ქალების როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, BTU-ს ინიციატივა 5.0 დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, პროგრამული ენების შესასწავლი უფასო კურსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალთა დასაქმება ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესება და ფემტექ სექტორში პროგრამისტი ქალების მხარდაჭერა, ეს მცირე ჩამონათვალია იმ მასშტაბურ პროექტის, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) თავის პარტნიორებთან ერთად, ინიციატივა 5.0-ს ფარგლებში განახორციელებს.

კოდინგისსკოლაქალებისთვის,რომელიცBTU——შიუკვე2წელია ფუნქციონირებს, ინიციატივის განხორციელებას აგრძელებს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით: აშშ-ის საელჩო საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ორგანიზაცია ,,ქალები მომავლისთვის'', Microsoft, ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრები Webiz და StrategEeast.

ინიციატივის ფარგლებში რამდენიმე პროექტი, საქართველოში ეტაპობრივად განხორციელდება. აშშ-ის საელჩო საქართველოში მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი Women in Tech, რომელიც სტარტს 2020 წლის ოქტომბერში აიღებს.

პროექტი Women in Tech დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

Women in Tech- ის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარებისთვის სრული დაფინანსებით განხორციელება 6 თვიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა, ბანაკები თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში, იდეათონი, შეიქმნება საგანმანათლებლო ვებ-პლატფორმა, მომზადდება პოდკასტები, მომზადდება ვიდეო გაკვეთილები ჩატარდება ფორუმები, ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და სხვა აქტივობები.

6 თვიანი გადამზადების პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები შეისწავლიან დინამიური ვებ გვერდების შექმნას და მათ მართვას, HTML & CSS, Javascript ES6, Angular & Typescript- ის ენების შესწავლით. გადამზადება 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ფიზიკურ ან/და დისტანციურ ფორმატში 20 ბენეფიციარისთვის. გადამზადებულთა დასაქმებას კოდინგის სკოლა ქალებისთვის დაეხმარება. ბენეფიციარებს შეეძლებათ დასაქმება Junior Angular დეველოპერად, Markup დეველოპერად ან Junior Javascript დეველოპერად.

ინიციატივა 5.0 ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და კომპანია Microsoft აბიტურიენტი გოგოებისთვის ჩაატარებენ DigiGirlz-ის კამპანიას, რომელიც საშუალებას მისცემს გოგონებს მაიკროსოფტის თანამშრომლებისგან მიიღონ ინფორმაცია ტექნოლოგიების მიმართულებით და ჩაერთონ პრაქტიკულ ვორკფოპებში კომპიუტერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს