PAVONE - მინის ფერადი ბრენდიმინის ხელნაკეთი, ექსკლუზიური ფერადი სამკაულები და ინტერიერის აქსესუარები "პავონესგან"

意见expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pavone

ქართული ბრენდიPAVONEმინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის.

ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, Corning Museum of Glass-ის სასწავლო სტუდიაში მიიღო და ამ საქმეში საფუძვლიანად დაოსტატდა. აქტიური სწავლის პარალელურად კი შეიქმნა Pavone − ფერადოვანი ბრენდი, რომლის თითოეული ნამუშევარი ხელნაკეთი და ექსკლუზიურია.

სიტყვა Pavone იტალიურად „ფარშევანგს" ნიშნავს. გარდა იმისა, რომ ბრენდი ამ ფრინველის ფერადოვნებას მთლიანად იზიარებს და ფერების სიუხვით მდიდარ ნამუშევრებს გვთავაზობს, სახელს ერთი საინტერესო ისტორიაც აქვს: 20 წლის ასაკში მარიამის პირველი საავტორო ნამუშევარი ვიტრაჟული ფარშევანგი იყო, რომელიც ავტორისთვის სრულიად მოულოდნელად მომღერალმა ნინო ქათამაძემ შეიძინა. სტუდენტისთვის ეს უზარმაზარი მოტივაცია აღმოჩნდა. მოგვიანებით კი გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბრენდისთვის Pavone, როგორც პირველი წარმატების სიმბოლო, ეწოდა.

ვიდრე Pavone-ს ფერად სამკაულს მფლობელი მოირგებს, თითოეული ნამუშევარი დამზადების რთულ და შრომატევად გზას გადის. მარიამი დიზაინსა და ესკიზებს თავად ქმნის, შემდეგ მინას ხელით ამუშავებს და სასურველ ფორმამდე მიჰყავს. თითო ნამუშევრის ღუმელში გამოწვას საშუალოდ 1 დღე სჭირდება. სწორედ ამ ეტაპების გავლის შემდეგ ხვდება სამკაულები და აქსესუარები სტენდებზე.

Pavone-ს საქმიანობა მხოლოდ სამკაულების შექმნით არ შემოიფარგლება. მის სახელოსნოში ასევე წარმატებით მზადდება ფერადი მინის ინტერიერის დეტალები. ასევე, ვიტრაჟები ტიფანის უნიკალური ტექნოლოგიით. თითოეული მათგანი გარემოს სრულიად განსხვავებულ, მკაფიოდ ინდივიდუალურ და ორიგინალურ იერსახეს სძენს. აღსანიშნავია, რომ მხატვრული მინის დეტალებს მსოფლიოში ცნობილ არაერთ ისტორიულ შენობაში ვხვდებით, რომლებიც დახვეწილი გარემოსა და ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებად მიიჩნევა.

Pavone-ს პირველი სტენდი ვაკეში, Home Mart-ში დაიდგა. ფიუზინგის ტექნიკით დამზადებულმა ხელნაკეთმა სამკაულებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მალე მოიპოვა. Pavone-ს სტენდი დღეს სხვადასხვა გამოფენის ხშირი სტუმარი და მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი წერტილია. აქ არცერთი ნამუშევარი ერთმანეთის იდენტური არ არის. სამკაულებზე აქტიური მოთხოვნის პარალელურად, ბრენდი კიდევ განვითარდა და დღეს უკვე პროდუქციის გაცილებით ფართო არჩევანს გვთავაზობს. სახლის დეკორატიული ნივთები, მინის ზარდახშები, სარკეები, მცირე ქანდაკებები, ჭიქის სადგამები, ვიტრაჟები − ნივთებში გაბნეულ ფერთა ფართო პალიტრას გვთავაზობს.

„ჩემი შთაგონების მთავარი წყარო ბუნებაა. ის ფერთა ყველაზე საოცარ კომბინაციას ქმნის. ბუნებაში სეირნობის შემდეგ ყოველთვის ვგრძნობ, როგორ მოდის იდეების ნაკადი, რომელიც ნამუშევრებში უნდა გარდავსახო", − უყვება მარიამი Entrepreneur-ს.

ბუნებაში სეირნობის გარდა, ბრენდის განვითარებაზე ფიქრს არასდროს წყვეტს. მალე Pavone-ს სახელოსნო-სალონიც გაიხსნება, რომელიც ასევე მასტერკლასებს უმასპინძლებს. მარიამს სურს მეტ ადამიანს გააცნოს მინის დამუშავების ხელოვნება, ტექნიკა, გაუზიაროს გამოცდილება და ამ საქმიანობით დააინტერესოს, რათა მინის მხატვრული ინდუსტრია საქართველოში თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად განვითარდეს.

სანამ PAVONE-ს სახელოსნო-სალონის კარი ფართოდ გაიღება, მსურველებს სასურველი პროდუქციის შეძენა ბრენდის FACEBOOK-გვერდზე:https://www.facebook.com/pavonebrand/შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისიც. სასურველი სამკაულისა და ნივთის შეკვეთა კი როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული დაკვეთითაა შესაძლებელი. წინასაახალწლო პერიოდში ბრენდი 14 და 15 დეკემბერს Expo Georgia-ში იქნება წარმოდგენილი. ასევე 25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე არსებულ საშობაო ბაზრობაზე.

ბრენდი PAVONE და მისი თითოეული ნამუშევარი თქვენს სტილსა და გარემოს განუმეორებელ ფერადოვნებას ჰპირდება.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება