Wely - შენობების მართვის მაღალტექნოლოგიური სისტემებიბიზნესდაჯილდოება2019 -ისგამარჯვებულისაუკეთესო ინოვაციებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

Wely მაღალტექნოლოგიური ინოვაციური კომპანიაა, რომელიც შენობების მართვის სისტემებს ქმნის. შენობაში ყველა ცვალებად მიმდინარე პროცესს ერთ სისტემაში აერთიანებს და შესაბამისი ავტომატიზაციებით მათ მართვას შესაძლებელს ხდის.

კომპანია წელიწადზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და სხვადასხვა ტიპის ბიზნესდაწესებულებაში ე.წ. ჭკვიან სისტემებს ნერგავს. ამისთვის გუნდმა ყველა ის საჭირო ჭკვიანი მოწყობილობა, სენსორები და მაკონტროლებლები შექმნა, რომლებიც მნიშვნელოვანი პარამეტრების გაზომვასა და მათ მოწოდებას რეალურ დროში უზრუნველყოფს. ასეთია, მაგალითად, შენობის შიდა და გარე ტემპერატურა, ტენიანობის მაჩვენებელი, ჰაერის ხარისხი, CO და CO2, ნიადაგის ჰიდრატაცია და სხვა.

Wely ასევე ქმნის მათ გამაერთიანებელ პროგრამულ სისტემას, რომელიც თავიდან ბოლომდე მომხმარებელთა ინტერესებზეა მორგებული. შესაძლებელია, მომხმარებელს მასზე წვდომა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდეს, შეამოწმოს მიმდინარე სტატუსი, დანერგოს ავტომატიზაციები და მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია.

„ჩვენი გუნდი მომხმარებელს მისაღებ ფასად მასზე მორგებულ გადაწყვეტილებასა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი შენობა თუ ბიზნესდაწესებულება გავხადოთ ენერგოეფექტური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და უშუალოდ თანამედროვე ბიზნესებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილების მეშვეობით, კომუნალური ხარჯის შემცირება 10-დან 40 პროცენტამდეა შესაძლებელი", – ამბობს Wely-ის თანადამფუძნებელი ალექსანდრე კვიციანი.

ალექსანდრე კვიციანის თქმით, კომპანიას დიდი გეგმები აქვს და ქართული ბაზრის შემდეგ, უცხოური ბაზრების ათვისებასაც გეგმავს. სერვისი კი, რომელსაც Wely ქმნის, მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო პოპულარული, საჭირო და მოთხოვნადი ხდება.

„სამომავლოდ, ვფიქრობთ ჩვენი პროდუქტის ექსპორტზე გატანას და შენობის მართვის სისტემების მიმართულებით ახალი სიტყვის თქმას. ამ კუთხით უკვე დაწყებულია მუშაობა. აქვე მინდა მთლიანი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადოთ „თიბისი ბანკს" ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვისა და ჯილდოსთვის, რაც არის სტიმული და საწინდარი, სამომავლო, დიდი წარმატების მისაღწევად".

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"