იმუშავე ნებისმიერი ადგილიდან - რას გულისხმობს დასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის?Awork——ისახალიინიციატიცით,აგვისტოსთვეშითანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ

意见expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყაროში კომპანიების ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არამხოლოდ მომხმარებლებთან, არამედ - თანამშრომლებთან ურთიერთობაცაა. დღესდღეობით, სულ უფრო მეტი მენეჯერი ცდილობს, გააჩინოს გუნდის წევრებში ზრუნვის შეგრძნება, რაც საბოლოო ჯამში, საერთო მიზანზე ორიენტირებულ ძლიერ გუნდს ქმნის.

სწორედ ამ მიდგომას იზიარებსAwork- დასაქმების პლატფორმა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში, ხოლო ბიზნესს - პერსონალის უფრო სწრაფად და მარტივად პოვნაში ეხმარება. Awork პირველი ქართული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც,კომპანიებსაქვთ შესაძლებლობა, ბიზნეს პროფილის მეშვეობით სრულად გააციფრულონ HR პროცესები, ხოლომომხმარებლებსკი შეუძლიათ მარტივად მოძებნონ ვაკანსიები და პლატფორმიდან გაუსვლელად გააგზავნონ აპლიკაციები. Awork 1 წლის წინ დაფუძნდა და მას შემდეგ უკვე 60,000 მომხმარებელსა და 900-ზე მეტ ბიზნესს აერთიანებს. სტარტაპი 2022 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტის გამარჯვებულიც გახდა.

Awork-ის სამუშაო კულტურა არა მხოლოდ მისი პლატფორმის მომხმარებლების კეთილდღეობასა და განვითარებაზე ზრუნვას გულისხმობს, არამედ დასაქმებულებისაც.

სტარტაპის გუნდი 15 ადამიანისგან შედგება, თუმცა კომპანიაში ღრმად იაზრებენ ერთმანეთის მხარდაჭერის, ნდობისა და მოტივაციის მნიშვნელობას.

"თითოეულრგოლს აქვს ძალიან ზუსტი ისნტრუქცია, თუ რა უნდა აკეთოს და იმ სტარტაპში, რომელიც 1 წელზე მეტია თვიდან თვემდე აგრძელებს მინიმუმ 25%-იან ზრდას, ყოველი მათგანის ჩართულობა და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ერთმანეთის მიმართ გვაქვს სრული ნდობა და ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმთან ღია მიდგომა", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს Awork-ის კომერციული დირექტორი, ნინი ზექალაშვილი.

კომპანიაში თვლიან, რომ ზაფხულში თანამშრომლების მოტივაცია არის მეტი სიახლოვე ბუნებასთან და არა სამუშაო ოფისი და მაგიდა, რომელიც ისედაც როდესაც პასუხისმგებლობით ასრულებ საქმეს, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია მოიწყო. სწორედ აქედან გამომდინარე, Awork-ის თანამშრომლებს, შვებულების პარალელურად, 2 კვირა სრულიად დისტანციური რეჟიმით მუშაობა შეეძლებათ. გუნდის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ საყვარელ ადამიანებთან ერთად სასურველ გარემოში და სამუშაო დრო და პროცესი მართონ ისე, როგორც თავად იგრძნობენ თავს კომფორტულად - ისე, რომ კომპანიის განვითარება არ შეფერხდეს.

"დისტანციური სამუშაო არის გამოწვევა - მხოლოდ პასუხისმგებლიან ადამიანებს გამოსდით ამ დროს ხარისხიანად მუშაობა და სრული პასუხსიმგებლობით ვიტყვი, რომ სწორედ ასეთი ადამიანები მუშაობენ Awork-ში. სხვა შემთხვევაში, ირგვლივ ძალიან ბევრი გასართობი, ყურადღების გამფანტავი საშუალებაა, რაზეც გადართვითაც შესაძლებელია დააზარალო კომპანია, საკუთარი შრომა ან შენს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთთან ღია ვიყოთ, არამხოლოდ სამუშაო პრობლემებზე, არამედ - ზოგად გამოწვევებზეც. ხშირად ვსაუბრობთ, რამაც შეიძლება დაგვაბრკოლოს ამა თუ იმ დროს მუშაობაში. საუბრით ვცდილობთ გადაწყვეტების ძიებასა და სიტუაციის გამოსწორებას, შემდეგ კი - გაუმჯობესებას. რაც მთავარია, ყოველი თანამშრომელი ცდილობს ერთმანეთს მოტივაცია მისცენ. ჩვენს გუნდს არასდროს ენანება შექება - ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ბედნიერების კომპონენტია, რომელიც სხვა ენერგიით გავსებს", -განმარტავს ნინი ზექალაშვილი.

Awork-ისთვის ჰიბრიდული რეჟიმი იმ ბენეფიტებითაც გამოირჩევა, რომ თუკი სხვა შემთხვევაში შესაძლოა კონკრეტული საქმე უფრო გაწელილიყო, როდესაც სხვა გარემოდან მუშაობ, ცდილობ, დროის დაზოგვის მიზნით, უფრო სწრაფად დაასრულო საქმე. ეს მიდგომა კი, თავის მხრივ, სამუშაო ეფექტურობას ზრდის, კადრების ენერგიას ზოგავს და შესაბამისად, გავლენას ახდენს საერთო კეთილდღეობაზე. კომპანიაში, თვის ბოლოს, შედეგების ანალიზი იგეგმება, რის მიხედვითაც, განისაზღვრება, რამდენად გაამართლა ამ ინიციატივამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Awork აქტიურად განაგრძობს მეტი ინიციატივის განხორციელებას თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებლად, ჯანსაღი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად - იმისათვის, რომ თითოეულ მათგან უყვარდეს კომპანიაც და საკუთარი საქმიანობაც. კომპანია სამომავლოდაც განაგრძობს შრომითი ბაზრის გაუმჯობესებას ახალი მიდგომებითა და მოთხოვნებით დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან მიმართებით.

Wavy Line
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Internet Society Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, Google Developer Students Club-ის Lead-ი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის კოორდინატორი, Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი

Related Topics

სიახლეები

იმუშავე ნებისმიერი ადგილიდან - რას გულისხმობს დასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის?

Awork——ისახალიინიციატიცით,აგვისტოსთვეშითანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ