ბიზნესი VS კორონავირუსი - ქეთევან ვაჩიბერიძე (B2C)"კორონავირუსმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გამოსავალი გაციფრულებასა და ტექნოლოგიებშია"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გაგვიჭირდება ისეთი კომპანიის მოძებნა მსოფლიოში, რომელზეც COVID-19-მა მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ფაქტობრივად, უსარგებლო გახდა წინასწარ გაწერილი ბიუჯეტი და სამოქმედო გეგმები. პანდემიის დროს B2C.GE-ის მეშვეობით ონლაინმაღაზიის შექმნის მსურველთა რაოდენობა გასამმაგდა, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება გვიწევდა ექსტრემალურ პირობებში, როცა შეზღუდული წვდომა გვქონდა ოფისთან და ჩვენს სერვერულ ინფრასტრუქტურასთან.

ჩვენს თანამშრომლებს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი შრომისთვის. თითოეულმა მათგანმა მარტივად გაიაზრა, რომ პანდემიის პირობებში მათი როლი და პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად გაიზარდა. ასეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მაქსიმალურად ვცდილობდით საჭირო ტექნიკური თუ სხვა სახის მხარდაჭერა გაგვეწია გუნდის წევრებისთვის.

კორონავირუსმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გამოსავალი გაციფრულებასა და ტექნოლოგიებშია. სწორედ ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით შევინარჩუნეთ ყოველდღიური კომუნიკაცია თანამშრომლებს შორის. ციფრული მარკეტინგის არხები პანდემიამდეც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი იყო, თანამშრომლებმა კვალიფიკაციის ამაღლებაც მარტივად განაგრძეს საერთაშორისო ონლაინკურსების გამოყენებით.

ბიზნესმა აუცილებლად უნდა გაიაზროს, რომ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება და ძველ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება. მომხმარებელმა იგრძნო, რომ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი სერვისის მიღება შესაძლებელია ონლაინ, შინიდან გაუსვლელად. ელექტრონული კომერცია უალტერნატივო გახდა. თუ ბიზნესების დიდი ნაწილი 5-10 წლის პერსპექტივაში უყურებდა საკუთარი საქმიანობის გაციფრულებას, მოცემულ რეალობაში, აქტიური ნაბიჯების გადადგმა უკვე დღეს არის საჭირო.

გვიხარია, რომ B2C.GE-ის მეშვეობით რამდენიმე ათეულმა კომპანიამ სწრაფად შეძლო ონლაინმაღაზიის შექმნა და გაყიდვების პროცესი ელექტრონული კომერციის გამოყენებით შეინარჩუნა.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი