Twitter-ის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ მარკ ზაქერბერგი გააკრიტიკაზაქერბერგმა线程——ზედორსისგამოწერისმოთხოვნაგაუგზავნა. "მეტისმეტად ადრეა" - უპასუხა დორსიმ

ByEmily Rella

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Threads მარკ ზაქერბერგის ახალი სოციალური მედია პლატფორმაა, რომელიც Meta-ს საშუალებით შეიქმნა და მას Twitter-ის ზუსტ ასლადაც მოიხსენიებენ. ილონ მასკი Threads-ის გამო Meta-ს სასამართლო დავითაც კი დაემუქრა. ახლა კი პროცესებში Twitter-ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი ერთვება.

დორსიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ზაქერბერგი მას Threads-ზე გამოწერის ნებართვას სთხოვს. ამაზე კი დორსიმ საჯაროდ უპასუხა - "მეტისმეტად ადრეა". დორსის Tweet-ს, რომელსაც 7,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, გამომწერებისგან უამრავი რეაქცია მოჰყვა.

ჯეკ დორსი Twitter-ის დირექტორთა საბჭოდან 2022 წლის მაისში გადადგა, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ოფიციალურად 2021 წლის ნოემბერში დატოვა.

თავდაპირველად, დორსი მხარს უჭერდა მასკის მიერ კომპანიის შეძენას, მაგრამ მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა. Twitter-ის მსგავს პლატფორმაზე, Bluesky-ზე, დორსიმ თქვა, რომ მისი აზრით, მასკი კომპანიის სამართავად შესაფერისი ადამიანი არ იყო. მან ასევე დასძინა, რომ Twitter-ის საბჭომ გაყიდვის პროცესი დააჩქარა და როდესაც მასკი სათავეში აღმოჩნდა, ყველაფერი არასწორად წარიმართა.

ჯეკ დორსის საჯაროდ არ გაუკეთებია კომენტარი Threads-ზე, რომელმაც გაშვებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ახალი მომხმარებელი შეიძინა.

"Twitter-ი არასოდეს ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორიც უნდა ყოფილიყო და ჩვენ ამის გაკეთება სხვაგვარად გვსურს", - განაცხადა ზაქერბერგმა Threads-ის გაშვების შემდეგ.

Wavy Line
Emily Rella

Entrepreneur Staff

Related Topics

სიახლეები

იმუშავე ნებისმიერი ადგილიდან - რას გულისხმობს დასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის?

Awork-ის ახალი ინიციატიცით, აგვისტოს თვეში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი