"უწყვეტი სწავლა", როგორც სამუშაო გარემოს მომავალი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენი მუშაობის სტილი მუდმივად იცვლება. გლობალიზაცია, ახალი ტექნოლოგიები, ინდივიდების საჭიროებები და სურვილები განაპირობებს იმას, რომ ადამიანები ცდილობენ, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. ამისთვის, ხშირად იცვლიან კარიერასა თუ სამუშაო პოზიციებს. შესაბამისად, მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვთ მოთხოვნილება და საჭიროება, დაეუფლონ ახალს ან გააუმჯობესონ უკვე არსებული უნარები, შეიმეცნონ ახალი და იყვნენ მუდმივად განვითარების, უწყვეტი სწავლის რეჟიმში.

მუდმივი განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, მივაღწიოთ წარმატებას, ხელი შევუწყოთ საკუთარ თავში კრეატიულობის განვითარებას და საბოლოოდ, ვიყოთ თვითკმაყოფილი. შესაბამისად, ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრებს, გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ უკეთესი კომუნიკატორები, ლიდერები, და შევქმნათ ღირებულება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე, გარშემომყოფთათვის.

ადამიანის განვითარების კაპიტალის გაცნობიერება, მუდმივი და უწყვეტი სწავლის მნიშვნელობის გაანალიზება ეხმარება დამსაქმებელს, ხელი შეუწყოს დასაქმებულთა პერსონალურ და პროფესიულ ზრდას. შესაბამისად, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა" შექმნა "უწყვეტი სწავლის" მოხალისეობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, გუნდის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ახალი ცოდნა და განვითარდნენ საკუთარ კარიერულ გზაზე.

გუნდის წევრებზე ორიენტირებული "უწყვეტი სწავლის" პროგრამა

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" "უწყვეტი სწავლის" პროგრამა 2020 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. ორგანიზაციის მიზანია, გუნდის წევრები უზრუნველყოს თანაბარი განვითარების შესაძლებლობით. ამისათვის, აძლევს მათ წვდომას ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმებზე, სთავაზობს მოხალისეობრივ შემეცნებით აქტივობებს და ხელმისაწვდომს ხდის თარგეტირებულ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია თანამშრომლების სტრატეგიული მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ.

ინიციატივის ფარგლებში, კომპანიის სხვადასხვა ბაზრის წარმომადგენლებს, მათ შორის "ფილიპ მორის საქართველოს" გუნდის წევრებს, აქვთ ულიმიტო წვდომა Udemy-ის, და Rosetta Stone-ის საგანმანათლებლო პლატფორმებზე. ამასთან, კომპანიის შიდა - FUSE-ს პლატფორმაზე, რომელიც თანამშრომლებს ათასობით საგანმანათლებლო მასალას სთავაზობს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. Rosetta Stone-თან თანამშრომლობით, "ფილიპ მორის საქართველო" დასაქმებულებს აძლევს წვდომას ენის შესასწავლ ციფრულ პროგრამებზე მსოფლიოს მასშტაბით. შედეგად, 2022 წლისთვის ამ პლატფორმის მეშვეობით 5300 თანამშრომელმა გააუმჯობესა ან ისწავლა ახალი ენა.

აღსანიშნავია, რომ "ფილიპ მორისის" მიერ თანამშრომლებისთვის შეთავაზებული კურსები ხელმისაწვდომია ყველასთვის და არ მოითხოვს რაიმე სახის წინაპირობას. ნებისმიერ თანამშრომელს აქვს საშუალება, საკუთარი სურვილის შესაბამისად, გაიაროს კურსი ნებისმიერი მიმართულებით, განვითარდეს და მიიღოს "უწყვეტი სწავლის" შესაძლებლობა.

სამომავლო გეგმები

ფილიპ მორის საქართველო კი აგრძელებს თანამშრომლების "უწყვეტი სწავლის" პროცესში წვლილის შეტანას და ამ მიმართულებით კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას გეგმავს, . რათა ხელი შეუწყოს გუნდის წევრების მხრიდან საუკეთესო გამოცდილების მიღებასა და სასწავლო აქტივობებში ჩართულობას.

პლატფორმებზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. კომპანია მიზნად ისახავს, მოახდინოს სასწავლო პროცესის კურირება, რათა ხელი შეუწყოს გუნდის წევრების მხრიდან საუკეთესო გამოცდილების მიღებასა და სასწავლო აქტივობებში ჩართულობას. ამასთან, ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროდუქტების პორტფოლიო მუდმივად იზრდება, ახლახანს მას დაემატა ტრენინგ კურსები, კომუნიკაციის, უკუკავშირის, სამუშაოს შესრულების ხარისხსა და ლიდერობის როლზე, რომელსაც საერთაშორისო კომპანია "დეველორი" გაუძღვება. აღნიშნული ტრენინგები ხელს შეუწყობს პროცესების მოქნილობას და შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას, სრულად დააკმაყოფილოს თითოეული თანამშრომლის პროფესიული მოთხოვნილებები.

Wavy Line

Related Topics

სიახლეები

იმუშავენებისმიერიადგილიდან——რასგულისხმობსდასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის?

Awork-ის ახალი ინიციატიცით, აგვისტოს თვეში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანიასამმამეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს