re:educate - შეისწავლე ციფრული პროფესიები და გახდი ყველაზე მოთხოვნადი კადრი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრულ ტრანსფორმაციასთან ერთად, დღესდღეობით, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ციფრული პროფესიები და ყველა ის კადრი, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობს. ამ ტენდენციის საპასუხოდ შეიქმნაre:educate− სივრცე, სადაც რეალურ პროექტებში მონაწილეობით შეისწავლება მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ტექ პროფესიები. პროექტის მიზანია 500 000 ადამიანის გადამზადება 5 წლის ვადაში. ადამიანებისთვის იქმნება შესაძლებლობა, ისწავლონ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და მნიშვნელოვნად გაზარდონ საკუთარი შემოსავლები. ამგვარად, შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალურ-ციფრულ რევოლუციაში. re:educate-ის გუნდი, სამომავლო განვითარებასთან ერთად, გეგმავს, აფხაზეთშიც გახსნან მსგავსი სასწავლო სივრცე და ტექნოლოგიები გახადონ ყველასთვის ხელმისაწვდომი.

რა შესაძლებლობა უჩნდებათ re:educate-ის ბენეფიციარებს და რომელი ციფრული პროფესიების შესწავლა შეუძლიათ მსურველებს? −ამ შეკითხვებთან დაკავშირებით, Entrepreneur re:educate-ის CEO-ს, ნინა მიქაძეს ესაუბრა:

როგორაძლევთშესაძლებლობასბენეფიციარებს,ისწავლონციფრულიპროფესიებიდაგაზარდონსაკუთარიშემოსავლები?რასახისსერვისებსსთავაზობთამისთვის?

ვასწავლით ნულიდან ისეთ საწყისებს, რომლებიც აუცილებელია მთლიანი სურათის აღსაქმელად და დასანახად, თუ რა რისთვის კეთდება. ადამიანების უმეტესობამ იცის საკუთარი საქმე და კონკრეტულად თავისი პროფესია, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირშია მისი საქმიანობა სხვა პროფესიებთან, ან რისთვის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და ა.შ. რაც საბოლოო ჯამში ქმნის პრობლემას − ახალი პროდუქტისა თუ ახალი სერვისის შესაქმნელად. ჩვენი მიზანია, ადამიანები გავარკვიოთ და გააზრებულად ვაკეთებინოთ თავიანთი საქმეც და არჩევანიც, ანუ სიღრმისეულად მივაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენი მიდგომა ბენეფიციარების მიმართ პარტნიორულია. სახელსაც "პარტნიორს" ვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან სწავლობს, რადგან მომავალში მათ ჩვენს პარტნიორებად მოვიაზრებთ, რომელთა ტექ სტარტაპიდეებსაც დავაფინანსებთ და დავეხმარებით გაიტანონ გლობალურ ბაზარზე. ეს მიდგომა სწავლების პროცესშიც გამოიკვეთება, რადგან ჩვენ მათ ვაძლევთ თავისუფლებას, აირჩიონ, სურთ თუ არა გააკეთონ დავალება, სურთ თუ არა გავიდნენ გამოცდაზე და ა.შ.

დამატებით,ვასწავლითცხოვრებისეულუნარ-ჩვევებს, მაგალითად: უარისმიღება,უარისთქმა,შეცდომებზესწავლადაა.შ. ყველა იმ ცხოვრებისეულუნარებს შევასწავლით, რომლებიცყოველდღიურობაშიაუცილებელიაწარმატებულიკარიერისათუპირადიცხოვრებისშესაქმნელად.ამასთან, ჩამოგვყავს მსოფლიოში წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტი ან წარმატებული პროექტების შემქმნელები, რომლებიც უზიარებენ პირად და სამუშაო გამოცდილებას ჩვენს პარტნიორებს. ვასწავლით, როგორ ისწავლონ დამოუკიდებლად, ჩვენ გარეშე, რადგან ტექნოლოგიებში ყოველდღიურად ყველაფერი ვითარდება, იცვლება. მათ უნდა შესწევდეთ უნარი, იყვნენ ჩვენგან და სხვა დაწესებულებებისგან დამოუკიდებლები და ფეხი აუწყონ ტექნოლოგიების განვითარებას.

რომელმთავარღირებულებაზეადაფუძნებულიკომპანია?

ჩვენთვისმთავარიარისჩვენიპარტნიორისაზრი,ამიტომასეთი მიდგომა გვაქვს-სწავლისდაწყებიდან14დღისგანმავლობაშინებისმიერსდანებისმიერიმიზეზით,რომელსაცაღარსურსსწავლისგაგრძელება,ვუბრუნებთთანხის100%-.ჩვენთვის მთავარია მომხმარებელზე ზრუნვა და ხარისხი, რომელსაც ვაჩვენებთ. ეს ჩვენთვის ერთგვარი მექანიზმია, ვაკონტროლოთ ხარისხი და საკუთარი თავი იმისათვის, რომ ყველაფერი უმაღლესი სტანდარტით ვაკეთოთ და მუდამ ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ უკეთესები.

რატომუნდავისწავლოთციფრულიპროფესიებიაქტუალობასთანინტეგრაციითდარაგამოყენებაშეიძლებავუპოვოთამმიმართულებას?

დღესდღეობით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესია, რომელზეც მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. 2026 წლისთვის 4-ჯერ მეტი მოთხოვნა იქნება ტექპროფესიონალებზე, ვიდრე სხვა ნებისმიერ სპეციალისტზე. ამასთან, მსოფლიოში 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს შორის ტოპ-სამეულში არიან ტექინდუსტრიის წარმომადგენლები.მოიძებნებაადგილინებისმიერიუნარ-ჩვევისმქონეადამიანისთვის,რადგანთავადტექიარისმრავალფეროვანიდამრავალიდამოუკიდებელიმიმართულებააქვს,რომლისშესახებარაფერიაცნობილი.თუადრემხატვარსკიბისქვეშუნდაეცხოვრა,თუსურდა,ხატვისთვისმიეძღვნაცხოვრება,დღესშეუძლიაისწავლოს3D,შექმნასNFTდარამდენიმეათასადგაყიდოს.

ძირითადად,რომელციფრულპროფესიებზეააქცენტიგამახვილებული?

ვიკვლევთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და შემდეგ მათ ვასწავლით. დღეს, 2022 წლის IEEE-ს ლიდერების შეფასებით, ასეთი პროფესიებია: IT-პროექტების მენეჯერი, რომელიც ტექნიკურ და ორგანიზაციულ უნარებს აერთიანებს, ასევე "პითონის" ენა, NET-ი, React, კიბერუსაფრთხოება, DevOps, QA და სხვა მრავალი.

რამდენადდიდიგუნდიდგასre:educate-ისუკან?

რეალურად re:educate-ის გუნდის უკან re:invent ვენჩერ სტუდიოს გუნდია, რომელიც პავლე მგელაძის დაარსებულია. გუნდი ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და თავის მაქსიმუმს აკეთებს მაღალი ხარისხის მისაღებად.
Wavy Line
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Internet Society Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, Google Developer Students Club-ის Lead-ი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის კოორდინატორი, Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

22 უცნაური რამ, რაც არ იცით მარკ ცუკერბერგის შესახებ

სახალისო ფაქტები Facebook-ის დამფუძნებელ მილიარდერზე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია