საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩოხატაურში სანერგე მეურნეობა გაფართოვდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

27 ოქტომბერი, 2022 -საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, განაგრძობს პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ჩოხატაურის რაიონში სანერგე მეურნეობა გაფართოვდა. ბანკის ინვესტიცია 10 200 ლარს შეადგენს, რომელიც სანერგეების შეძენას მოხმარდა.

"ჩვენი მეურნეობა 1 ჰა-ზეა გაშენებული და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სანერგე მეურნეობის გაფართოვება შევძელით. ჩვენი პროდუქციის რეალიზება ხდება დასავლეთ საქართველოს ქალაქებში და წლიურად დაახლოებით 5000 ცალი ხეხილის ნერგი იყიდება. სამომავლოდ, მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოვებას და განვითარებას ვაპირებთ"- განაცხადა მცირე მეწარმემ, თეიმურაზ გუდავაძემ.

"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კიდევ ერთ მეწარმეს, რომელმაც ჩოხატაურში სანერგე მეურნეობა გააფართოვა. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას, რადგან მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი ეხმარება მეწარმეს, არ გაჩერდეს და მიეცეს მოტივაცია კიდევ უფრო მეტი აკეთოს, ეს კი რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს", - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინდუსტრიული ტრენდები

სწავლა ცხოვრებისათვის და არა გამოცდებისთვის - ფინური საერთაშორისო სკოლა საქართველოში

რატომ უნდა ავირჩიოთ ფინური საგანმანათლებლო მოდელი?!

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ