ბილაინში დანერგილი ციფრული პლატფორმა Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდადანერგილ თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს შორისაა Medallia, Facebook Workplace, Lever, Talmundo და CrossKnowledge

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Beeline

მობილური ოპერატორების საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი", რომლის ბრენდი „ბილაინი" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მობილური ოპერატორია, პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა კატეგორიაში - „სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა",CrossKnowledgeპლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის. ჯილდო Brandon Hall Excellence Awards - ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტის მიხედვით.

CrossKnowledgeწარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობით ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორის, მათ შორის "ბილაინის" თანამშრომლები გადიან სავალდებულო და არასავალდებულო ტრენინგებს, მათ შორის ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. ასევე "ბილაინის" თანამშრომლებს თავისუფალი წვდომა აქვსCoursera-სა დაLinkedIn-ის ნებისმიერ რესურსსა და კურსზე.

ცნობილია რომ კომპანია "ბილაინი" თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს აქტიურად იყენებს ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ შორისააLever.co——თანამშრომლებისშერჩევისთვისდაTalmundo- ახალი თანამშრომლების ადაპტაციისთვის. შიდა კომუნიკაციების ეფექტურად წარმართვისთვის, პლატფორმის გამოსვლიდან მალევე-2018 წლის ივლისში, "ბილაინმა" ოფიციალურად წარმატებულად დანერგაFacebook Workplace.

თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, "ბილაინში" მომხმარებლებსაც სათანადო ყურადღებას უთმობენ და მათი კმაყოფილების შესასწავლად და გასაზომად მსოფლიოში აღიარებულ ონლაინ პლატფორმას -Medallia-ს იყენებენ. მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის საუკეთესო ინსტრუმენტი -Medallia, "ბილაინმა" 2018 წელს დანერგა. კომპანია აბონენტის კმაყოფილების კვლევას მისი ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან ახორციელებს მარტივი გამოკითხვის მეშვეობით რომელიც SMS-ის სახით მისდის. მისი საშუალებით ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი. უახლოეს მომავალში იგეგმება გამოკითხვის დანერგვა ციფრულ არხებშიც - ვებგვერდისა და აპლიკაციის მეშვებით.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

CARU – $30,000-იანი გიჟური ფსონი, რომელმაც გაამართლა

"არის რაღაცები, რაც გარისკვად ღირს, როგორ გაუმართლებლადაც უნდა ეჩვენებოდეს ეს ხალხს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი