DataFest Tbilisi 2021 ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ოთხი წარმატებული გამოშვების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება. ჰიბრიდული ფორმატი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ფესტივალს დაესწრონ როგორც ონლაინ ან ფიზიკურ სივრცეში, სურვილის შესაბამისად.

DataFest Tbilisi 2021შეკრებს მონაცემებზე მომუშავე პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან - ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, DataFest Tbilisi წელს 5 დღეს გაგრძელდება და 7-11 დეკემბერს ჩატარდება. ფესტივალი გააერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორკშოპებსა და დატატონებს.

ვინარიანDataFest Tbilisi 2021-ისსპიკერები?

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში DataFest Tbilisi-ზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აუდიტორიას მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა გაუზიარა. ფესტივალი წელსაც არ არღვევს ამ ტრადიციას და მასპინძლობს ისეთ გამორჩეილ სპიკერებსა და ტრენერებს, Როგორებიც არიან: ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი - შანა ჯონსი, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი - შოთა ელკანიშვილი, ნეიროინფორმატიკის ინსტიტუტის მკვლევარი - არსლან გაბდულხაკოვი და მრავალი სხვა.

კოვიდუსაფრთხოება

ფესტივალისგანმავლობაშისახელმწიფოსმიერდაწესებული ყველა რეგულაცია მკაცრად იქნება დაცული. რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ხალხი შეძლებს ფესტივალზე დასწრებას ფიზიკურ სივრცეში. დანარჩენი მონაწილეები კი ფესტივალს ონლაინ შეუერთდებიან.

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს:tkt.ge/DataFest

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაციაფორსეტი.

ღონისძიების პარტნიორები არიან:საქართველოს ბანკი,გრანთ თორნთონი,ევროკავშირი საქართველოსთვისდაEastern Partnership Civil Society Facility

ფესტივალის მხარდამჭერები:დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED),ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP),საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)

ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორიაNEXT.On.ge
მედია პარტნიორები:Entrepreneur საქართველო,ფორბს ვუმენი,Marketer.ge.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს