ვინარდაისვენა吗?——Utifyგაიცანით გურამ ჯობავა და ვლადიმირ პეჩენი!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Utify

ჩვენ შევქმენით ინოვაციური პროდუქტი სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიისთვის, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. ეს არის მულტიპლატფორმა, რომელიც შედგება სალონის ადმინისტრაციული მართვის სისტემისგან და ასევე მომხმარებლის მობილური (iOS და Android) აპლიკაციისგან.

სალონის ადმინისტრაციული მართვის სისტემა მიზნად ისახავს მოახდინოს მიღებული ჯავშნების დიჯიტალიზაცია და ბიზნესს ინფორმაციის გაანალიზებაში დაეხმაროს.

ჩვენსმომხმარებელსკიშეუძლია, ერთ აპლიკაციაში იხილოს ჩვენს სისტემაში ინტეგრირებული ყველა სალონი და მარტივად განახორციელოს ჯავშანი სასურველ ცენტრში, სასურველ პროცედურაზე, სასურველ სპეციალისტთან, სასურველ დროს.

ჩვენი უნიკალურობა ჩვენს ყოველდღიურ საქმეშია, რადგან მაქსიმალურად ვცდილობთ, პლატფორმის ყველა ნაწილი უმაღლეს დონეზე იყოს შესრულებული. თითოეული მცირე დეტალიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

ამასთანავე, ვამაყობთ საკუთარი უნიკალური ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ინტეგრირებულია ჯავშნის პროცესში, რაც ეხმარება მომხმარებელს, შეურჩიოს მისთვის შესაფერისი დროის ინტერვალი, მისსავე წინა ჯავშნების ისტორიის საფუძველზე.

Utify-ის დამფუძნებლებს, გურამ ჯობავასა და ვლადიმირ პეჩენს ანალოგიური ბიზნესის მართვის გამოცდილება გვაქვს. წლებია ვმართავთ ბიზნესს ჩეხეთში, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სხვადასხვა ტექნოლოგიის შექმნაზეა ორიენტირებული.

Covid 19-ით გამოწვეულმა რთულმა პერიოდმა ჩვენი სტარტაპის, რომლის გუნდი რვა გამოცდილი და მოტივირებული პროფესიონალისგან შედგება, გაშვების თარიღი დააჩქარა, რადგან მივხვდით, რომ სწორედ ამ დროს ყველაზე მეტად ვჭირდებით სალონებს, ონლაინჯავშნების მიღებაში, ავტომატიზებულ ტრანზაქციებსა და დამატებითი კლიენტურის მოძიებაში დასახმარებლად − Utify-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით.

სტარტაპში ჩვენმა პირადმა ინვესტიციებმა $95 000 შეადგინა და ვეძებთ დამატებით ინვესტიციებს ჩვენი პლატფორმის გასაუმჯობესებლად.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

Onyx Wings Studio - კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი ქართული კომპანია

"დროულად ვიქნებით იქ, სადაც მომხმარებლის მოთხოვნას დავინახავთ"

მარკეტინგი

პოდკასტინგის 10 მცნება

როგორ უნდა შექმნათ თქვენი ბრენდი და როგორ შესძინოთ მას ერთგული მიმდევრები პოდკასტის დახმარებით