ლონდონში,თიბისისმხარდაჭერით,საცხობების ქსელის - ''ანტრეს'' მეორე ობიექტი გაიხსნა

ByEntrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისის მხარდაჭერით, ლონდონში, საცხობების ქსელი „ანტრე" ფართოვდება. ახლა უკვე ბერკლის მოედანზე, ქსელის მეორე ობიექტი -Entrée Mayfairგაიხსნა.

საცხობის პირველი ობიექტი - Tbilisi Bakery, 2021 წელს, ნოთნგ ჰილ გეითის #138-ში გაიხსნა. „ანტრე ლონდონი" ქსელის საეთაშორისო გაფართოების ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქში გრძელდება. „ანტრეს" ჯგუფმა ლონდონის პროექტის განვითარებაში 1.3 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ბრიტანულ ბაზარზე "ანტრეში" ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი და აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებზე კეთდება.

2022 წლის ბოლომდე, თიბისის მხარდაჭერით, ლონდონში ქსელის მესამე ობიექტის გახსნაც იგეგმება.

თიბისისთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს. ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ბრენდის რეალიზებაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო მომხმარებელს ქართულ პროდუქტსა და ღირებულებებს აცნობს.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი