Webster-ის უნივერსიტეტმა საქართველოში სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2 წლის წინ დაწყებული პროექტი, საქართველოში გახსნილიყო ამერიკული უნივერსიტეტი, წარმატებით განხორციელდა და ამით რეგიონში უპრეცედენტო შესაძლებლობა გაჩნდა საერთაშორისოდ აღიარებული განათლების მისაღებად. ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსმა ახლახანს სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. სტუდენტებთან შესახვედრად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვებსტერის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. გარდა ამისა, აშშ-ს ელჩი საქართველოში, განათლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს.

"ძალიან სასიამოვნოა თბილისში ყოფნა და მინდა, "ვებსტერის უნივერსიტეტის" პირველი თაობის სტუდენტებს მივესალმო, რომლებიც აქ იწყებენ საგანმანათლებლო გზას. ეს არის პირველი ამერიკული უმაღლესი სასწავლებელი რომელიც შემოვიდა საქართველოში და კავკასიაში. ვამაყობთ "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან" თანამშრომლობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით ამ ძალიან წარმატებული საქმის წამოწყებაში. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დავრჩეთ; აქ ვართ, რათა დავეხმაროთ ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ საუკეთესო განათლება, რისი შეთავაზებაც აშშ-ში შეგვიძლია. ამ განათლებას კი ახლა აქ, საქართველოშიც გთავაზობთ",- აღნიშნავს "ვებსტერის უნივერსიტეტის" პრეზიდენტმა, ჯულიან შუსტერმა.

“2წლისთავზეჩვენბედნიერებივართ,რომ”ვებსტერის" უნივერსიტეტი გაიხსნა, გვყავს პირველი სტუდენტები და ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოშივე არა მარტო ადგილობრივი, არამედ მთელი რეგიონის სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებას. "ვებსტერში" ასწავლიან უცხოელი პროფესორები და სტუდენტებს შეეძლებათ, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ერთ-ერთი საუკეთესო განათლება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამერიკის საჩუქარი - საქართველოში დაახლოებით 8-ჯერ ნაკლები ღირდეს სწავლა, ვიდრე სხვაგან. რა თქმა უნდა, პირველი წარმატებული წლის შემდეგ, უნივერსიტეტი გააგრძელებს მუშაობას, სხვა სტუდენტების მიღებას და გავზრდით იმ ახალ თაობას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას",- განმარტავს ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის პარტნიორი, მიხეილ ბატიაშვილი.

ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს დაარსდა და მსოფლიოს მასშტაბით 50 ლოკაციაზე ფუნქცნიორებს. უნივერსიტეტი აკრედიტებული და აღიარებულია უმაღლესი რანგის მქონე კომისიების მიერ. საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1000 სტუდენტების მისაღებად და ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით.

"ვებსტერის უნივერსიტეტში ჩავაბარე იმ მიზეზით, რომ, ვფიქრობ, საერთაშორისო უნივერსიტეტი და ამერიკული დიპლომი უამრავ გზას გამიხსნის ცხოვრებაში. მჯერა, რომ აქ კარგ განათლებას მივიღებ და მოუთმენლად ველოდები სასწავლო წლის დაწყებას.

ჩავაბარე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული ვარ კორპორატიული კარიერითაც, თუ ჩემი მეგობრები და პარტნიორები გამომყვებიან, შესაძლოა, ბიზნესიც დავიწყოთ",- აღნიშნავს ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის სტუდენტი, ნიკა ზღულაძე.

საქართველოს კამპუსი საერთაშორისოა და მასში ადგილობრივი მოქალაქეების გარდა უცხოელი სტუდენტებიც სწავლობენ.

ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით და გაატარონ ერთი ან რამდენიმე სემესტრი მსოფლიოს მასშტაბით, ვებსტერის ნებისმიერ კამპუსში.

სწავლის დასასრულს, სტუდენტებს გადაეცემათ ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკული დიპლომი.

ვებსტერ საქართველოს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ღია კარის დღეზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაციაბმულზე

Wavy Line
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Internet Society Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, Google Developer Students Club-ის Lead-ი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის კოორდინატორი, Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანიასამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

სწავლა ცხოვრებისათვის და არა გამოცდებისთვის - ფინური საერთაშორისო სკოლა საქართველოში

რატომ უნდა ავირჩიოთ ფინური საგანმანათლებლო მოდელი?!