19 ბრძნული აზრი მადლიერებაზე, დადებითი განწყობის შესაქმნელად

BySherrie Campbell

Entrep表达的意见reneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მადლიერების გამოხატვამეტმიღების გარანტიარ არის. ეს მხოლოდ იმის გარანტია, რომ იმდენი გექნებათ, რამდენიც ადამიანისთვისაასაკმარისი.

ალბათლაპარაკიცზედმეტიაიმაზე,თურამძიმეწელიგვქონდა, დანაკარგებისა და უამრავი ცვლილების ჩათვლით. ახალი ამბები თითქმის ყოველთვის ტრაგიკულ ისტორიებსა და დიდ უბედურებებზე იუწყებოდნენ − მასობრივი სროლა იქნებოდა ეს თუ ტერორისტული აქტები. უზომოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ თვითონ ვცადოთ და ისე შევცვალოთ მოვლენები, როგორც თავად გვსურს. ჩვენ, როგორც ანტრეპრენერებმა, ლიდერებმა და ინფლუენსერებმა, ამას სერიოზულად უნდა შევხედოთ.

ემოციები გადამდებია − ეს უდავო ჭეშმარიტებაა. ძალადობა კიდევ მეტ ძალადობას შობს, ისე, როგორც მადლიერება მეტი წარმატების, ბედნიერებისა და მშვიდობის წინაპირობაა. ჩვენ განსხვავებულად უნდა დავიწყოთ აზროვნება, იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ გადავჭრათ ჩვენი პრობლემები. კვლავ ავიღოთ საკუთარ თავზე ვალდებულება და ჩვენი შვილები ისეთ სამყაროში აღვზარდოთ, სადაც მათ არც ძალადობის შეეშინდებათ და არც სიკვდილის. მათში სიყვარული გავაღვივოთ, ისინი სიკეთისა და წარმატებისკენ მივმართოთ.

ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე ცნობილ ციტატას მადლიერებაზე, რომლებიც აზროვნების შეცვლაში დაგეხმარებათ.

  1. „მადლიერება ზრდაშიც გეხმარებათ და განვითარებაშიც. მადლიერების გრძნობას სიხარული და ხალისი მოაქვს თქვენი და ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომლებიც გარშემო გახვევიათ",− ეილინ კედი.
  2. „იმ ადამიანების მადლიერები ვიყოთ, რომლებსაც ბედნიერება მოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში. ისინი შესანიშნავი მებაღეები არიან, რომლებიც ჩვენს სულებს აიძულებენ, აყვავდნენ",− მარსელ პრუსტი.
  3. „იზრუნეთ იმაზე, რომ ჩვევად გექცეთ, მადლიერი იყოთ ყოველი სიკეთისთვის, რაც ამქვეყნად გეძლევათ და ეს მადლიერება გამოხატოთ კიდეც. თქვენს წინსვლას ყველაფერმა შეუწყო ხელი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდებოდა და ამიტომ, ამ ყველაფრის მიმართაც უნდა გამოხატოთ მადლიერება",− რალფ უოლდო ემერსონი.
  4. „შესაძლოა წუხელ ვადაგადაცილებულ გადასახადებზე, ფინანსების ნაკლებობაზე, პრობლემურ ადამიანებსა და სირთულეებზე ფიქრში ჩაგეძინათ, მაგრამ დღეს დილით რომ გაიღვიძეთ, ამისათვის მადლობელი თუ ხართ? თუ არა, ალბათ იმიტომ, რომ დაგავიწყდათ − მადლი იქ მოედინება, სადაც ქება-დიდება ისმის. ეს კი სრულიად საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ მადლიერი იყოთ",− იანლა ვანზანტი.
  5. „თუ ბედნიერად გრძნობთ თავს, ეს თქვენი პირადი ძალისხმევის შედეგია. თქვენ იბრძვით მისთვის, თქვენ ილტვით მისკენ, თქვენ დაჟინებით მოითხოვთ მას და ზოგჯერ მის საძიებლად მთელი მსოფლიოს გარშემოც კი მოგზაურობთ. მადლიერების გამოხატვა აუცილებელია, და ეს არასოდეს უნდა დაიზაროთ",ელიზაბეტ გილბერტი.
  6. მადლიერება მაგნიტს ჰგავსრაც უფრო მადლიერი ხართ ცხოვრების, მით მეტს მიიღებთ და ამის გამო, კიდევ უფრო მადლიერი იქნებით",− იანლა ვანზანტი.
  7. ბრძოლაიქმთავრდება,სადაცმადლიერებაიწყება",− ნილ დონალდ უოლში.
  8. ნამდვილი სიყვარულია, როდესაც მასაც კი გაუხსნი გულის კარს, ვინც არ გიყვარს. ნამდვილი მადლიერებაის არის,როდესაცმაშინაც კი იხდი მადლობას, როდესაცყველაფერი სრულყოფილიარ არის. ნამდვილისიკეთე სხვისთვის იმის გაზიარებაა, რაც თვითონაც ძალიან ცოტა გაქვს.ნამდვილი გამბედაობა შეუძლებელსესაძლებლად ხდის დიდირწმენით",− ბრაიანტ მაკგილი.
  9. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს,რომელიცოდესღაცცუდადმომექცა,რადგან თქვენმასწავლე, რომ კიდევ უფრო კეთილიუნდავიყო სხვების მიმართ",− სტივენ ეიჩისონი.
  10. როდესაცშესანიშნავიცხოვრებაგაქვს,მადლობა თქვი,იზეიმე, ხოლო როდესაცმწარეცხოვრებაგაქვს,მაშინაცმადლობათქვიდა გაიზარდე",− შონა ნიკვისტი.
  11. შენს ცხოვრებაში ყოველთვისგამოჩნდებიანადამიანები, რომლებიცცუდადმოგექცევიან. აუცილებლად მადლობა გადაუხადე მათიმისათვის, რომასეთი ძლიერი გაგხადეს",− ზიგ ზიგლარი.
  12. წარმატებული და სრულფასოვანი ცხოვრებისერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტიმადლიერებაა",− ჯეკ კენფილდი.
  13. „გულისიხარულით მევსება,როდესაცსაკუთარ თავსვაძლევ იმის აღიარების უფლებას, რომსინამდვილეშიყველაფერი შესანიშნავადაა",− მარიანა უილიამსონი.
  14. სრულიადსაკმარისიიქნება,თუ ერთადერთი ლოცვა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაშიიმეორებ,ასე ჟღერს− დიდიმადლობა",− მაისტერ ეკჰარტი.
  15. „თითოეულკეთილ საქმეს თავისიფესვები სიკეთის დაფასების ნიადაგში აქვს გამჯდარი",− დალაი ლამა.
  16. ბედნიერია ნებისმიერი ადამიანი,რომელიცყოველდღიურად შრომობს, ძალიან ცოტას წუწუნებს და მადლობელია ცხოვრებისთითოეულიწვრილმანისთვის",− უცნობი ავტორი.
  17. „თუჩვენიყოველი დღემომდევნოს ჰგავს,ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ,მათ ცხოვრებაშირამდენი კარგი ხდებაყოველდღიურად",− პაულო კოელიო.
  18. „დაე,მადლიერება იყოსისბალიში, რომელზეც ღამის ლოცვის სათქმელად დაიჩოქებ და რწმენა იყოსისხიდი, რომელსაც ბოროტების დასაძლევად და სიკეთის მისაღებადააშენებ",− მაია ანჯელოუ.
  19. უმადური გულივერც კიგრძნობს, რამდენი სიკეთე ეძლევა,მადლიერი გულიკიყოველწუთასგრძნობს, თუ როგორ ლოცავს ზეცა",− ჰენრი უორდ ბიჩერი.

Related Topics

ინსპირაცია

როგორ დავძლიოთ პრობლემები პოზიტიური განწყობით

მხოლოდ პრობლემებზე ფოკუსირება უფრო მეტ პრობლემას აღმოგაჩენინებთ. რაზე გავამახვილოთ ყურადღება პრობლემების მოსაგვარებლად?

სიახლეები

თიბისის სტარტაპ დეკრეტს ახალი გამარჯვებულები ჰყავს

წელს სტარტაპ დეკრეტში სამმა გუნდა გაიმარჯვა, რომლებსაც თიბისი 6 თვიან ანაზღაურებად შვებულებას და თავიანთი ინოვაციური იდეების ბიზნესად ქცევის შესაძლებლობას სთავაზობს

ინსპირაცია

5 მანტრა თქვენი ცხოვრების მყისიერად გაუმჯობესებისთვის

ხშირად ჩვენს წარმატებას ჩვენი რწმენა, ღირებულებები და სიტყვები განსაზღვრავს. მაგრამ, რით უნდა დავიწყოთ? გთავაზობთ 5 მანტრას, რომლებიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თუ მათ ნამდვილად დაუჯერებთ და გამოიყენებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი