სერენა უილიამსი და 9 ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერი-სპორტსმენი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SBnation

ამ სპორტსმენთა შორის ზოგიერთი სრულიად უმწიკვლო საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა. საინტერესოა, სხვები? მათზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, მაგრამ ამაზე დავა არ ღირს. ერთი რამ კი ნამდვილად არ არის სადავო: ეს სუპერვარსკვლავები უზომოდ ჭკვიანები არიან, როდესაც საქმე ბიზნესს ეხება. გადახედეთ, როგორები არიან ყველაზე ანტრეპრენერულად მოაზროვნე მამაკაცი და ქალი სპორტსმენები.

მსგავსისტატია:ზაზაფაჩულიამISET-ისკურსდამთავრებულებსსამოტივაციოსიტყვითმიმართა

ლებრონ ჯეიმსი

ცნობილიაროგორც:NBA-ის ტიტულებისა და სხვა უამრავი ჯილდოს მფლობელი

ქონება:$300 მილიონი

ბიზნესი:სოციალური მედიაკომპანია Uninterrupted, რომელიც სპორტსმენებს ფანებთან აკავშირებს. რესტორნების ქსელი Blaze, რომელსაც პიცის ჩიპოტლეს ეძახიან. კინოსტუდია Spring Hill Entertainment, რომელმაც სულ ახლახან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას Warner Bros.-სთან და უვადო ხელშეკრულება გააფორმა Nike-თან.

მისისიტყვებია:„მარცხის არ უნდა გეშინოდეთ. ეს წარმატების მიღწევის ერთადერთი გზაა − ყოველთვის წარმატებული ვერ იქნები, და მე ეს ვიცი".

სერენა უილიამსი

ცნობილიაროგორც:ერთეულთა თანრიგში დიდ სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული

ქონება:$150 მილიონი

ბიზნესი:ტანსაცმლისსაკუთარიხაზიHSN——ისთვის。სარეკლამოკონტრაქტები კომპანიებთან: Nike, Chase, Beats, Delta Airlines, Gatorade და Pepsi. საფეხბურთო კლუბ Miami Dolphins-ის თანამფლობელი (დასთან, ვენუსთან ერთად);

მისისიტყვებია:„ნებისმიერი ქალის წარმატება შთაგონების წყაროდ უნდა იქცეს სხვებისთვის. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუჭიროთ მხარი. არ დაივიწყოთ, რომ ძალიან გამბედავი უნდა იყოთ, ძლიერი და უზომოდ კეთილი, და უპირველესად, თავმდაბალი".

მაიკლ ჯორდანი

ცნობილიაროგორც:ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი

ქონება:$1.2 მილიარდი

ბიზნესი:Charlotte Hornets-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. Hanes, Gatorade, Nike და სხვა ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, რაც მას წელიწადში $100 მილიონის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.

მისისიტყვებია:„წარმატების მისაღწევად, ეგოისტი უნდა იყოთ, სხვაგვარად ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევთ, და როგორც კი თქვენს უმაღლეს საფეხურამდე ახვლათ, ადამიანებთან ურთიერთობისას უანგარო უნდა იყოთ. მიუწვდომელი ნუ გახდებით. ურთიერთობები შეინარჩუნეთ. იზოლირებული ნუ იქნებით".

მარია შარაპოვა

ცნობილიაროგორც:დიდი სლემის ხუთი მთავარი ტიტულის მფლობელი. თუმცა, აკრძალული პრეპარატის მოხმარების გამო, ნარკოტესტირება ვერ გაიარა და ამის გამო ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ორი წლით შეუჩერა თამაშის უფლება.

ქონება:$125 მილიონი

ბიზნესი:Sugarpova − ტკბილეულის ხაზი, ჟელატინის დათუნიები და შოკოლადი

მისისიტყვებია:„ყველაფერი მარტივად რომ გამოდიოდეს, ხასიათი არასოდეს ჩამოგიყალიბდება".

ერვინ „მეჯიკ" ჯონსონი

ცნობილიაროგორც:მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავი, NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი; აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მომხრე და ბიზნესის მამოძრავებელი ძალა

ქონება:$600 მილიონი

ბიზნესი:$1 მილიარდად შეფასებული საინვესტიციო კონგლომერატი Magic Johnson Enterprises; LA Dodgers-ის, LA Sparks-ისა და LA Football Club-ის თანამფლობელი

მისისიტყვებია:„იმას კი ნუ იკითხავთ, რისი გაკეთება შეუძლიათ თანაგუნდელებს თქვენთვის. ის იკითხეთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი თანაგუნდელებისთვის".


ტონი ჰოუკი
ცნობილიაროგორც:სკეიტბორდისტი, რომელმაც ტრიუკი Indy 900 შეასრულა (ნახტომი რამპაზე − შემოტრიალება 900 გრადუსით საკუთარი თავის გარშემო); და ვიდეოთამაშების გმირი

ქონება:$120 მილიონი

ბიზნესი:სკეიტბორდისა და ტანსაცმლის ხაზი禽舍。ვიდეოთამაშისფრანშიზაTony Hawk Pro Skater. ტანსაცმლის ხაზი Kohl's.

მისისიტყვებია:„საყვარელ საქმეს მისდიეთ, რაც უნდა იყოს ის, და მის შესახებ ყველაფერი დაადგინეთ".

ჯორჯ ფორმენი

ცნობილიაროგორც:ყველაზე გამანადგურებელი მძიმეწონოსანი კრივის ისტორიაში, და ადამიანი, რომელიც სამზარეულოში გრილზე წვავს სტეიკს

ქონება:$250 მილიონი

ბიზნესი:რეკლამას უწევს გრილს, რომელიც ცხიმის გარეშე წვავსპროდუქტებსGeorge Foreman Lean Mean Fat-Reducing Grilling Machine (რომელიც ასევე ჯორჯ ფორმენის გრილის სახელწოდებითაა ცნობილი), მთელ მსოფლიოში შენობებში გამოსაყენებელი 150 მილიონი ელექტრონული გრილია გაყიდული.

მისისიტყვებია:იყავით ყველაზე სასიამოვნო ადამიანი ბიზნესში მათ შორის, ვინც კი ოდესმე შეგხვედრიათ. ადამიანებს სურთ კარგად გრძნობდნენ თავს და თავიანთი შენაძენიც მოსწონდეთ. ამიტომ მათთან ურთიერთობისას კეთილგანწყობა გამოიჩინეთ. ისეთი იყავით, როგორიც სინამდვილეში ხართ − მაშინ, როდესაც არავინ გიყურებთ".

არნოლდ პალმერი

ცნობილიაროგორც:გოლფის ლეგენდა, ნამდვილი სუპერვარსკვლავი და შესანიშნავი გამაგრილებელი სასმელის გამომგონებელი

ქონება:$675 მილიონი

ბიზნესი:The Golf Channel. Bay Hill Golf Resort. Arnold Palmer Enterprises. არნოლდ პალმერის სასმელების ხაზი − AriZona beverages

მისისიტყვებია:„გამარჯვება ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. მთავარი, გამარჯვების სურვილია".

ტაიგერ ვუდსი

ცნობილიაროგორც:გოლფის 13 მთავარი ტურნირის გამარჯვებული

ქონება:$825 მილიონი

ბიზნესი:გოლფის მოედნების დიზაინის კომპანია-Tiger Woods Design. ყურსასმენების მწარმოებელი კომპანია - Sol Republic Tiger Woods Headphones. რესტორანი -The Woods Jupiter. კომპანიების - Rolex, Nike, Upper Deck - ის ოფიციალური წარმომადგენელი

მისისიტყვებია:„არასდროს გაითვალისწინოთ, თუ რას ელოდებიან სხვა ადამიანები თქვენგან. მხოლოდ თქვენი ცხოვრებისა და საკუთარი მოლოდინის შესაბამისად იცხოვრეთ".

როჯერ სტაუბახი

ცნობილიაროგორც:ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე, რომელმაც დიდების დარბაზამდეDallas Cowboys-ით გაიკაფა გზა

ქონება:$600 მილიონი

ბიზნესი:სტაუბახმათავისი უძრავი ქონების იმპერია − The Staubach Company, 2008 წელს $640 მილიონად გაყიდა. გლობალური უძრავი ქონების საკონსულტაციო ფირმა JLL-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე.

მისისიტყვებია:„თუ ზედმეტ მილს გაივლით, საცობები არ შეგხვდებათ".

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს