ალექსანდრე იმნაძე-ბალდინი - წარმატებული ქართველი ავტოდიზაინერი, რომელიც Alfa Romeo, Fiat, Ford და სხვა ბრენდებთან თანამშრომლობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო აქტიურად ჩნდებიან ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტები, რომელთა საქმიანობა და გამოცდილება, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს, მეორე მხრივ კი მოტივაციას სძენს იმ ადამიანებს, რომელთაც გლობალური მასშტაბით საკუთარი თავის გამოცდა სურთ. Entrepreneur ეტაპობრივად ცდილობს, წარმოაჩინოს წარმატებული ქართველი ახალგაზრდები და მკითხველს გააცნოს ის გზა, რითაც დაიმკვიდრეს საკუთარი თავი გლობალურ კომპანიებში.

ამჯერად, გვსურს გიამბოთ საავტომობილო დიზაინერისა და არქიტექტორის − ალექსანდრე იმნაძე-ბალდინის შესახებ, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: Fiat – Chrysler, Alfa Romeo, Ford Motor Company, Centro Style Bertone, GWM და მრავალი სხვა. მისი ნამუშევრები იტალიის საავტომობილო მუზეუმში გამოფინეს და დაბეჭდეს წამყვან საერთაშორისო გამოცემებში: BBC TopGear, AutoBild, GQ, Maxim, CNN და სხვა. ალექსანდრე იმნაძე-ბალდინი 2019 წელს გახდა Forbes 30 Under 30 კონკურსის გამარჯვებული და ამავე წელს, თბილისის მერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარლამენტის წინ გამოფინა მისი ბიოგრაფია საზღვარგარეთ მომუშავე 10 წარმატებულ ქართველს შორის.

"ბავშვობაშიბევრსვხატავდი,ყველგანდაყოველთვის.მიტაცებდაsci-fiდაინჟინერია,განსაკუთრებითავტომობილებისდარობოტებისგანხრით.ამასისიცუწყობდახელს,რომბაბუაჩემიიყოარქიტექტორ-ინჟინერიდარადგანორივემშობელი5წლის ასაკამდეგარდამეცვალა,მასთანძალიანდიდდროსვატარებდი.დავყავდითავისსტუდიაში,სადაცბევრსაინტერესოწიგნთანდაპროექტთანმქონდაშეხება.ასევე,სამაგალითოდმქონდაბატონზვიადციკოლიასისტორია.ახლაცმახსოვსერთ-ერთიინტერვიუ,სადაცჰყვებოდამისმიერქმნილკონცეპტზე,რომელიცჟენევისსაავტომობილოსალონზეიყოწარმოდგენილი",− აღნიშნავს ალექსანდრე. მისი განმარტებით, მე-10 კლასამდე უკვე ჰქონდა ნასწავლი 2D და 3D-პროგრამები, რამაც მისცა საშუალება, სკოლის დამთავრებამდე ეპოვა პირველი სამსახური ერთ-ერთ არქიტექტურულ ატელიეში.

საქართველოში საავტომობილო დიზაინის განხრა, როგორც პროფესია, არ არსებობდა, თუმცა იმედს არ კარგავდა და ძალიან ბევრს შრომობდა წარმატებული კარიერის მისაღწევად.

ყველაფერი დაიწყო თავისუფალ დროს შექმნილი პროექტიდან Alfa Romeo 6c, რომელიც პლატფორმა Behance-ზე ჰქონდა განთავსებული. ნამუშევარი შენიშნა CarScoop-ის საერთაშორისო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა და BBC Top Gear UK-ის ყურადღების ქვეშაც მოექცა. ამ სტატიის შემდეგ მოვიპოვე ცნობადობა საავტომობილო სფეროში. 2012 წლისთვის მათ Facebook-გვერდზე 40 000-ზე მეტი გამოხმაურება ჰქონდა. მას შემდეგ, პრაქტიკულად ყველა მისი პროექტით ინტერესდებოდნენ საავტომობილო სფეროს წარმომადგენლები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ TopGear UK-მა წლის საუკეთესო ვირტუალურ ნამუშევრებს შორის 2-ჯერ განათავსა ალექსანდრეს პროექტი, რაც ნამდვილად უდიდესი წარმატებაა.

უცხოურ ბაზარზე საავტომობილო დიზაინის სფეროში მოხვედრა, ალექსანდრეს აღნიშვნით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. საქართველოში სწავლის დროს უნივერსიტეტმა არქიტექტურული ფაკულტეტის ამბასადორის პოზიციაზე 1 წლით, იტალიაში გაგზავნა. შემდგომ პერიოდში, საავტომობილო დიზაინის განხრით მომუშავე უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტი მოიპოვა. Istituto Europeo di Design Torino, სადაც ალექსანდრე ჩაირიცხა, საავტომობილო დიზაინის განხრით TOP-10 უნივერსიტეტის სიაში გახლდათ."ყველაპროფესორიიყოპროფესიონალისაკუთარსაქმეშიდანამუშევარიჰქონდათისეთბრენდებთან,როგორებიცაა: Ferrari, Maserati, Alfa Romeo, Jeep, Pininfarinaდასხვა.ფაქტობრივად,ისინიიყვნენჩვენიმომავალიდამსაქმებლები.მაგალითისთვის, Rolls-Royce-ისდიზაინ-დირექტორიიყოჩემილექტორიექსტერიერისსაგანში",− განმარტავს ახალგაზრდა ქართველი.

საერთაშორისო გუნდის წევრობა, ალექსანდრეს აზრით, დაკავშირებულია უამრავ შესაძლებლობასთან. უცხოური ბაზარი გაძლევს საშუალებას, იმუშაო მასშტაბურ პროექტებზე და ამასთან, შეიძინო საინტერესო ბიზნესკონტაქტები."ამჟამადვმუშაობჩინეთში, GWM Advanced Design Studioბრენდზე,რომელიცჩინეთისFortune-ისადაTOP-5ავტომობილის(წარმოებისკუთხით)სიაშიშედის.ჩვენსგუნდშიმუშაობენადამიანები,რომლებიცთანამშრომლობდნენწამყვანბრენდებთან: Volkswagen, Bentley, Alfa Romeo, Rolls-Royce, Maseratiდასხვა.ჩვენიკომპანიისვიცეპრეზიდენტიკიBentley Continental-ისშემქმნელია.ყოველდღიურადმაქვსურთიერთობაისეთადამიანებთან,რომლებიცსაოცნებომანქანებისშემქმნელებიდალეგენდებიარიან",− აცხადებს ალექსანდრე იმნაძე-ბალდინი.

საერთაშორისო კარიერამდე ალექსანდრემ უამრავი ენერგია დაახარჯა საკუთარ საქმეს და ცდილობდა, მიეღო საჭირო გამოცდილება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც თავის დროზე გადატრიალება მოახდინეს საავტომობილო დიზაინის სფეროში. მთლიანობაში, 9 საერთაშორისო ბრენდთან აქვს ნამუშევარი, თუმცა მისი აღნიშვნით, ყველაზე საამაყო მსოფლიოს უძველეს საავტომობილო და დიზაინ-ატელიე Centro Stile Bertone-ში მუშაობა გახლდათ. ამ კომპანიის თანამშრომლებმა შექმნეს უამრავი ლეგენდარული ავტომობილი: Lamborghini Countach, Lamborghini Miura, Ferrari 250 GT, Maserati Marzal, Aston Martin Rapide 2+2 და სხვა.

შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს, იყო დასახელებული საზღვარგარეთ მოღვაწე 10 წარმატებულ ქართველს შორის, ალექსანდრე გვპასუხობს:"ერთდღესდამიკავშირდასააგენტო,რომელიცორგანიზებას უწევდასაქართველოსდამოუკიდებლობისდღისაღსანიშნავღონისძიებას."ბატონოალექსანდრე,თქვენიკანდიდატურაშეირჩასაზღვარგარეთმომუშავ10გამორჩეულქართველსშორის".არვიცი,როგორავხსნაჩემიემოციებიიმმომენტში.ის,რომშენიწარმატებასაკუთარმასამშობლომაღიარა,დიდიპატივიდაამასთან,დიდიპასუხისმგებლობაცაა".

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს გლობალური მასშტაბით წარმატებული კარიერა აქვს, სურს, პროექტები საქართველოშიც განახორციელოს."რაცუფროშორსმივდივარ,მითუფროვხვდებიიმისფასს,რაცსაქართველოშიგვაქვს。შესაძლბანალურადჟღერს,მაგრამმიუხედავადიმისა,რომბევრიპრობლემაგვაქვს,ზუსტადესგამოწვევებიქმნისუამრავშესაძლებლობას.სადაცყველაფერიგაკეთებულია,იქაღარაფერიაგასაკეთებელი.საქართველოშიკიშეიძლებაერთიიდეაცკიუმნიშვნელოვანესიიყოს.ბენჯამინფრანკლინსაქვსასეთიგამონათქვამი,რომპრობლემადამალულიიღბალია.მთავარია,ჩვენგასაღებივიპოვოთ.

ამმომენტისთვის50ქვეყანაშივარნამყოფი,თავისუფლადვსაუბრობ4ენაზე,მაგრამსაქართველოშიყოველთვისისევბრუნდები,როგორცსაკუთარსახლში.სწორედამიტომ,უახლოესწლებშისაქართველოშივგეგმავრამდენიმეპროექტისგანხორციელებას,კერძოდ:ვაპირებშევქმნადიზაინსკოლადადიზაინსტუდიო,რომელიცდაინტერესებულადამიანებსცოდნისადაგამოცდილებისმიღებაშიდაეხმარება".

Wavy Line
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Internet Society Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, Google Developer Students Club-ის Lead-ი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის კოორდინატორი, Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

Onyx Wings Studio - კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი ქართული კომპანია

"დროულად ვიქნებით იქ, სადაც მომხმარებლის მოთხოვნას დავინახავთ"

მარკეტინგი

პოდკასტინგის 10 მცნება

როგორ უნდა შექმნათ თქვენი ბრენდი და როგორ შესძინოთ მას ერთგული მიმდევრები პოდკასტის დახმარებით