ილონ მასკი ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოცილებისა და მისი რაკეტის საწვავად გარდაქმნის შესახებ აცხადებსმასკმა ახალი ამბები Twitter-ზე გამოაცხადა და მსურველები მიიწვია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად: "SpaceX იწყებს CO2-ის ატმოსფეროდან მოცილებისა და მისი რაკეტის საწვავად გარდაქმნის პროგრამას. თუ გაინტერესებთ ეს პროექტი, გთხოვთ, შემოგვიერთდით", – წერს იგი.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ნახშირორჟანგის (CO2) ატმოსფეროდან მოცილებასა და მისი რაკეტის საწვავად გარდაქმნის პროგრამაზე მუშაობს. ის ირწმუნება, რომ ამ პროგრამას მისი მომავალი მისიებისთვის მარსზე დიდი მნიშვნელობა ექნება.

Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს არაფერი უთქვამს ახალი მდგრადი საწვავის პროგრამის შესახებ, თუმცა, კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ რაკეტა SpaceX Falcon 9-ის საწვავად სარაკეტო კლასის ნავთს (RP-1) გამოიყენებს.

Tesla-ს განცხადების თანახმად, Falcon 9 მსოფლიოში პირველი ორბიტული კლასის მრავალჯერადი გამოყენების ორსაფეხურიანი რაკეტაა, რომელიც შექმნილია ადამიანებისა და ტვირთის უსაფრთხოდ გადასატანად დედამიწის ორბიტაზე და მის გარეთ. Tesla ამბობს, რომ რაკეტა მრავალჯერადია და ეს აძლევს SpaceX-ს საშუალებას, ხელახლა გამოიყენოს მისი ყველაზე ძვირადღირებული ნაწილები, რაც კოსმოსში გასვლის ღირებულებას ამცირებს.

რაკეტა SpaceX Falcon 9-ში გამოყენებული ნავთი ატმოსფეროში სხვა ქიმიკატებთან ერთად ნახშირორჟანგს, ნახშირჟანგს, ნახშირბადის ჭვარტლსა და მცირე რაოდენობით გოგირდის ნაერთებს გამოყოფს.

ნახშირორჟანგისათბურის გაზების ყველაზე დიდი წყაროა, რომელიც ძირითადად წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამოიყოფა, როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი აირი.

ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს აშშ-ში ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული სათბურის გაზების ემისიის დაახლოებით 80%-ს CO2შეადგენდა.

Champion Traveler-ის თანახმად, Falcon 9 ყოველი გაშვებისას 29,600 გალონ (112,184 კილოგრამი) რაფინირებულ ნავთს წვავს, ყოველი კილოგრამი დამწვარი ნავთიდან ატმოსფეროში 3.0 კგ CO2გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ატმოსფეროს Falcon-ის გაშვებისას დაახლოებით 336,552 კგ CO2ემატება.

Epoch Times კომენტარისთვის SpaceX-ის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

მასკმა ადრე გამოაცხადა პროექტ XPrize Carbon Removal-ის შესახებ, რომელიც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოცილებას ისახავს მიზნად. ეს ოთხწლიანი გლობალური კონკურსია, საპრიზო ფონდით $100 მლნინოვატორებისა და გუნდებისათვის მთელ მსოფლიოში, რომლებმაც„გეგმები უნდა წარმოადგინონ ატმოსფეროდან ან ოკეანეებიდან ნახშირორჟანგის მოცილებისა და მისი დიდი ხნით და საიმედოდ იზოლირების შესახებ".

გამარჯვებული იქნება ის, ვინც„წელიწადში მინიმუმ 1000 ტონა ნახშირორჟანგის მოცილების გეგმას წარმოადგენს, ხარჯების მოდელირებას შეძლებს მილიონი ტონის მოსაცილებლად წელიწადში და გზას დასახავს მომავალში გიგატონების მოსაცილებლად",– ნათქვამია კონკურსის ვებგვერდზე.

მასკის განაცხადი მდგრადი საწვავის ახალ პროგრამასთან დაკავშირებით მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მილიარდერი Time magazine-მა 2021 წლის „წლის ადამიანად" დაასახელა.

„მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს სახლი არ აქვს და ბოლო ხანებში მთელი თავისი ქონება გაყიდა. მას ორბიტაზე გაჰყავს თანამგზავრები და მზის ენერგიას იყენებს. ის თავის შექმნილ ავტომობილს მართავს, რომელიც საწვავს არ მოიხმარს და თითქმის არ სჭირდება მძღოლი",– ნათქვამია ჟურნალში მასკზე.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

რასამბობსსინამდვილეშითქვენილოგოთქვენსბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს