ქალები სოფლის მეურნეობის დარგიდან, რომლებაც საყვარელი საქმე ბიზნესად აქციეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით,ქალებისულუფრომეტროლსთამაშობენეკონომიკის განვითარებაში. ამას ემატება ისიც, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ბიზნესსექტორში ერთ-ერთ მთავარ გლობალურ პრიორიტეტად იქცა. საზოგადოებამ უკვე კარგად გაიაზრა, რომ ქვეყნის განვითარების ყველა ინდექსის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, ქალიც და მამაკაციც თანაბრად იყვნენ ჩართულნი ეკონომიკის ფორმირებაში. თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემების მიხედვით, ქალებისთვის ბიზნესსაქმიანობის დაწყება, სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდ სირთულეებთან ასოცირდება. ქალთა კარიერულ განვითარებას ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: სტერეოტიპები და კულტურული დამოკიდებულებები, ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვა, ფინანსებზე წვდომის ნაკლებობა, განსხვავება შემოსავალში და სხვა. ქალი მეწარმეების წინაშე არსებულ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს ცხოვრება რეგიონში − სადაც არაა შესაბამისი რესურსები იმისათვის, რომ საკუთარი საქმიანობა დაიწყონ. ფინანსებზე წვდომის ნაკლებობა, არასრულფასოვანი ინფრასტრუქტურა, ცნობიერება, სოციალური მდგომარეობა და სხვა − ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ დაბრკოლებებისა, რომელთა გადალახვაც ყოველდღიურად უწევთ ქალებს იმისათვის, რომ საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციონ.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ქალების მონდომება, არამედ სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიების გატარება, რომლებიც ქალებს ფინანსური და საინფორმაციო რესურსებით უზრუნველყოფს. ქალ მეწარმეთა გაძლიერებას წლებია აქტიურად ემსახურება USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში", რომელსაც ფონდი "კრისტალი" ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალთან" ერთად ახორციელებს.

Entrepreneur მიმდინარე ნომერში გაგაცნობთ USAID YES-Georgia-ს პროგრამის ბენეფიციარების − იმ გამბედავი ქალების ისტორიებს, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი, შეზღუდული რესურსების ფარგლებში, ნულიდან დაიწყეს. ისინი უპასუხებენ შეკითხვებს, თუ როგორ შეიძინეს ახალი უნარები, რა სახის გამოწვევები შეხვდათ და რა გზა გაიარეს საკუთარი საქმიანობის დაწყებიდან დღემდე.

მეწარმექალებიმარადისიდან

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ზემო აჭარის მეწყერსაშიში ზონების სიმრავლის გამო, ეკომიგრანტები ჯერ კიდევ 1989 წელს ჩამოასახლეს აქ და სწორედ მათ ძალისხმევას უკავშირებენ მარნეულში ახალი ქართული სოფლების განაშენიანებას.

დიდი ხნის განმავლობაში, ჩამოსახლებული ეკომიგრანტების მთავარი გამოწვევა ახალ ადგილას საკუთარი თავის დამკვიდრება გახლდათ. თუმცა, თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეძლეს, რომ მარნეულის უხვმოსავლიანობა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობები მაქსიმალურად აეთვისებინათ და საკუთარი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ექციათ.

სწორედ ამ გარემოებების გამო, მარნეულის მკვიდრ მეწარმე ქალებს უფრო მეტი დაბრკოლებისა თუ წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ საკუთარი საქმის დასაწყებად. ამ დაბრკოლებებს კი დღემდე წარმატებით ლახავენ.

ნაირა ბოლქვაძე, ხათუნა ბოლქვაძე და ნესტან ფუტკარაძე მარადისში მცხოვრები ის მეწარმე ქალები არიან, რომლებმაც შეძლეს და საყვარელი საქმე ბიზნესად აქციეს. დღეს ისინი ოჯახის წევრების მაქსიმალური ჩართულობით სოფლის მეურნეობის არაერთ პროდუქტს აწარმოებენ, რომელიც გასაყიდად თბილისში ჩააქვთ.

უკვე მრავალი წელია, რაც მარადისელი ქალები სოფლის მეურნეობაში აქტიურად არიან ჩართულნი, თუმცა საყვარელი საქმის ბიზნესად გარდაქმნა მხოლოდ 5 წლის წინ გადაწყვიტეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ადგილობრივებისთვის მეწარმეობის შესახებ არაერთი საინტერესო ტრენინგი ჩატარდა.

"არასდროსმომსვლიააზრად,რომსასათბურემეურნეობაგამეკეთებინა,ანბიზნესიდამეწყოამკუთხით.უბრალოდ,თავსვირჩენდით.ამტრენინგებმაკიმოტივაციაშეგვძინა.მუდამგვეუბნებოდნენაქციეთთქვენისაყვარელისაქმებიზნესად,შემოსავლისწყაროდდაგახდითქალიმეწარმეები.ყურშიისეჩამესმოდა,რომჩემსსაქმიანობაშიდავიწყეიმისძებნა,თურაშეიძლებოდაბიზნესადგარდამექმნა",ამბობსნაირა ბოლქვაძე.

დღეს, ხათუნას, ნაირასა და ნესტანს თავიანთი სათბურები აქვთ და არაერთი პროდუქტი მოჰყავთ. თუ ხათუნა ბოლქვაძის სათბურში ყვავილოვანი და სალათის ფურცლები გვხვდება, ნაირა ბოლქვაძის სათბურში მათთან ერთად სატაცურს, კელიას, ბამიას, კიტრსა და სხვა პროდუქტებს შეხვდებით. ნესტან ფუტკარაძემ საქმიანობა თავდაპირველად მცირე მეურნეობით დაიწყო და მხოლოდ კარტოფილი მოჰყავდა ღია გრუნტზე, თუმცა ზაფხულის სიცხესთან გასამკლავებლად ნელ-ნელა სათბური მოაწყო, სადაც ახლა უკვე ხილ-ბოსტნეული მოჰყავს და ჩითილებსაც ზრდის.

"ერთდღესაცგამიჩნდაიდეა,გამეშენებინახეხილი.ამოვირჩიეღიანაკვეთისახლთანახლოსდასაქმესშევუდექი,დიდიძალისხმევისშემდეგ,შეიძლებაითქვას,რომდღესჩემსბიზნესსდამოუკიდებლადვმართავ.ვინაიდანუკვერამდენიმეწელიაამსაქმიანობითვართდაკავებულნი,გვყავსმუდმივიკლიენტები,რომლებიცჩვენსპროდუქტებსყიდულობენ.ჩემთვისმათინდობაყველაზემნიშვნელოვანია",აღნიშნავსნესტანფუტკარაძე.

მარადისში მცხოვრებმა ქალებმა თავდაპირველად ტრენინგები გაიარეს, სახელმწიფო სესხი აიღეს და ასე დაიწყეს ბიზნესის წარმოება. ყველაფერი საკუთარი ხელებით შექმნეს, ნელ-ნელა საგრანტო კონკურსებსა და სხვადასხვა ტრენინგში ჩაერთნენ, ამით კი საკუთარი თავისა და ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავდნენ.

"ქალებიაქტიურადჩავერთეთსხვადასხვაპროექტში,გავიარეთუამრავიტრენინგ-სემინარი,რომელიცშემდეგჩვენიბიზნესისგანვითარებაშიგამოგვადგა.თითქმის2019წლიდანდავიწყეთძირითადიბიზნესები,რადგანბევრიბიზნესტრენინგითდაკომპიუტერისშესწავლითგანვითარებისგზაზედავდექითდამივხვდით,რომშეგვეძლო,ჩვენისაქმიანობაბიზნესადგარდაგვექმნა",ამბობსნაირაბოლქვაძე.

狗万官方企业家——თანსაუბრისასმარადისელი ქალები აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საჭირო და საკმარისი ინფორმაციის არქონა იყო − იქნებოდა ეს ტექნიკური თუ საბანკო სფეროსთან დაკავშირებული საკითხი. ზოგიერთ მათგანს ქალის მიერ ბიზნესის წამოწყება შეუძლებლადაც კი ეჩვენებოდა, თუმცა ახლა სწორედ თავად ქმნიან ბიზნესებს.

"კომპიუტერირომარვიცოდი,ესიყოჩემთვისგამოწვევა.არვიცოდი,რომარსებობდასახელმწიფოსესხი,რომელიცშემეძლოგამომეტანა;ტექნიკა,სათბურებიარვიცოდით,როგორიაგვეშენებინა.არამარტომე,მთელისოფლისქალებმაარვიცოდით.შემდეგჩვენსუფლებებსგავეცანითდასაჭიროინფორმაციამივიღეთ",ამბობსნაირაბოლქვაძე.

მარადისელი ქალები მუდმივად ერთმანეთის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე ზრუნავენ. ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში, კოვიდინფიცირებულ ოჯახს, რომლის წევრებიც საავადმყოფოში იწვნენ, სარეველაშერეული ნაკვეთი გაუთოხნეს და მოსავალი გადაურჩინეს. სწორედ ამ ერთიანობისა და შრომისმოყვარეობის შედეგია კოოპერატივი "მწვანე მარადისი", რომელიც ადგილობრივმა ქალებმა დააარსეს და დღეს ჩითილებს აწარმოებენ. კოოპერატივის არსებობა მათ კიდევ უფრო უმარტივებს თავიანთ საქმიანობას.

"ტრენინგებისგავლისშემდეგკოოპერატივისდაარსებაგვსურდა,რადგანამშემთხვევაშიუფრომეტიპრივილეგიაგვექნებოდა. 10ადამიანიშევთანხმდითდაჩამოვაყალიბეთკოოპერატივი.ჩითილებიგამოგვყავსდავყიდით.ახლაპირველიწელიიყოდაუკვე150 000ჩითილიგვაქვსგაყიდული",ამბობსხათუნაბოლქვაძე.

მეწარმეობისპარალელურად,მარადისელიქალებიაქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესებში. ნაირა ბოლქვაძე მარნეულში, კოლეჯ "მოდუსში" პრაქტიკოსი ლექტორია. უკვე 2 წელია სტუდენტებს ბოსტნეულის კულტურების ახალი ტექნოლოგიებით მოყვანას ასწავლის. სტუდენტებთან ერთად კოლეჯის სათბურში ულამაზესი ბოსტნეული, სალათები, ბროკოლი, ყვავილოვანი პროდუქტები მოჰყავს. გარდა ამისა, რამდენიმე სტუდენტს კოლეჯის სხვა ლექტორებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებაშიც დაეხმარა, რომლებსაც დღეს თავიანთი სათბურები აქვთ.

ხათუნა ბოლქვაძეც სხვა ქალებთან ერთად მოკლევადიან პროექტებს ახორციელებს კოლეჯში და სტუდენტებს პრაქტიკულ დონეზე უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ამასთან, მისი მიზანია, მომავალში სრულყოფილი ფერმერი გახდეს, ამიტომაც კოლეჯ "მოდუსში" მებოსტნეობის მიმართულებით 1-წლიან სასწავლო კურსზე ჩაირიცხა.

თითოეულ მათგანს სამომავლოდ საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს. ნაირას მარადისში სოციალური საწარმოს დაარსება და სტუდენტების აყვანა სურს, რომლებსაც ჯანსაღი პროდუქტის წარმოებას ასწავლის. ხათუნა ბოლქვაძეს კი ეტიკეტის შექმნა სურს − საკუთარ პროდუქტს მეორად სახეს მისცემს და ბაზარზე მწნილს გამოიტანს, რომელსაც თავისი შეფუთვა და სახელი ექნება. თუმცა ამისთვის სახსრები სჭირდება, ისევე, როგორც ნესტანს, რომელსაც სამომავლოდ საკუთარი წარმოების გაფართოება სურს.

მარადისელი ქალები თანხმდებიან, რომ წარმატებული მეწარმე მონდომებული უნდა იყოს და რაც მთავარია, არასდროს უნდა თქვას უარი განათლებასა და სიახლეებზე; უნდა უყვარდეს საკუთარი საქმე და კარგადაც ეხერხებოდეს. ხათუნა იმ ქალებს, რომლებსაც თავიანთი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან იხევენ, მოუწოდებს გაბედონ საკუთარი საქმიანობის დაწყება და არასდროს დანებდნენ.

"გაბედონ,მევერვბედავდიდამეგონა,რომარშემეძლო.ესუნდაგადალახონდათქვან,რომყველაფერიშეუძლიათდაგამოუვათ.უნდაგადადგანნაბიჯი,რაცშეიძლებასწრაფად,უყოყმანოდ.ბევრიარუნდაიფიქრონ,მებევრსვფიქრობდი,ძალიან.ტრენინგებისშემდეგდავფიქრდი,რომმეცშემიძლიაწამოვიწყოსაკუთარისაქმიანობადარომმეცძლიერიქალივარ",ამბობსხათუნაბოლქვაძე.

ნანაშარაშიძესაოჯახომეურნეობა"დოშკანა"

ნანა შარაშიძე პროფესიით არაბული ენის სპეციალისტი და იურისტია. სხვადასხვა პერიოდში სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის მინისტრის მრჩეველიც გახლდათ. გარდა ამისა, იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გაძლიერებითა და მათი უფლებების დაცვითაა დაინტერესებული. ნანამ არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალი, ბავშვი და სოციუმი" დააარსა, რომელიც შშმ-ბავშვთა მშობლების გაერთიანება გახლავთ და მათთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა.

ნანა შარაშიძე დღემდე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ჯგუფის გაძლიერების მიმართულებით, სულ ახლახან სხვა მეწარმე ქალებთან ერთად "ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანება" ჩამოაყალიბა. მათი მიზანი რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერებაა, რომლებსაც გარკვეული გარემოებების გამო ხელი არ მიუწვდებათ სხვადასხვა შესაძლებლობასა და ინფორმაციაზე.

უკვედიდიხანია,რაცნანაოჯახთანერთადამუშავებსმიწას და სხვადასხვა სახეობის ხეხილი, ვაზი, კენკრა და ბოსტნეული მოჰყავს. 2016 წელს მან და მისმა მეუღლემ ქვიშხეთში დაიდეს ბინა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს 40%-იანი თანამონაწილეობით მაყვლის ბაღი გააშენეს. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი საოჯახო მეურნეობა "დოშკანას", რომლის პროდუქციაც მცირე ოდენობით ჰიპერმარკეტებში − "გუდვილსა" და "აგროჰაბში" იყიდება.

დროთა განმავლობაში, საოჯახო მეურნეობას არაერთი პროდუქტი შეემატა, დღეისთვის აქ შევხვდებით უეკლო მაყვალს, რამდენიმე ჯიშის ჟოლოსა და მარწყვს, მცირე ოდენობით სხვადასხვა ფერის მოცხარს, ხურტკმელს. ასევე, საქართველოში ჯერ კიდევ უცნობ კენკრა არონიას, ირგასა და ცხრატყავას. ბოლო სამი წელია, რაც პომიდორი "ჩერი" მოჰყავთ, აწარმოებენ ზაფრანას. "დოშკანას" საოჯახო მეურნეობაში შიდა ქართლის ენდემურ და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოტანილ 19 ჯიშის ვაზსაც ვნახავთ. აქვთ ქართული და უცხოური ჯიშის ვაშლი, ქლიავი, მსხალი, კომში, ლეღვი, ალუბალი, თხილი, კაკალი და სხვა. აქ შევხვდებით ალპური და ზაანური ჯიშის თხებს, კურდღელს, თიანურ ჩალისფერ ინდაურებს და სხვა. საოჯახო მეურნეობაში წურავენ ნატურალურ ოჯახის ღვინოს. ფრეშ პროდუქტების გარდა კი კენკრის კონფიტიურს, ნატურალურ წვენებსა და მაყვლის არაყს აწარმოებენ.

"დოშკანასთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება კლიმატური პირობებია, რადგან ნანას თქმით, მიღებული მოსავლის 60-70% მეორეხარისხოვანი ხდება, სწორედ რომ კლიმატური პირობების გამო.

"ჩვენსრეგიონშიყველაზეპრობლემატურიაღმოჩნდამცხუნვარემზე,რომელიცმაღალიტემპერატურისდროსიწვევსპროდუქციისდაწვას,იერსახისშეცვლასდაზოგჯერმისსრულადგანადგურებას.სამწუხაროდ,სადაზღვევოკომპანიებისპოლიტიკისშესაბამისადარხდებამზისდამწვრობისგანმოსავლისდაზღვევა,ამიტომაცვერვსარგებლობთსადაზღვევოპროდუქტით.გამოსავალიკიამეტაპზეორგვარადგვესახება:კენკრაუნდაგაშენდესდახურულსივრცეში(სათბური)ანუნდაგაკეთდესსაჩრდილობელიბადეები.შესაბამისად,ხარისხიანიპროდუქციისმისაღებადაუცილებელიაახალი,თანამედროვეტექნოლოგიებისდანერგვა,რაცმაღალხარჯებთანარისდაკავშირებული",ამბობსნანაშარაშიძე.

სწორედ ეს დაბრკოლება გახდა ინსპირაციის წყარო, რომ საოჯახო აგრობიზნესი ნელ-ნელა აგროტურიზმის მიმართულებით განევითარებინათ. ნანას აზრით, მეურნეობას ამის შესაბამისი პოტენციალი აქვს და ამიტომაც, რესურსების მობილიზებას ცდილობს.

"გადავწყვიტეთაგროტურისტულიგზითწასვლა,რადგანჩვენიტერიტორიაწარმოადგენსტურისტულზონას.კლიმატურიპირობებიდანგამომდინარე,ტურისტიხშირადჩვენსმხარესირჩევსდასასვენებლად.თუამასდაემატებაჯანსაღიპროდუქციისწარმოებაც,მიგვაჩნია,რომინტერესიგაცილებითგაიზრდება.აქედანგამომდინარე,სამომავლოდვგეგმავთ, "დოშკანა"აგროტურისტულლოკაციადვაქციოთდაისემოვაწყოთსივრცე,რომადაპტირებულიიყოსგანსაკუთრებულისაჭიროებისმქონეპირთათვის",აღნიშნავსნანაშარაშიძე.

თავდაპირველად, როდესაც ნანამ სოფლად ცხოვრება დაიწყო, სოფლის მეურნეობის შესახებ ბევრი რამ არ იცოდა, ამიტომ მუდმივად სწავლობდა წიგნებიდან, ინტერნეტიდან თუ ტრენინგებიდან. უკვე 6 წელია თითქმის ყოველდღიურად ეცნობა სხვადასხვა სიახლეს და ცდილობს სწავლა და შრომა ერთმანეთს შეუთავსოს. აქტიური სამეწარმეო საქმიანობის გარდა, ნანა შარაშიძე დღეს ფერმერთა ასოციაციის, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციისა და ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა "ელკანას" წევრია.

სამომავლოდ "დოშკანა" გაფართოებას სასტუმროს გახსნის გზით გეგმავს. საოჯახო მეურნეობის განვითარება მათ შესაძლებლობას მისცემს რეგიონისა და მოქმედი მეურნეობის შესახებ გაზარდონ ცნობიერება, გაუწიონ პოპულარიზაცია აგროტურიზმსა და ეკოლოგიურ პროდუქციას. როგორც აღვნიშნეთ, "დოშკანას" მეურნეობაში ალპური და ზაანური ჯიშის თხები ჰყავთ, ამიტომ თხის ფერმის გაფართოება და მასტერკლასების ჩატარება ყველის ამოყვანა-დავარგებაზე მათი ერთ-ერთი სამომავლო გეგმაა. ნანას თქმით, ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა სხვადასხვა ჩირითა და არომატით დამზადებულ თხის ყველზე, სოფელში და მეურნეობაში კი საკუთარი ჩირის წარმოების რესურსი არსებობს. ამდენად, ჩირის მცირე საშრობის შეძენას და ამ მიმართულებით შესაბამისი განათლების მიღებასაც გეგმავენ.

ინგასამხარაძეBerryShine

ინგა სამხარაძეს ბუნება და მცენარეები ყოველთვის უყვარდა. საქართველოში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებამ მისცა სტიმული, საქმიანობა ეკოტურიზმის სფეროში დაეწყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ სოფელში ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც გამოყენების დიდ პოტენციალს ფლობდა. სწორედ ამ მიზნით, 2018 წელს სოფელ ზემო ხვითში (გორის მუნიციპალიტეტი, სამაჩაბლო, კონფლიქტის ზონასთან) დააფუძნა კომპანია − BerryShine, რომელიც კენკროვანი კულტურებისთვის სასათბურე მეურნეობის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ინგა სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის პროექტ "ზრდა საქართველოში" გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, სადაც გაიმარჯვა და შედეგად, თანადაფინანსებით მარწყვის სათბური შექმნა.

რეგიონში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის გამო, სოფელში ყოფნა და საქმიანობა თავდაპირველად გაუჭირდა, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინგას და მის ოჯახს სოფლის დატოვება მოუწიათ. დაბომბვების გამო დაზარალდა მათი ტერიტორიაც და შეუძლებელი იყო რაიმეს გაკეთება. თუმცა "ფარ-ხმალი" არ დაყარეს, აღადგინეს სახლი, დაუბრუნდნენ ძველ კერას და განავითარეს სოფლის მეურნეობა.

"არგვქონდასაჭიროდონისგამოცდილებადაძალიანჭირდასოფელში,სათბურშიდამხმარეპერსონალისმოძიება.მარწყვისკულტურისმოყვანა-მოვლისსაკითხებშიძალიანდაგვეხმარაქალბატონინატოცქიტიშვილიდაოჯახისწევრებისადათანასოფლელებისგვერდიდგომითგადავჭერითყველაესპრობლემა.სათბურისგანვითარებაშიერთ-ერთმაბანკმაშეგვიწყოხელიმიზნობრივიკრედიტებით,ასევე,ფინანსურიჩართულობისორგანიზაცია"კრისტალმა".გუნდისშემადგენლობაძირითადოჯახისწევრებიარიანდასეზონურადვქირაობთდამხმარეპერსონალსსხვადასხვასოფლიდან.მათიშერჩევაძირითადადგამოცდილებისმიხედვითხდება",განმარტავსინგასამხარაძე.

YES-Georgia-ს ბენეფიციარი ინგლისური ენის მასწავლებელია და ამ დრომდე არ ჰქონია გამოცდილება სოფლის მეურნეობის საკითხებში. ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროექტების მომრავლებამ და ქალებისთვის მეტი შანსის გაჩენამ, მისცა სტიმული ახალი გამოწვევისთვის მოეკიდა ხელი. სწორედ ამ ნაბიჯებთან ასოცირდება ინგასთვის სიტყვა "ანტრეპრენერიც". როგორც თავად აღნიშნავს, ეს ტერმინი მისთვის გარისკვის, სიახლის, მოქმედების, შეუპოვრობისა და სითამამის გამომხატველია.

"ძალიანშრომატევადია,თანიყომასწავლებელიდათანსოფლისმეურნეობაშისაქმიანობდე.მიწევსთბილისიდანზემოხვითშიხშირადსიარული.რომარაოჯახისწევრებისთანადგომა,ალბათვერშევძლებდი.თუმეტიმხარდაჭერაიქნებასახელმწიფოდასაერთაშორისოორგანიზაციებიდან,საქმესმეტადწინწავწევთ",განმარტავსინგასამხარაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ინგა სამხარაძე სათბურის გაფართოებასა და გათბობის სისტემის დამონტაჟებას გეგმავს, რათა სათბურში შესაბამისი მიკროკლიმატი უზრუნველყოს. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და შესაბამისი ჩართული ორგანიზაციების მხრიდან მეტ მხარდაჭერას საჭიროებს.

შეკითხვაზე, თუ რას ურჩევდა იმ ქალებს, ვისაც საკუთარი საქმიანობის დაწყება სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან იხევენ, ინგა სამხარაძე გვიპასუხებს:

"თუკიაქვთანტრეპრენერისთვისსაჭიროყველაუნარი,სურთსაკუთარისაქმისწამოწყება,დროაგადადგანნაბიჯი.ხოლო,თუკიგარკვეულშიშსგრძნობენ,რომელიცაჩერებთ,დროაკარგადგაანალიზონ,სადარისმათისისუსტე,რაზემიანიშნებსმათიშიშიდაამსისუსტისგაძლიერებასადასაჭიროუნარებისგამომუშავებაზეკონცენტრირდნენ".

თამარკირცხალიაჩაი"აკეთი"

თამარ კირცხალიამ ჩაის ბრენდი "აკეთი" 2019 წლის სექტემბერში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში დააფუძნა. მისი ინსპირაცია ქართული, ნატურალური პროდუქციის შექმნა და ძველი, მამაპაპისეული საქმიანობის გაგრძელება გახლდათ. შედეგად, დღეს, "აკეთი" მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ, ნატურალურ შავ და მწვანე ჩაის სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის შექმნა პანდემიის პერიოდს დაემთხვა და კომპანიის განვითარება საგრძნობლად შეფერხდა, სოციალური ქსელებითა და მედიასაშუალებებით მოახერხეს, მომხმარებლებამდე ინფორმაციის მიტანა. დღეს უკვე ოჯახური ბიზნესის პროდუქციით სარგებლობენ არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ტურისტებიც. "აკეთის" პროდუქცია აქტიურად იყიდება სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის მაღაზიებში.

"ამსფეროშიბიზნესისდაწყებამდეარმქონდაგამოცდილება,მაგრამინტერნეტშიდაადგილობრივმეწარმეებთანკონსულტაციისშედეგად,მივიღეთშესაბამისიცოდნა.შემდგომ,საკუთარსაწარმოშიმუშაობისასშევიძინეთახალიგამოცდილება.შემიძლიავთქვა,რომამეტაპზებაზარზეყველაზეგამორჩეულ,ნატურალურდამოთხოვნადპროდუქციასვამზადებთ.

ჩვენისამომავლოგეგმაა,ტურისტებისთვისადაარამხოლოდმათთვის,სადეგუსტაციოსივრცისმოწყობადაერთჯერადიპაკეტებისდასამზადებელიდანადგარისშეძენა,რაცაუცილებელიაჩვენიბრენდისსამომავლოგანვითარებისთვისდაერთგულიმომხმარებლებისრაოდენობისზრდისთვის",განმარტავსთამარკირცხალია.

საკუთარი საქმიანობის დაწყება, რა თქმა უნდა, შრომატევადია, ვინაიდან ერთდროულად გიწევს ფიქრი არა მხოლოდ ბრენდზე, არამედ ხარისხიან ნედლეულზე, პლანტაციის მოვლაზე და ა.შ. ბრენდზე მუშაობა უწყვეტ რეჟიმში ხდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია შესაბამისი მხარდაჭერა, რომელიც ყველა დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარება. სწორედ მსგავსი მხარდამჭერი პროგრამა აღმოჩნდა YES-Georgia, რომელიც, თამარ კირცხალიას აზრით, მნიშვნელოვნად აძლიერებს ქალ მეწარმეებს და დიდ სტიმულს აძლევს, წამოიწყონ საკუთარი საქმიანობა.

"USAID-ისპროგრამისმეშვეობით,უამრავისაინტერესოდაკარგიადამიანიგავიცანი.ჩემთვისმნიშვნელოვანიაესურთიერთობები,რადგანვცვლითინფორმაციასადაგამოცდილებას.ერთმანეთისგვერდითდგომაყველაზესაჭირორამაა,ვინაიდანესგადაარჩენსდაგააძლიერებსსოფელსაც.

ქალბატონებო,გოგონებო,გეტყოდით,რომარასდროსააგვიანითქვენიმიზნებისადაოცნებებისგანხორციელება.იშრომეთ,ნუშეგაშინებთდაბრკოლებებიდააუცილებლადმიიღებთშედეგსდააი,უკვეთქვენმიერშექმნილიპროდუქციითმიღებული,დამსახურებულიაპლოდისმენტებიღირსამად.თქვენშეძლებთ!მეარმიმაჩნია,რომქალისუსტისქესისწარმომადგენელია.ჩვენყველაზეძლიერებივართ!",აღნიშნავსთამარკირცხალია.

USAID-ისპროგრამა"ახალგაზრდებისდაქალთამეწარმეობისმხარდაჭერასაქართველოში"(USAID YES-Georgia)ხორციელდებაფონდ"კრისტალის"მიერ, USAID-ისადაქალთაგლობალურიგანვითარებისადაკეთილდღეობის(W-GDP)ინიციატივისფარგლებში,ამერიკელიხალხისგანმიღებულიფინანსურიდახმარებით.პროექტსდამატებითფინანსურმხარდაჭერასუწევსფინანსურიჩართულობისორგანიზაცია"კრისტალი"

Wavy Line
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი