USAID-ის ხელშეწყობით ქართული ხის სათამაშოებისა და სუვენირების შეძენა უკვე ევროპის ბაზარზე და საერთაშორისო მაღაზიათა ქსელებში არის შესაძლებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

美国国际开发署აქტიურადთანამშრომლობსსხვადასხვაასოციაციებთან, კომპანიებთან და მათ შორის ინდივიდუალურ ოსტატებთან, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო საბაზრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას. სწორედ ასეთი წარმატების მაგალითია USAID-ის თანამშრომლობა ხის სათამაშოების საწარმო "კოკიტოსთან", რომელმაც დაასრულა მოლაპარაკებები გერმანულ კომპანიასთან და უკვე ემზადება პროდუქციის გერმანიაში გასაგზავნად.

კოკიტო წარმოადგენს ოჯახურ ბიზნესს, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანია აწარმოებს ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან, ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ორიენტირებულ, ეკო-მეგობრული სათამაშოების სერიულ პროდუქციას 0 დან 6 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის. კოკიტოს წარმოების პროცესები სრულიად შეესაბამება საერთაშორისო EN 71 სტანდარტის მოთხოვნებს და არსებული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია ყოველთვიურად 500-600 ერთეულ პროდუქციას ქმნის.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გერმანელ B2B კონსულტანტთან და დარგის ექსპერტთან მუშაობის შედეგად, კოკიტოს შესაძლებლობა მიეცა გაეცნო სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდი და გაემართა მათთან სამუშაო შეხვედრები. კომპანიას დღეისთვის უკვე 10 - მდე საერთაშორისო კომპანიასთან აქვს მოლაპარაკება, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული პროდუქციით. ამ მიზნით შედგა რამდენიმე გერმანული კომპანიის ვიზიტიც საქართველოში.

USAID - ის პროგრამის კონსულტანტის ჩართულობით, "კოკიტომ" დაასრულა მრავალთვიანი მოლაპარაკება გერმანულ კომპანია Helga Kreft-თან. შეთანხმების შედეგად ხის სათამაშოების საწარმომ უკვე მიიღო პირველი დაკვეთა 500 საქანელა ცხენის მოდელზე, რომელიც გერმანიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს."აღნიშნული თანამშრომლობა დიდი გამოცდილებაა ჩვენი კომპანიისთვის, რადგან ექსპორტის პირველი ციკლის დასრულების შემდეგ უკვე მზად ვიქნებით კიდევ უფრო მასშტაბური საექსპორტო დაკვეთები შევასრულოთ",- აღნიშნავს მარიკა გრიგოლიშვილი, კოკიტოს დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების DCFTA-ის ფარგლებში, ქართული საწარმოებისთვის ორმაგად პრიორიტეტულია პარტნიორობა ევროკავშირში არსებულ საერთაშორისო ბრენდებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ითანამშრომლონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ საწარმოებთან. შესაბამისად ქართული კომპანიების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე კავშირების გამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ბრენდის განვითარებისთვის და გაყიდვების ზრდისთვის."ჩვენი კომპანიისთვისსასიცოცხლოდმნიშვნელოვანიიყოUSAID-ისმხარდაჭერა,რადგანმოგვეცა საშუალებადარგის ექსპერტთან ერთად გაგვევლო მთელი ციკლი წარმოების მიმართულებით და ევროპულ ბაზარზეჩვენიპროდუქციის სწორადპოზიციონირების თვალსაზრისით დაგვემყარებინა კავშირისხვადასხვაევროპულკომპანიებთან. თანამშრომლობის შედეგად გვაქვსსაშუალებაგავაფართოვოთწარმოება,რაცმომავალშიმეტიმოგებისგენერირებისდადამატებითისამუშაოადგილებისშექმნისშესაძლებლობას მოგვცემს"- ამბობს მარიკა.

პროგრამის B2B ფორმატის ფარგლებში, სათამაშო ნივთების კონსულტანტის მუშაობამ საფუძველი ჩაუყარა გრძელვადიან ურთიერთობებს, არა მხოლოდ კოკიტოს შემთხვევაში, არამედ სხვა ქართულ სათამაშოების მწარმოებელ კომპანიებსა და საერთაშორისო მომხმარებლებს შორის.

კიდევ ერთი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა შედგა USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ ასოციაციებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. USAID-ის პროგრამის ჩართულობით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ თანამშრომლობა დაიწყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დიუთი ფრისთან და პირველ ეტაპზე განათავსა 14-მდე ოსტატის 30-მდე ხელნაკეთი პროდუქცია.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, როგორც ჩვენთვის, ასევე, ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის. მათ ამიერიდან საშუალება ექნებათ, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე თავისი პროდუქცია გაყიდონ, რაც დაეხმარებათ შემოსავლების ზრდაში"- აღნიშნა ირინა მანიამ, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის კომერციულმა ხელმძღვანელმა.

ATU DUTY FREE წარმოადგენს თურქეთის 100 საუკეთესო კომპანიას შორის ყველაზე რეიტინგულ ბიზნესს, მათ შორის ლიდერია მსოფლიოს 15 საუკეთესო ტურისტულ საცალო კომპანიებს შორის. მათი სივრცეები მოიცავს გადასახადებისგან გათავისუფლებულ მაღაზიებს, ბრენდის ბუტიკებსა და უნიკალური კონცეფციის ობიექტებს, რომელთა პროდუქციას ATU-ს წარმომადგენლობა ინდივიდუალურად არჩევს თითოეული დიუტი ფრისთვის.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

狗万官方企业家საქართველოსგუნდი

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

თიბისი დაზღვევის კორპორაციული ბიზნესდაზღვევის გუნდი

გაიცანით გვანცა რატიანი და ერნა პოღოსოვა

ლიდერობა

ლიდერობა, როგორც მსახურება - 4 მთავარი პრინციპი

თქვენი კომპანიისა და იმ სამყაროს გაუმჯობესების მარტივი გზა, რომელშიც ის არის

ლიდერობა

ლიდერი უნდა იყოს...

"ლიდერობა თანდაყოლილი ქარიზმა, შინაგანი თავდაჯერებულობაა."