გაბილდი - პრემიუმხარისხის კარი, რომელიც თქვენს სტატუსს განსაზღვრავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

ადამიანებს გვიყვარს, როდესაც არავის ვგავართ, რაიმე უნიკალური განმასხვავებელი ნიშანი გვაქვს, რომელიც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს და სტატუსს უსვამს ხაზს. ადამიანის ხასიათსა და გემოვნებას კი, ისე არაფერი ასახავს, როგორც მისი საცხოვრებელი სახლის დიზაინი, საინტერესო შტრიხებით და უნიკალური გადაწყვეტით.

სახლის კეთილმოწყობის ან რემონტის პროცესში, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს კარის სწორი შერჩევა თამაშობს, ვინაიდან ეს ის ელემენტია, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად უნდა გემსახუროს, მარტივად არ დაზიანდეს მექანიკური ზემოქმედებით და გარეგნული იერსახეც შეინარჩუნოს. განსაკუთრებული ყურადღება კი, ყოველთვის შესასვლელ კარს ეთმობა. რატომ? − იმიტომ, რომ „სახლი იწყება კარით" და გვსურს სწორედ ამ სლოგანის მქონე კომპანია − „გაბილდი" წარმოგიდგინოთ, რომელმაც 2018 წლიდან მოყოლებული, ქართულ ბაზარზე ხარისხისა და სანდოობის თამასა საგრძნობლად ასწია.

პრემიუმხარისხის, გამორჩეული და ექსკლუზიური კარის შეძენის სურვილს, კომპანია „გაბილდამდე" მივყავართ, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ახორციელებს ყველაზე დახვეწილი, ევროპული ხარისხის კარის იმპორტს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და იტალია. გარდა ამისა, „გაბილდი" საკუთარ მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების პროდუქტსაც სთავაზობს. კომპანიაში შესაძლებელია როგორც შესასვლელი რკინის კარის, ისე უმაღლესი ხარისხის, წამყვანი ევროპული ბრენდების ოთახშორისი კარების შეძენა.

საინტერესოა, თუ როგორ დაიწყო დღეს უკვე ასეთი წარმატებული კომპანიის შენება. რამდენიმე წლის წინ, ქართულ ბაზარზე მაღალი ხარისხის, ექსკლუზიური და დახვეწილი დიზაინის კარის სერიოზული დეფიციტი იყო. რიგი ფაქტორების გამო, ადგილობრივი მაღაზიები თუ სავაჭრო კომპლექსები საშუალო ან საშუალოზე დაბალი ხარისხის და შესაბამისი ფასის პროდუქციით იყო წარმოდგენილი. სწორედ ამ ნიშაზე დაკვირვებით წარმოიშვა იდეა, რომ ვინმეს ეს ნაკლოვანება უნდა აღმოეფხვრა და პრემიუმსეგმენტი უნდა აეთვისებინა, ასეთი კი, „გაბილდი" აღმოჩნდა. ამჟამად, „გაბილდი" თანამშრომლობს ისეთ წამყვან ევროპულ მწარმოებლებთან, როგორიცაა Torex, Steel Line, Porte Vista, Dimak, Ministerstvo dverei. თითოეულ მათგანთან კომპანიას ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს და მათი ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

„კარი არის პირველი ზღუდე, რომელიც შინ შესვლისას ადამიანს ხვდება. ფაქტობრივად, სახლის მობინადრეებზე პირველი შთაბეჭდილება სწორედ კარით შეგვიძლია შევიქმნათ. შესაბამისად, „გაბილდის" სლოგანი − „სახლი იწყება კარით", ერთგვარი მოწოდებაა, რომ სახლის ამ უმნიშვნელოვანეს დეტალს უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ", − აცხადებს გიორგი წიფიანი, კომპანიის კომერციული დირექტორი.

აპრობირებული პრაქტიკაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ხარისხიან პროდუქტში მეტის გადახდა ბევრად პრაგმატული გადაწყვეტილებაა, ვიდრე დაბალი ხარისხის ნივთის შეძენაში თანხის დაზოგვა, რაც ცხადია, კარზეც ვრცელდება. მოგეხსენებათ, კარს ყოველ წელს არავინ ცვლის. მაღალი ხარისხის კარი, ათწლეულების განმავლობაში გამართულად უნდა გემსახუროთ. მისი შეძენისას, აუცილებელია ისეთი დეტალების გამოყოფა, როგორიცაა უსაფრთხოება, სიმშვიდე, გამორჩეულობა და ხარისხი. ამ ოთხ დეტალს ყველაზე მეტად უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა, რასაც „გაბილდის" შოურუმებში წარმოდგენილი კოლექცია აბსოლუტურად აკმაყოფილებს.

რასაკვირველია, კარის ხარისხი და ექსკლუზიური დიზაინი ბინისა და მისი მეპატრონის სტატუსს განსაზღვრავს, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს სარემონტო მასალების, განსაკუთრებით კი კარების, ეკოლოგიური მხარეც. ცივილიზებული სამყაროსთვის უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია, თუ რა ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სარემონტო მასალის დასამზადებლად გამოყენებული ნედლეული. ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ფართოდ გავრცელებული სარემონტო მასალები და საოჯახო პროდუქცია სხვადასხვა მძიმე მეტალსა და მომწამლავ ნივთიერებებს შეიცავს, რისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები, შესაძლოა სწრაფად არ გამოვლინდეს, თუმცა გრძელვადიან ჭრილში საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია. მომხმარებლისათვის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული კარის შესათავაზებლად, „გაბილდი" თანამშრომლობს ერთ-ერთ ცნობილ უკრაინულ ბრენდ Mebelier-თან, რომელიც იფნის მასალისგან მასიური ხის კარს აწარმოებს. ნატურალური ხის მასალა წლების განმავლობაში ინარჩუნებს თავის იერსახესა და მექანიკური დაზიანების მიმართ მედეგობას, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და სახლის მცხოვრებლებისთვის ჯანსაღ, უვნებელ მიკროკლიმატს უზრუნველყოფს.

დღესდღეობით, ბაზარზე არსებული კომპანიების უმეტესობა, კარს წინასწარი შეკვეთის პრინციპით ამზადებს, რაც საკმაოდ დიდ დროსთან და თანამედროვე, მჭიდრო გრაფიკის მქონე ადამიანისათვის დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ცხოვრების აჩქარებულ ტემპზე მოსარგებად, „გაბილდი" საკუთარ მომხმარებელს კარის პირდაპირ შეძენის დღესვე მიწოდებას სთავაზობს. კომპანიას აქვს 10 000-მდე კარის მუდმივი მარაგი, რაც მომხმარებელს ლოდინის დროს მნიშვნელოვნად უმცირებს.

სამშენებლო-სარემონტო მასალებით ვაჭრობა საკმაოდ ტრადიციული და კონსერვატიული ბიზნესია, თუმცა თანამედროვე მომხმარებელი იმდენადაა განებივრებული ციფრული სერვისებით, რომ ფიზიკური მაღაზიები ნელ-ნელა კარგავენ აქტუალობას და მათ ონლაინპლატფორმები ანაცვლებენ. აღსანიშნავია, რომ „გაბილდი" ამ მიმართულებითაც ცდილობს მომხმარებლის საჭიროებას აუწყოს ფეხი და მისი განახლებული ვებგვერდიwww.gabuild.geკარის შეძენით დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს შინიდან გაუსვლელად დაათვალიეროს პროდუქციის სრული ასორტიმენტი, შეარჩიოს მისთვის სასურველი კარი, შეადაროს მის ინტერიერს და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. უახლოეს მომავალში იგეგმება საიტზე ელექტრონული შეძენის ფუნქციის, ე.წ. e-commerce-ის მიბმაც, რაც უფრო კომფორტულს გახდის პროდუქციის შეძენის პროცესს.

ის, რაც „გაბილდმა" დროის ამ მცირე მონაკვეთში მოხერხა საცალო გაყიდვების მიმართულებით, ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა აღსანიშნავია კომპანიის კორპორაციული მიმართულებაც.„ცალკე გამოყოფის ღირსია „გაბილდის" კორპორაციული მიმართულება. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მსხვილ დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიასთან და მათ სთავაზობს ხარისხზე გაცილებით დაბალ ფასებს. ამის საშუალებას გვაძლევს ისეთ სანდო პარტნიორებთან ექსკლუზიური თანამშრომლობა, როგორიცაა ევროპის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი − Torex, უკრაინაში N1 ბრენდი − Ministerstvo Dverei და თურქული Dimak",− აცხადებს გიორგი წიფიანი.

უკვე არაერთი წელია, რაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები აქტიურად ალაპარაკდნენ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და სურვილს გამოთქვამენ, რომ ქართულ პროდუქტს ჰქონდეს რეალური უნარი, ჯანსაღი და ღირსეული კონკურენცია გაუწიოს უცხოურ ნაწარმს. სწორედ ამასთანაა დაკავშირებული „გაბილდის" სამომავლო გეგმებიც, რომელიც უახლოეს 2 წელიწადში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი კარის საწარმოს აშენებას გულისხმობს.„ჩვენი პროდუქტი პირველ ეტაპზე ძირითადად ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ, ზრდის პერსპექტივას პროდუქციის ექსპორტზე გატანაში ვხედავთ",− გვიამბობს „გაბილდის" კომერციული დირექტორი გიორგი წიფიანი.

Wavy Line
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

Onyx Wings Studio - კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი ქართული კომპანია

"დროულად ვიქნებით იქ, სადაც მომხმარებლის მოთხოვნას დავინახავთ"

მარკეტინგი

პოდკასტინგის 10 მცნება

როგორუნდაშექმნათთქვენი ბრენდი და როგორ შესძინოთ მას ერთგული მიმდევრები პოდკასტის დახმარებით