6 მარტივი გზა ხელმძღვანელებისთვის ახალი თანამშრომლების წასახალისებლადმოეპყარით პატივისცემით ყველას - დირექტორიდან ნახევარგანაკვეთის თანამშრომლამდე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

დაქირავებულ მომუშავეებს, განსაკუთრებით, ახალ თანამშრომლებს, იშვიათად უჩნდებათ ნდობა იმ ლიდერების მიმართ, რომელთა საქციელიც საუბარს არ შეესაბამება. შეკრული გუნდისთვის რთული არ არის ხელმძღვანელის უსიამოვნო თვისების ამოცნობა, როგორიცაა ერთის თქმა და მეორის გაკეთება.

არასწორილიდერობაამცირებსმომუშავეთაპროდუქტიულობას, ზიანს აყენებს სამსახურის მორალს და მნიშვნელოვნად კვეცს ინოვაციის შესაძლებლობას კომპანიის მხრიდან. ხელმძღვანელობის ფარისევლობას ყოველთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ჩვეულებრივ, რაც მეტია მისი ხარისხი, მით მძაფრია უარყოფითი გავლენა თანამშრომლებზე და, შესაბამისად, მათი მუშაობის ხარისხზეც.

ძვირფასო ხელმძღვანელებო, „ანტრეპრენერი" სიამოვნებით გთავაზობთ მზა რეცეპტს, როგორ არ უნდა მოიქცეს ლიდერი, რომ მისმა მოქმედებებმა ზიანი არ მიაყენოს თანამშრომელთა მოტივაციას, შესაბმისად, კომპანიის წარმატებასაც.

  1. რისკი და ჩავარდნები

ხშირად ლიდერები წაახალისებენ თანამშრომლებს გასარისკად, ჩავარდნების შემთხვევაში კი, არც მეტი, არც ნაკლები, სჯიან თანამშრომლებს უიღბლო მცდელობისთვის. ეს ნამდვილად არასწორია. მნიშვნელოვანია რისკის წინასწარ გამოთვლა, მაგრამ მისი არსი უდავოდ ითვალისწინებს შესაძლო წარუმატებლობასაც. ეს, პირველ რიგში, ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს გააზრებული, ასეთი შედეგი კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ისჯებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამშრომლებს უბრალოდ გაუქრებათ ინოვაციისა და გაბედული ქმედებების სურვილი.

  1. კომპანიის ფასეულობები და მისია

თუკი კომპანიის ღირებულებები ვეგეტარიანელობაზე გადის, დამფუძნებელი კი ყოველ კვირა დღეს სანადიროდ დაბრძანდება, ცხადია, კომპანიის საყრდენი პრინციპი და ყველაზე მთავარი ფასეულობა უბრალოდ ფარისევლობა გამოდის და მეტი არაფერი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ბრენდის მორალი ხელმძღვანელობის მხრიდან პრინციპულად იყოს დაცული.

  1. შვებულების პოლიტიკა

შვებულების ხელგაშლილი პოლიტიკა ნამდვილად ბრწყინვალედ გამოიყურება, როცა ქაღალდზეა დაწერილი, თუმცა მისი მთავარი ბენეფიტი მხოლოდ პრაქტიკული გამოყენებაა. მნიშვნელოვანია, დამფუძნებლებმა არ შეზღუდონ მომუშავეთა კუთვნილი დასვენების უფლება, რადგან მათი შრომის ნაყოფიერების ამაღლება დიდწილად დამოკიდებულია ხარისხიან შვებულებაზე. თუკი პირველ რიგში ლიდერები გამოიყენებენ შვებულებით სარგებლობის უფლებას, ამით ორ სასარგებლო საქმეს გააკეთებენ: დაისვენებენ, ახალი ენერგიით აივსებიან და თანამშრომლებსაც სწორ მაგალითს მისცემენ.

  1. დისკრიმინაცია და შევიწროება

ალბათ დაგვეთანხმებით, მნიშვნელოვანია, კომპანიის პოზიცია მკვეთრად ეწინააღმდეგებოდეს ყველანაირ დისკრიმინაციასა და შევიწროებას. როცა ლიდერი ღიად აფიქსირებს თავის ჯანსაღ დამოკიდებულებებს, თავისთავად, თანამშრომლებიც დაცულნი არიან მსგავსი უსიამოვნო შემთხვევებისაგან ერთმანეთის მხრიდან.

  1. მიკრომენეჯმენტი

შედარებით დაბალი რგოლის მენეჯერები, როგორც წესი, მართვის მაგალითებს დამფუძნებლისგან და კომპანიის სხვა ლიდერებისგან იღებენ. თუ ისინი მიკრომენეჯმენტს მიმართავენ, დაბალი რგოლის მენეჯერებიც ასევე იქცევიან. მიეცით დეპარტამენტებს იმდენი თავისუფლება და ავტონომია, რამდენიც საჭიროა კომპანიაში სანდო ატმოსფეროს შესაქმნელად. ამით, პირველ რიგში, თვითონ დარჩებით მოგებული და კმაყოფილი.

  1. ყოველდღიური მუშაობის რუტინა

როგორც გამოკვლევები ავლენს, თანამშრომლები ყოველთვის, ყოველთვის აკვირდებიან ლიდერს. ისინი უყურებენ მას, აფასებენ, და მუდმივად შესაბამისად იქცევიან.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს