ეს მულტიმილიონდოლარიანი ნაყინის კომპანია ანტრეპრენერმა დამტვრეულ საფოსტო სატვირთო ავტომანქანაში დაიწყოCoolhaus-ის პროდუქტები მთელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე იყიდება. ნატაშა კეიზი მიიჩნევს, რომ ეს მთლიანად ქალების პოტენციალის დამსახურებაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

狗万官方

ნატაშა კეიზმა და მისმა მეგობარმა Coolhaus-ი 10 წლის წინ დააფუძნეს. დღეს იგი მულტიმილიონდოლარიანი კომპანიაა. ბრენდის მთელ ქვეყანაში გასავრცელებლად, ლოს-ანჯელესის ქუჩებში დამტვრეული საფოსტო სატვირთო ავტომობილიდან ნაყინის გაყიდვა დაეხმარათ. კეიზმა ყველაფერი გააკეთა ამ ბრენდისა და მისი პროდუქტების ყველასთვის გასაცნობად. იგი ლიდერი გახდა − ნაყინის ჯადოქრის როლი მოირგო.

„იცით, ეს ყველაფერი როგორ მოვახერხე? საკუთარი და სხვა ადამიანების შთაგონება გამოვიყენე, − განაცხადა მან, − „ზოგჯერ ვზივარ და ვფიქრობ: რატომ მიგდებენ ყურს? რატომ სჯერათ იმის, რასაც ვამბობ და ვფიქრობ? რა თქმა უნდა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ამის დასამტკიცებლად ათი წელი მქონდა. ვიცი, რომ რაღაც სასარგებლოს გაკეთება შემიძლია, ჩემი გუნდის წევრების გასაოცარი იდეებისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა ნამდვილად მიყვარს".

Coolhaus-მა არსებობა მაშინ დაიწყო, როდესაც კეიზმა და ფრეია ესტრელერმა (ახლა ისინი დაქორწინებულები არიან) დამტვრეული საფოსტო ფურგონი იყიდეს და კოაჩელაში მიათრიეს თავიანთი უმაღლესი კლასის ნაყინის გასაყიდად. თითქმის მაშინვე დარწმუნდნენ, რომ ეს კონცეფცია ფანტასტიკური იყო.

„მივხვდით, რომ ნაყინის კატეგორიის თავიდან აღმოჩენისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობდა, რადგან ამ სფეროში არც ინოვაციები ხდებოდა, არც ბრენდები არსებობდა, რომლებიც ე.წ. „მილენიალებისთვის" და განსაკუთრებით ქალებისთვის იქნებოდა საინტერესო", − ამბობს კეიზი, − „ამ ბრენდისთვის ქალები სასიცოცხლოდ აუცილებელია, იგი ქალების დაარსებულია, მისი კორპორაციული გუნდი − 14 ადამიანი, მთლიანადუფლებამოსილი ქალი ლიდერებისგანშედგება".

„ეს თავისთავად მეტყველებს, თუ როგორ ვმართავთ ბიზნესს, რას ვფიქრობთ ჩვენს პროდუქტსა და აუდიტორიაზე", − განაგრძობს იგი, − „ჩვენს აუდიტორიასთან სრულიად გულწრფელები ვართ".

აუდიტორიასთან ამ გულწრფელი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში Coolhaus-ის საშინაო ბაზაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს.

„ჩვენი ბრენდის ატმოსფერო სრულიად ბოჰემურია", − ამბობს იგი, − „აქ დიდი სითბო ტრიალებს. ეს ადგილი კალიფორნიული სიყვარულისა და სიხარულის განსახიერებაა. ჩვენი ბრენდი ნამდვილად გამოხატავს ჩვენს არსს. ეს აძლევს მას საშუალებას ბუნებრივი და გულწრფელი იყოს, არ ეშინოდეს, სულელი გამოჩნდეს".

ბრენდი ამ ღირებულებების გამომხატველია. 2016 წელს Coolhaus-ის შემოსავალი $7 მილიონი იყო, ამბობს კეიზი. შემდეგ სავარაუდოდ $15-დან $17-მილიონამდე გაიზარდა. კომპანიამ დაფინანსებაც მიიღო − $13 მილიონი. Coolhaus-ის ახლანდელი ხაზი 42 პროდუქტისგან შედგება და 7,500 საცალო მაღაზიაშია განაწილებული, სამ ქალაქში საკუთარი მაღაზია და ფურგონები აქვთ. ყველაზე პოპულარული პროდუქტებია: Chocolate Chip Tahitian Vanilla Bean Sammie, Street Cart Churro Dough Pint, Chocolate Molten Cake Pint და ორცხობილები რძის გარეშე − Cookie Dough Sammie, რომლებიც ურძეო პროდუქციის ნაწილია და სულ ცოტა ხნის წინ გაუშვეს. მინისენდვიჩების გაშვება კი 2020 წლისთვის იგეგმება.

Coolhaus-ის ასეთმა წარმატებამ და ზრდამ, კეიზს, როგორც ლიდერს, საკუთარი თავის რწმენა შემატა.

„ბიზნესი რომ დავიწყეთ, 25 წლის ვიყავი, სრულიად ახალგაზრდა ლიდერი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ადამიანი საკუთარ თავში გარკვევას ამ ასაკშიც ახერხებს", − განაცხადა მან, − „მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, გუნდი განავითაროთ და დარწმუნდეთ, რომ 100 პროცენტით გჯერათ იმის, რაც საზოგადოებისთვის მიგაქვთ და მათაც ბოლომდე სჯერათ ბრენდის, რადგან სხვა შემთხვევაში, დროის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს".

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია,ბიზნესისდაწყებაბევრსირთულესთანარისდაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი