Biliki Studio - ახალი სიტყვა საკომუნიკაციო ბაზარზე!გაიცანით Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ შექმნილი სტარტაპი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Biliki Studio

მირიან ჯუღელი, გიგა ხურცილავა,Biliki Studio-სდამფუძნებლები

Biliki Studio ორმა მეგობარმა – მირიან ჯუღელმა და გიგა ხურცილავამ შევქმენით. წლების წინ, ჩვენ ერთ კომპანიაში ვმუშაობდით და ჯერ კიდევ მაშინ, უსიტყვოდ მივხვდით, რომ მომავალში ჩვენი გზები გადაიკვეთებოდა და საკომუნიკაციო ბაზარზე ახალი სახით წარვდგებოდით.

Biliki არის Motion Design Studio, რომელიც Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ შეიქმნა. ახალი არავისთვისაა, რომ ბიუჯეტების შემცირება ყველაზე მეტად მარკეტინგულ აქტივობებს შეეხო. კომპანიებისთვის რთული გახდა მაღალბიუჯეტიანი საკომუნიკაციო ვიდეოების შექმნა, გარდა ამისა, საქართველოსა და მსოფლიოში ახალი ციფრული ბიზნესები გაჩნდა, რომლებიც ჯერ კიდევ ზრდის ეტაპზე არიან და მათ არ აქვთ რესურსები დიდი კომუნიკაცია აწარმოონ, ახლა მათთვის მნიშვნელოვანია შედარებით ზომიერი ბიუჯეტით სწორ სეგმენტებზე სწორი კომუნიკაციის წარმოება.

ზუსტად ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა Biliki Studio, რომელიც თავის მხრივ საინტერესო ბიზნესია, რადგანაც ის სრულად დისტანციურად შეიქმნა − გიგა ქუთაისში ცხოვრობს, მირიანი თბილისში, შესაბასამისად, ყველაფერი, მათ შორის კომპანიის იურიდიული რეგისტრაცია, დისტანციურად მოხდა.

ჩვენი მიზანია, პირველივე დღიდან, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე გავიდეთ, რისი დიდი გამოცდილებაც გვაქვს და უკვე ვმუშაობთ რამდენიმე საერთაშორისო პროექტზე. ზუსტად ამიტომ, გადავწყვიტეთ სტუდიისთვის სახელად Biliki შეგვერჩია − სიტყვა, რომელიც თან ქართულია, თან მოძრაობასთან არის კავშირში, თან უცხოენოვანი ადამიანისთვისაც ადვილი გამოსათქმელი იქნება და თან ჩვენ ვიპოვეთ ყველაზე მოკლე ბილიკი თბილისისა და ქუთაისის დასაკავშირებლად.

ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია 2021 წელს ქუთაისში Motion Design-ის სკოლა გავხსნათ, სადაც ნებისმიერ მსურველს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და სხვა ადამიანებს ამ პროფესიას ვასწავლით, ხოლო შემდეგ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, დასაქმების შესაძლებლობასაც შევუქმნით.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ