17შთამაგონებელიციტატაოსკარისმფლობელიფილმებიდანქვემოთ საუკეთესო ციტატებს გაეცნობით ჰოლივუდის საუკეთესო ფილმებიდან.

Byროზ ლიდემი

企业家所表达的反对意见狗万官方tributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ოსკარის ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი, რომელსაც ასე მოუთმენლად ელიან კინომოყვარულები ისტორიის კუთვნილება გახდა. 2023 წელის ამ ცერემონიას ჯიმი კიმელი უძღვებოდა, და მან სეზონის საუკეთესო ფილმები გამოავლინა და კინოსა და შოუბიზნესის სფეროში ყველაზე წარმატებულ, გავლენიან და ნიჭიერ ადამიანებს მიაგო პატივი.

ქვემოთ კი, წარსულის ოსკაროსანი ფილმების საუკეთესო, ყველაზე შთამაგონებელ ციტატებს გადავხედეთ. "ლოურენს არაბით" დაწყებული "ტიტანიკითა" და "მთვარის შუქით" დამთავრებული, ეს 17 ყველაზე შთამაგონებელი ციტატაა ოსკარის მფლობელი ფილმებიდან.

სვლა შეანელე.

"არასოდეს იჩქარო, თორემ ცხოვრებაში საუკეთესო გამოგრჩება"

--მარლენდიტრიხიფილმში;"მსოფლიოს გარშემოოთხმოცდღეში", 1956

პატარით დაიწყე.

– "დიდი საქმეები პატარით იწყება, სერ".

--მისტერრიდენი;"ლოურენს არაბი", 1962

მადლიერი იყავი.

"თუ არ შეგიძლია დააფასო ის, რაც გაქვს, უმჯობესია ის მიიღო, რასაც აფასებ."

--ჰენრიჰიგინსი;"ჩემიმშვენიერილედი",1964

შესაძლებლობა ეძებე.

"როცა უფალი კარს ხურავს, სადღაც სხვაგან ფანჯარას აღებს".

--დედაწინამძღვარი;"მუსიკისჰანგები", 1965

შენსთავსრაიმე დაუმტკიცე.

"ეჰ, კარგი, ადრიან, ეს მართალია. მე არავინ ვიყავი. მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, იცი? რადგან ვიფიქრე, რომ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ამ ბრძოლას წავაგებ თუ არა. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბიჭი თავს გამიპობს თუ არა. იმიტომ, რომ მხოლოდ ერთის გაკეთება მინდა - დისტანციის გადალახვა. ეს დისტანცია კრიდთან ერთად არავის არასოდეს გადაულახავს და თუ მე შევძლებ, გესმის, და ეს ზარი დარეკავს და მე ჯერ კიდევ ფეხზე ვიდგები, ცხოვრებაში პირველად გავიგებ, გესმის, რომ ვიღაც მორიგი მაწანწალა არ ვყოფილვარ სამეზობლოდან".

--როკიბალბოა;"როკი", 1976

პატიოსნებადასიყვარულიგაიმარჯვებს.

"როდესაც სასოწარკვეთილება მეუფლება, მახსენდება, რომ სიმართლისა და სიყვარულის გზა ყოველთვის იმარჯვებდა, შეიძლება ტირანები და მკვლელები იყვნენ, და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი უძლეველნი ჩანდნენ, მაგრამ ბოლოს ისინი ყოველთვის დამარცხდებიან. ამაზე იფიქრე: ყოველთვის ".

--განდი;"განდი", 1982

გულწრფელი იყავი

"თუ იმას ვერ იტყვით, რაც მხედველობაში გაქვთ, თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ არასოდეს გექნებათ მხედველობაში ის, რასაც ამბობთ. და ჯენტლმენს ყოველთვის მხედველობაში უნდა ჰქონდეს ის, რასაც ამბობს."

--რეჯინალდფლემინგ ჯონსტონი;"უკანასკნელიიმპერატორი", 1987

გაუფრთხილდი თითოეულ დღეს.

"ვფიქრობ, რომ სიცოცხლე - საჩუქარია და მის გაფლანგვას არ ვაპირებ. შენ არ იცი, რას მოგიტანს შემდეგი დღე. შენ სწავლობ ცხოვრება ისეთი მიიღო, როგორიც არის ... იმისთვის, რომ თითოეულ დღეს გაუფრთხილდე ".

--ჯეკი;"ტიტანიკი", 1997წელი

შენიმემკვიდრეობადატოვე.

"რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, მარადისობას ეხმიანება".

--მაქსიმუსი"გლადიატორი", 2000

გულიიქონიე.

"ალბათ კარგია თუ ლამაზი გონება გაქვს, მაგრამ ლამაზი გულის აღმოჩენა, კიდევ უფრო დიდი საჩუქარია".

--ჯონნეში"ლამაზგონება", 2001

ისცხოვრებაგიყვარდე,რომლითაცცხოვრობ.

"შეგიძლია მოგწონდეს ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობ. შეგიძლია ისე იცხოვრო, როგორც მოგწონს."

--როქსი; "ჩიკაგო", 2002

გარისკე

"ეს გასაოცარია - იმ ოცნებისთვის გარისკო, რომელსაც შენ გარდა ვერავინ ხედავს."

--ედიდუპრისი;"მილიონდოლარიანი ბავშვი", 2004

შეცვალესამყარო.

"მე არ მინდა ჩემი გარემოს პროდუქტი ვიყო, მინდა ჩემი გარემო იყოს ჩემი პროდუქტი."

--ფრენკკოსტელო;"მიცვალებულები", 2006

მიიღეთგამოწვევები.

"იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის ძვირფასია, და ასევე, მსოფლიო წესრიგისა და მშვიდობისთვის, წარმოუდგენელია, გამოწვევაზე უარი ვთქვათ. ჩემს ხალხს ქვეყანაში და ჩემს ხალხებს მთელს მსოფლიოში, რომლებიც ჩვენს საქმეს საკუთარ საქმეს გახდიან, სწორედ ამ მაღალი მიზნისკენ მოვუწოდებ. მათ ვთხოვ, ამ განსაცდელში მშვიდად, მტკიცედ და ერთად დადგნენ".

--მეფეჯორჯVI "მეფისსიტყვა",2010

მიიღე სიახლეები.

"ძველს დაემშვიდობე, და ახალთან ერთად გასწიე წინ! ასეთია ცხოვრება!"

-პეპიმილერი;"მხატვარი", 2011წელი

მიზანმიმართულადიმუშავე.

"ეს ჩემი კარიერაა, ეს ჩემი შანსია, ისეთი საქმე უნდა გავაკეთო, რომელიც ნამდვილად რაღაცას ნიშნავს."

--რიგანტომსონი;"ადამიანი-ჩიტი", 2014

ვინც ხარ, ის იყავი.

"რაღაც მომენტში უნდა გადაწყვიტო, ვინ გინდა იყო. არავის მისცე უფლება ეს გადაწყვეტილება შენს ნაცვლად მიიღოს"

--ხუანი, "მთვარისშუქი", 2016წელი

Wavy Line

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ