Alibaba-ს თანადამფუძნებელი ჯეკ მა ინვესტიციას აგრობიზნესში აბანდებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმეწლიანიგაუჩინარებისშემდეგ,Amazon-ისჩინურიანალოგის, Alibaba-თანადამფუძნებელიჯეკმააგროტექკომპანიაშიაბანდებსინვესტიციას.ახალიბიზნესგარიგებისშესახებინფორმაციაSouth China Morning Post-მაგაავრცელა.

მედიის ცნობითვე, აგროსტარტაპის სახელწოდებაა 1.8 Meters Marine Technology (Zhejiang) Co და ინვესტიცია $15.000.000 იქნება, ძირითადი ფოკუსი კი მეთევზეობა და სოფლის მეურნეობაა.

ჯეკ მას საინვესტიციო კომპანია Hangzhou Dajingtou No. 22 Arts and Culture Co სტარტაპის 10%-იანი წილის მფლობელი იქნება. კორპორაციული რეესტრის თანახმად, 80%-იან წილს ჰონკონგში დაფუძნებული შპს 1.8 Meters Technology Holding ფლობს.

ჩინელი მილიარდერი Alibaba-ს ხელმძღვანელობიდან 2019 წლის სექტემბერში გადადგა. ბიზნესმენი 2020 წლის შემოდგომაზე გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საფინანსო რეგულაციები გააკრიტიკა. მა აცხადებდა, რომ ჩინური საბანკო სისტემა "ლომბარდების მენტალობით" მუშაობდა.

ამ განცხადებას მისსავე ბიზნესზე ზემოქმედება მოჰყვა − მარეგულირებელმა ტექკომპანიის შემოწმებები გაახშირა. კომპანია "მონოპოლისტური ქცევის" გამო 2021 წლის აპრილში $2.800.000.000-ით დაჯარიმდა. Alibaba-ს აქციები 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ნიუ იორკსა და ჰონკონგში 35 პროცენტით დაეცა, თუმცა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს 20 პროცენტით გაიზარდა.

დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად იმყოფებოდა მილიარდერი. როგორც გაირკვა, მა აგროსფეროს შეისწავლიდა და მსოფლიოს გარშემო ამ მიზნით მოგზაურობდა.South China Morning Post2021 წელსავრცელებდაინფორმაციას, რომ ბიზნესმენი ევროპაში იყო − ის ესპანეთში აგროკულტურას სწავლობდა. Business Insiderწერს, რომ მა სფეროს შესასწავლად ნიდერლანდებს, იაპონიასა და ტაილანდსაც სტუმრობდა.

ბიზნესმენის ინტერესი აგროკულტურის მიმართ მხოლოდ ამით არ ამოიწურება − როგორც ცნობილი გახდა, მაისში ჯეკ მა ტოკიოს უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის სტატუსით მდგრად სოფლის მეურნეობასა და საკვების წარმოებაზე ლექციებს კითხულობდა.

Wavy Line
სიახლეები

იმუშავე ნებისმიერი ადგილიდან - რას გულისხმობს დასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის?

Awork-ის ახალი ინიციატიცით, აგვისტოს თვეში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ