Sweeft Digital-ი გამარჯვებულ გუნდებს იდეების განხორციელებას დაუფინანსებსSweeft Digital-ის შიდა ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული, საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია Sweeft Digital 2017 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე. სამუშაო პროცესებში ინოვაციების კულტურის დანერგვისთვის, ორგანიზაციამ „სვიფტელების" პირველი შიდა ჰაკათონი ჩაატარა. პროექტის მიზანი თანამშრომლების ყოველდღიურობიდან გამოყვანა და შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობაა.

ჰაკათონის მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ შეექმნათ ინოვაციური პროდუქტი ან სერვისი, შეემუშავებინათ პროტოტიპი და წარედგინათ კომპეტენტური ჟიურის წინაშე. ღონისძიება ტექნოპარკში გაიმართა, მონაწილეობას 3-5 ადამიანით დაკომპლექტებული 12 გუნდი და 50-მდე „სვიფტელი" იღებდა. წარმოდგენილი ინოვაციური გადაწყვეტები კი სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა:

  • ვაკო თურნავა - CEO, Sweeft Digital;
  • გიორგი მენაბდიშვილი - CDO, Sweeft Digital;
  • ავთანდილ კასრაძე - თავმჯდომარე, GITA;
  • ლევან კობახიძე - CDO, საქართველოს ბანკი;
  • პავლემგელაძე - re:invent-ის დამფუძნებელი, Enterpreneur.

მონაწილეების 5 წუთიანი პრეზენტაციების შემდეგ დაგეგმილი იყო 3 გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა წარმოდგენილი საინტერესო იდეებიდან გამომდინარე ჟიურიმ 4 გუნდი შეარჩია შემდეგ ნომინაციებში:

  • ყველაზე ინოვაციური პროდუქტი- QA Guild;
  • საუკეთესო ბიზნესმოდელი- Interns Space;
  • ჟიურის რჩეული- Poem AI და Sit & Sew.

„სვიფტელების მოტივაცია და მათი იდეების მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, შიდა ჰაკათონის გამარჯვებულებს Sweeft-ი იდეების განხორციელებას დაუფინანსებს. უახლოეს პერიოდში კი შევძლებთ, ადგილობრივ ბაზარს წარვუდგინოთ სვიფტელების წარმატებული პროექტები", - განაცხადა Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა, ვაკო თურნავამ.

“პირველრიგშიმინდააღვნიშნო,რომესიყოკერძოკომპანიის მხრიდან შემუშავებული სამაგალითო პროექტი, რომელმაც უზრუნველყო საკუთარი თანამშრომლების ხელშეწყობა, ემუშავათ კონკრეტულ ინოვაციურ იდეებზე. მნიშვნელოვანია, რომ Sweeft Digital აფინანსებს ამ პროექტებს. ჩვენ დღეს ვნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და ენთუზიაზმითა და პროფესიონალებით სავსე ახალგაზრდები, რომლებმაც წარმოადგინეს ბევრი ისეთი ინოვაციური გადაწყვეტა, რომელსაც უახლოეს მომავალში იხილავს არამხოლოდ ქართული, არამედ - გლობალური ბაზარიც", - აცხადებს ავთანდილ კასრაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.

„Sweeft Digital-ის ნომინაციაში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და მამოტივირებელი იყო. უშუალოდ პროექტში მონაწილეობამდე, ბუნებრივია, გვქონდა მიზანი და მოლოდინი, გაგვემარჯვებინა, ვინაიდან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩვენეული გადაწყვეტა, ვფიქრობთ, საინტერესოა გარკვეული სეგმენტისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორსა და მონაწილეებს, რომლებმაც საინტერესო გახადეს პროექტი. რაც შეეხება ჩვენს პროდუქტს, გამარჯვების შემდეგ მთელი გუნდი აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას მისი დეველოპმენტისთვის", - აცხადებს თორნიკე ლომიძე, Poem AI-ის გუნდის წევრი.

დღეს, Sweeft-ი ესპანური საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება, რომელიც საფონდო ბირჟის სიაში არსებული ერთ-ერთი კომპანიაა, 300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 3 წლის განმავლობაში 1200-მდე ქართველ დეველოპერს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში.

Wavy Line
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Internet Society Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, Google Developer Students Club-ის Lead-ი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის კოორდინატორი, Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი

Related Topics

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ