“შერკინება”-პირველი სარაგბო კომიქსი ქართველ მოზარდებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

28 ივლისს კაფე "პიატოში" ფონდ "ახალი საზოგადოების" ინიციატივით, რაგბის კავშირთან და Entrepreneur Georgia-სთან პარტნიორობით, პირველი ქართული სარაგბო კომიქსის - "შერკინების" პრეზენტაცია გაიმართა.

კომიქსის მთავარი მიზანია რაგბის, როგორც გამორჩეული სპორტის სულისკვეთების, აღნიშვნა, მათ შორის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის წახალისება. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს გააცნოს რაგბის ფუნდამენტური პრინციპები და რეგულაციები მომავალ თაობას. თავისი მიმზიდველი ილუსტრაციებითა და საინტერესო პერსონაჟებით, კომიქსი ცდილობს აღძრას დაინტერესება სპორტისადმი და შთააგონოს მომავალი თაობა, რათა აითვისონ გუნდური მუშაობის, თავდადებისა და სამართლიანი თამაშის ღირებულებები როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომიქსის პირველი სერია გვიყვება 12 წლის ბიჭზე - ვაკოზე, რომლის უფროსი ძმა, სოსო, მათი სკოლის რაგბის გუნდში თამაშობს. ვაკოს ძალიან უყვარს რაგბი, სოსო კი ძალიან მზრუნველია თავისი პატარა ძმის მიმართ.

რომელიღაც მომენტში, ვაკოს მიეცემა შესაძლებლობა ითამაშოს საყვარელი სპორტი, თუმცა გარკვეული სირთულეები შეხვდება, რომლის გადალახვაც მოუწევს... კომიქსი ასევე გვიყვება უკვე წამოზრდილ ვაკოზეც, რომელიც თავის საუკეთესო მეგობართან ერთად რაგბის მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადება. ისინი სკოლის გუნდის მთავარი მოთამაშეები არიან...

ვაკოს კვლავ უწევს სირთულეების გადალახვა, თუმცა ამჯერად არა ფიზიკური, არამედ მენტალური ბარიერი ექნება გადასალახი.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩევლის, ნიკა ალავიძის თქმით, კომიქსი მნიშვნელოვნად წაადგება ახალგაზრდა თაობას, იგი დაეხმარება მათ მაქსიმალურად გასაგებ ენაზე გაეცნონ სარაგბო წესებსა და მისი განვითარების ისტორიას.

"კომიქსის შექმნის იდეა ფონდ "ღია საზოგადოებას" ეკუთვნის, რაგბის კავშირთან პარტნიორობით კი წელიწადნახევარი აქტიურად ვმუშაობდით აღნიშნული კომიქსის შესაქმნელად. კომიქსი მრავალმხრივი ღირებულების მატარებელია - ერთი მხრივ, იგი საგანმანათლებლოა და კარგად გამოხატავს სარაგბო ღირებულებებს, ხოლო მეორე მხრივ კომიქსი ასევე საშუალებას იძლევა ყველა მოყვარულმა სახალისოდ, საკმაოდ სწრაფად და სხარტად მიიღოს რაგბის წესების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უმაღლეს პოლიგრაფიულ და კალიგრაფიულ დონეზეა შესრულებული.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი - ეს არის სერია, რომლის მინიმუმ 8 გამოცემა უნდა მოხდეს. ამიტომ ყოველი შემდგომი გამოცემა იქნება ახალი ისტორიითა და ახალი საგანმანათლებლო მისიებით, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებასა და სარაგბო წესების გადმოცემას მარტივ და გასაგებ ენაზე.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ "ახალ საზოგადოებას", რომელმაც სული ჩაუდგა ამ პროექტს და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ასევე Entrepreneur Georgia-ს, რომლის მხარდაჭერით განხორციელდა კომიქსის გამოცემა", - განაცხადა ნიკა ალავიძემ.

პირველი სარაგბო კომიქსის გამოცემას ასევე მიესალმება რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, დავით კაჭარავა:

"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ უმნიშვნელოვანესი პროექტის - პირველი სარაგბო კომიქსის პრეზენტაციას ვესწრები. კომიქსში გადმოცემულია რაგბის მთავარი ფასეულობები, რომლებიც შემდგომში გატანილია ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. კომიქსში მოცემულია ასევე რაგბის მცირედი წესებიც, რომლის დეტალური განვრცობა უკვე მომდევნო ნომრებში ეტაპობრივად მოხდება. იგი ასევე დაეხმარება მომავალ მორაგბეებს მიიღონ მეტი ინფორმაცია და გაიგონ, რა არის რაგბი და როგორია ახალბედა მორაგბის ცხოვრება.

კომიქსის შეძენა "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

და ბოლოს, ამ პროექტის განხორციელებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში, მათ შორის რაგბის კავშირსა და თბილისის მერიას".

Wavy Line
სიახლეები

იმუშავენებისმიერიადგილიდან——რასგულისხმობსდასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის?

Awork-ის ახალი ინიციატიცით, აგვისტოს თვეში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია