყანაში თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობებზე მოთხოვნის ზრდასთან".

აღსანიშნავია, რომ Japanese Medical Data Center (JMDC)-ისინფორმაციით, იაპონიაშინიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებისგამოჩენის შედეგად, გულის იშემიური დაავადებებისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) შედეგად გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კლებას განიცდიდა.

ამავე კვლევის თანახმად, 2013 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანაში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 1.83%-დან 2.08%-მდე გაიზარდა, თუმცა 2019 წლისთვის კვლავ 1.82%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდა. მკვლევარები აღნიშნულ ფაქტს იაპონიის ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გამოჩენას უკავშირებენ.

როგორ უწყობს იაპონიის მთავრობა ხელს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირებას?

Frost & Sullivan-ის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, იაპონიის მთავრობა ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებისადმი განსხვავებულ მიდგომას იყენებს. როგორც Frost & Sullivan-ის ჯანდაცვის მიმართულების საკონსულტაციო დირექტორი მარკ დუგანი აღნიშნავს, იაპონიაში ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე მოქმედებს შედარებით ნაკლები საგადასახადო ვალდებულება, ასევე ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებული სამედიცინო გაფრთხილება მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში არ არსებობს ღია პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს მწეველთა მხრიდან თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას, დღეს იაპონია ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარების ერთ-ერთი წამყვანი ბაზარია.

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს