"ფერწო" "ლიბრას" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ფერწო" ქართული ბრენდია, რომელიც ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პლასტილინს ამზადებს. უკვე სამი წელია, რაც ბრენდი წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად საკუთარ განვითარებაზე ზრუნავს − პლასტილინების შეძენა სხვა დაწესებულებებთან ერთად, ახლა უკვე მაღაზიათა ქსელ "ლიბრაშია" შესაძლებელი.

"ფერწოს" ისტორია პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც გვანცა ამურველაშვილმა, მცირეწლოვან შვილთან ერთად სრულიად განსხვავებული შემადგენლობის პლასტილინები დაამზადა.

"მახსოვს,პანდემიაიყოდაბავშვისთვისპლასტილინიშევიძინე,რომელიცძალიანცუდიხარისხისგამოდგა.რაცეკოლოგიურადსუფთაპროდუქტივნახე,ქართულირეალობისთვისძალიანძვირიიყო,ამიტომგადავწყვიტეშიდამემზადებინა.თავდაპირველადპლასტილინიშვილთანერთადგავაკეთე,რომელიცრბილიიყოდაკარგიფერებიჰქონდა.რაცმთავარია,არაფერსეკვროდა.მანამდენაქონიპლასტილინი,თითქმისვერგავაცალეავეჯსათუნივთებს.მაშინვემომინდა,რომასეთიპროდუქტიძალიანბევრბავშვსჰქონოდა",იხსენებს"ფერწოს"დამფუძნებელი,გვანცაამურველაშვილი.

მალევე გვანცამ პლასტილინის გასაყიდად სოციალურ ქსელში პირველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგადად, პლასტილინი ბავშვის მოტორიკას ავითარებს და ამ მხრივ ძალიან საჭირო პროდუქტია, "ფერწოს" პლასტილინებს კი დამატებითი დადებითი თვისებები აქვს, კერძოდ, ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, თითოეული ინგრედიენტი − ფქვილი, მარილი, ზეთი, წყალი და საკონდიტრო საღებავები − ყოველდღიურად გამოყენებადი პროდუქტია. შესაბამისად, თუ ბავშვი პლასტილინს შეჭამს, ეს მისი ჯანმრთელობას არ ვნებს.

"ფერწოს" პლასტილინები ფერთა პალიტრითაც გამოირჩევა − 20 ფერისგან შედგება და მომხმარებლებს სხვა ბრენდებისგან განსხვავებით მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ "ფერწოს" პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, მას დაბალი ფასი აქვს და საკმაოდ ეკონომიურიცაა. პლასტილინის თითო ბურთულა, რომელიც საშუალოდ 80 გრამია, 2 ლარი ღირს, მომხმარებელს კი თავად შეუძლია აირჩიოს, რა ფერის და რა ოდენობის პლასტილინი სურს. შენახვის წესის დაცვის შემთხვევაში, "ფერწოს" პლასტილინი თვეობითაც ძლებს, მისი აღდგენა კი წყლითაა შესაძლებელი.

სადშეგიძლიათ"ფერწოს"შეძენა?

სულახლახანბრენდმაწიგნისმაღაზია”ლიბრასთან”დაიწყო თანამშრომლობა. გარდა ამისა, "ფერწოს" პლასტილინებს "სულაკაურის წიგნის მაღაზიებში", "სანტა ესპერანსაში", "წიგნები ვაკეში", "პეტიტ ბაზარზე" და რამდენიმე უბნის მაღაზიაშიც შევხვდებით. დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ონლაინგაყიდვებიც − არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბითაც.

გარდა ამისა, კომპანიას ცალკეული შეკვეთებიც აქვს სხვადასხვა ორგანიზაციისგან. მათ შორისაა კლინიკები, კერძო საბავშვო ბაღები, სკოლები, დღის ცენტრები თუ სხვა დაწესებულებები.

რამხელაა"ფერწოს"გუნდი?

ალბათ ფიქრობთ, რომ ამხელა მაღაზიათა ქსელის შესაბამისი რაოდენობის პლასტილინებით მომარაგების პროცესს საკმაოდ დიდი გუნდი ხელმძღვანელობს. თუმცა, რეალურად "ფერწოს" გუნდი პატარაა და მხოლოდ ოჯახის წევრებისგან შედგება. დატვირთულ პერიოდში მათ ერთგული მეგობრებიც ეხმარებიან − სწორედ ამ ადამიანებზე დგას დღეს ბრენდი და მისი წარმოება.

"სულმარტოცვაკეთებდიხოლმედაძალიანრთულიიყო,დღედაღამემიწევდამუშაობა.ოჯახიდამეგობრებიმეხმარებიან,დავთქვამთხოლმეპლასტილინისდღეს,ვიკრიბებითდაყველანივერთვებითპროცესში.მათგარეშეალბათკიდევუფროგამიჭირდებოდა.ძირითადად,სულორიადამიანივაკეთებთსაქმეს,მაგრამთუმეგობრებიცგვეხმარებიან, 4-5ადამიანივმუშაობთხოლმე", −ამბობსგვანცაამურველაშვილი.

შეზღუდულირესურსისმიუხედავად, ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, "ფერწო" არაერთ საჩუქარს უკეთებს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. მაგალითად, ბავშვთა დაცვის დღეს და ახალ წელს ონკოპაციენტ ბავშვებს უამრავი პლასტილინი აჩუქეს და კიდევ არაერთი მსგავსი აქტივობა განუხორციელებიათ. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ქველმოქმედებაში უშუალოდ "ფერწოს" მომხმარებლებიც ერთვებიან.

"თვეშიერთხელანორთვეშიერთხელვცდილობ,ვინმესგავუკეთოსაჩუქარი.ზოგჯერარისშემთხვევა,რომკონკრეტულრაოდენობასდამოუკიდებლადვერვწვდები.მაგალითად,ახლახანბავშვთასახლსვაჩუქეთ"ფერწოს"პროდუქცია, 73ბავშვიიყოცენტრშიდამეარშემეძლოყველასთვისსაჩუქრისგაკეთება.ჩემმომხმარებლებსვთხოვედამხმარებოდნენ.50ბავშვისთვისსწორედხალხმაშეიძინაპლასტილინი, 30-კითავადვაჩუქე.ძალიანმიყვარს"ფერწოს"აუდიტორია,რადგანსაშუალებასმაძლევენასეთირაღაცებიგავაკეთო.აღფრთოვანებულივარჯერის,რომქართულპროდუქტსუწყობენხელსდამერეის,რომძალიანმარტივადშეუძლიათ,გენდონდასიკეთისგაკეთებაშიდაგეხმარონ", −აღნიშნავსგვანცაამურველაშვილი.

როგორიასამომავლოგეგმები?

"ფერწომ" სამი წლის განმავლობაში განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი და გამოწვევებით სავსე გზა განვლო. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ფასების ცვალებადობა გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ პლასტილინის დასამზადებელი ინგრედიენტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაძვირდა, "ფერწოს" ფასი უცვლელი დარჩა. მართალია რთულად, თუმცა ეს გამოწვევა ბრენდმა წარმატებით გადალახა.

ამჟამად გვანცას ბიზნესის გაფართოება სურს.− მისი მიზანი შესაბამისი დანადგარების შეძენა და "ფერწოს" გუნდის ჩამოყალიბებაა, ეს კი ბრენდისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. საგრანტო პროექტებიდან მიღებული არაერთი უარის მიუხედავად, "ფერწო" დამოუკიდებლად განაგრძობს განვითარებას, რათა უფრო მეტი რაოდენობის პლასტილინი შექმნას და უკეთ აითვისოს ბაზარი.

"ახლამყავსრამდენიმექსელურიმაღაზია,რომლებსაცთანამშრომლობისსურვილიაქვთ,მეკიდროისუქონლობისადაშესაბამისითანხებისარარსებობისგამოცოტათიმეწელებაესპროცესი.ახლახელითვზელთპლასტილინებსდაძალიანდამღლელია.ფიზიკურადრომასევიტვირთებითხოლმე,შემდეგგანვითარებასვეღარვახერხებთ.ამისთვისმჭირდებადანადგარიდასაწარმოსგაფართოება,რომელსაცაუცილებლადგავაკეთებ", −ამბობსგვანცაამურველაშვილი

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი