საქართველოს საბანკო ასოციაციის ინიციატივით, კიბერუსაფრთხოების თემაზე ვებინარი გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

25 თებერვალს, 16:00 საათზე, საბანკო ასოციაციის ორგანიზებით ვებინარი გაიმართება თემაზე - „რჩევები კიბერთაღლითობის თავიდან ასარიდებლად". ვებინარი ონლაინ პლატფორმა, Zoom-ში ჩატარდება და მასზე დასწრება ნებსმიერ მსურველს შეეძლება.

საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ერთად, ვებინარში კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მიმართულების სპეციალისტები, ასევე ექსპერტები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან;
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერნეტშესყიდვების დროს;
  • რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვებ-გვერდზე სტუმრობისას;
  • როგორ და რა ვითარებაში უნდა შევქმნათ და შევინახოთ პაროლები;
  • როგორ ვიყოთ დაცულები დისტანციური მუშაობის პირობების გათვალისწინებით;
  • როგორი ბმულებია არასანდო და როგორ უნდა მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება.

კიბერუსაფრთხოების თემაზე საინტერესო და სასარგებლო რჩევების და ინფორმაციის გაზიარებასთან ერთად, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მისთვის საინტერესო შეკითხვებზეც მიიღოს ამომწურავი პასუხები.

ვებინარზე დასასწრებად, ეწვიეთ ბმულს:https://us02web.zoom.us/j/82267706845.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინდუსტრიული ტრენდები

სწავლა ცხოვრებისათვის და არა გამოცდებისთვის - ფინური საერთაშორისო სკოლა საქართველოში

რატომ უნდა ავირჩიოთ ფინური საგანმანათლებლო მოდელი?!

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ