თიბისი ბიზნესისთვის არსებული გამოწევევის ფონზე სტარტაპ საწარმოების დაფინანსებას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისის პროგრამა „სტარტაპერი"დამწყები ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს და არსებული გამოწვევის ფონზე, ქვეყანაში საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალ ფინანსურ პროდუქტს - სტარტაპ საწარმო სესხს ქმნის.

შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს დღეიდან შეუძლიათ და მის ფარლებში შესაძლებელია 1 000 000 ლარამდე მოცულობის სესხს მიღება. დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად, მომხმარებლის საჭიროებიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის, საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა/გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. „ფრენჩაიზინგის" გადასახადების დაფარვა.

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა „სტარტაპერის" ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა წარადგინოს. სესხით სარგებლობა შესაძლებელია პროგრამა "სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებშიც", რაც სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს. გარდა ამისა, 500 000 ლარამდე მოცულობის სესხით სტარტაპერები დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე ისარგებლებენ.

სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე:

https://startuperi.ge/ka/teq-startap-sesxi?fbclid=IwAR2B58FhIQlb1V-ZDJ8E7NKhKuTPcFzY06ikgSslk5SXbo0dhV6Z7JLFZag

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს