200 წლის განმავლობაში დამალულ რემბრანდტის ნახატებს აუქციონზე აგზავნიანაი, სავარაუდოდ, რამდენად გაიყიდება ისინი

BySam Silverman

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

ხელოვნების ნიმუშები რემბრანდტის პორტრეტების ბოლო წყვილია, რომელიც კერძო კოლექციაში იყო

რემბრანდტის ორი ნახატს, რომლებიც 200 წლის განმავლობაში კერძო კოლექციაში იყო დამალული, აუქციონზე გაიტანენ. აუქციონის სახლ Christie's-ის თანახმად, რომელიც ტილოებს ყიდის, მათი ფასი სავარაუდოდ 5-იდან 8 მილიონ ფუნტამდე ($6,25-10 მილიონი) იქნება.

ხელოვნების ნიმუშებზე მხატვარ იან უილემსის ნათესავები არიან გამოსახული. Christie's-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვან დერ პლუმის და იაპგენ კარელსის პორტრეტები ხელმოწერილია და 1635 წლითაა დათარიღებული.

თავდაპირველად ნახატები მენატურეების ოჯახში იყო, ხოლო შემდეგ სხვადასხვა კერძო კოლექციაში გადადიოდა, ვიდრე მათ ჯეიმს მიურეი 1824 წელს Christie's-ზე გასაყიდად არ გაიტანდა. ბოლოს, ტილოებმა დიდ ბრიტანეთში, კერძო კოლექციაში დაიდეს ბინა და მას შემდეგ საზოგადოებას დღემდე არ უნახავს.

ამჟამინდელი მფლობელების ვინაობა არ დაუსახელებიათ, მაგრამ ჰენრი პეტიფერმა − Christie's-ის ძველი ოსტატების ნამუშევართა განყოფილების ხელმძღვანელის თანაშემწემ CNN-ს განუცხადა, რომ ნახატები "სახლის რუტინული შეფასების დროს" აღმოაჩინეს.

მისი თქმით, მფლობელები აღმოჩენით გაკვირვებულები დარჩნენ. "არა მგონია, მათ ეს ნახატები ოდესმე შეეფასებინათ", − დასძინა მან, − "მათ არანაირი მოლოდინი არ ჰქონდათ".

ივნისში ნახატებს ნიუ იორკსა და ამსტერდამში, ტურნეზე გააგზავნიან და შემდეგ, პირველი ივლისიდან Christie's Classic Week-ზე ლონდონში გამოიფინება, 6 ივლისს კი, გაიყიდება.

"ეს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი აღმოჩენაა, რაც ძველი ოსტატების სფეროში ბოლო წლების განმავლობაში გავაკეთეთ და მოხარულები ვართ, რომ რემბრანდტის პორტრეტებს ამ ზაფხულს აუქციონზე გავიტანთ, თითქმის 200 წლის შემდეგ, რაც ისინი ბოლოს საჯაროდ ნახეს", − განაცხადა პეტიფერმა.

"ეს არის რემბრანდტის მიერ დიდი ადამიანური სითბოთი შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ყველაზე ინტიმური პორტრეტები, რომლებიც ამ უდავოდ გენიალურ პორტრეტისტზე გაცილებით მეტს გვატყობინებს", − დასძინა მან.

რემბრანდტის ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 2009 წელს Christie's აუქციონზე $25,3 მილიონად გაიყიდა.

Wavy Line
Sam Silverman

Entrepreneur Staff

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანიასამმამეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ