რესტორანი ''ბარბარესთან'' 50 Best Discovery-იმ ახალ აღმოჩენად დაასახელა"გასტრონავტის" გუნდი რესტორანის კონცეფციის ავტორი, ბრენდინგის, ინტერიერის დიზაინისა და F&B მენიუს შემოქმედია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბარბარესთან

ქართულმა რესტორანმა „ბარბარესთან" მორიგი აღიარება მოიპოვა. ის 50 Best Discovery-ის რესტორნებს შორის მოხვდა, როგორც ახალი აღმოჩენა.

გასტრონომიული სამყაროს ყველაზე პრესტიჟული რეიტინგი, რომელიც 50 Best Restaurant-ის სახელითაა ცნობილი, ყოველწლიურად მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიას აქვეყნებს. რეიტინგში მოხვედრა „ოსკარის" ქანდაკების დამსახურების ტოლფასია სფეროს წარმომადგენლებისთვის.

50 Best Discovery ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც რესტორნებისა და ბარების ერთგვარ გლობალურ საძიებო სისტემას წარმოადგენს, რომელიც დაგეხმარებათ, აღმოაჩინოთ და მიიღოთ საუკეთესო გასტრონომიული გამოცდილება გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით.

როგორც The World's 50 Best Restaurants აღწერს, რესტორანი „ბარბარესთან" ტრადიციული საოჯახო რესტორანია, სადაც კერძებს მე-19 საუკუნის ლეგენდარული ქართველი მწერლისა და კულინარის, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების მიხედვით ამზადებენ.

“გვახარებსფაქტი,რომ„გასტრონავტის" გუნდი რესტორან „ბარბარესთან" კონცეფციის ავტორი, ბრენდინგის, ინტერიერის დიზაინისა და F&B მენიუს შემოქმედია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავთ რესტორნის მთელ შემადგენლობას ამ დიდ წარმატებას!

უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნაც, რომ იყო The World's 50 Best Restaurant-ის აღმოჩენა, ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. დღეს, საქართველო მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ მოინიშნა.

გილოცავთ!" - აცხადებენ ლევან ქოქიაშვილი და ლალი პაპაშვილი, „გასტრონავტის" დამფუძნებლები.

50 Best Restaurant არის ბრენდი, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიას აქვეყნებს და ასე ქმნის გასტრონომიული სამყაროს ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან რეიტინგს.

„ოსკარის" ცერემონიად წოდებულ ღონისძიებაზე კი, სადაც მსოფლიოს წამყვანი შეფები, ექსპერტები და კრიტიკოსები იყრიან თავს, რესტორნების, შეფებისა და ამ სფეროთი დაინტერესებულთათვის ახალი, ფართო შესაძლებლობების გზები იხსნება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სინგაპურში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე „გასტრონავტის" გუნდის წევრებიც იყვნენ მიწვეულნი.

ვიზიტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქვეყნისთვის. ამ შესაძლებლობამ კარი გაუღო საქართველოს, როგორც გასტრონომიული ტრადიციით საინტერესო ქვეყნის, წარდგენას მსოფლიო ასპარეზზე.

სექტემბრის თვეში 50 Best Restaurant-ის კონტენტდირექტორს, იულიამ დრიუს საქართველოში „გასტრონავტის" გუნდმა უმასპინძლა. სწორედ უილიამ დრიუზე მოახდინა რესტორანმა „ბარბარესთან" დიდი შთაბეჭდილება. ქართული რესტორანი კი რესტორნების საერთაშორისო რეიტინგულ სიაში უკვე მყარ პოზიციას იკავებს.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს