ქართველი ჯუნიორ ანტრეპრენერებიგლობალური მასშტაბით, "ჯუნიორ" ანტერპრენერების რიცხვი მკვეთრად მზარდია

意见expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Junior Entrepreneurs -ამ ტერმინით მოიხსენიებენ ანტრეპრენერებს, რომლებმაც თინეიჯერული ასაკიდან დაიწყეს სამომხმარებლო პრობლემების ინოვაციურად გადაჭრის მეთოდების ძიებაზე ზრუნვა. გლობალური მასშტაბით, „ჯუნიორ" ანტერპრენერების რიცხვი მკვეთრად მზარდია, რაც ამ თაობისთვის ხელმისაწვდომი ფართო საინფორმაციო ველის და მრავალმხრივ განვითარებული უნარებითაა განპირობებული. ის, რაც ამ მოზარდებს გამოარჩევს, არის პრობლემის სრულიად განსხვავებული აღქმა და ხედვა. და რაც ყველაზე მთავარია - კრეატიულობა.

მსოფლიო ტენდენციას ამ მხრივ არც საქართველო ჩამორჩება. წარმოგიდგენთ ქართველ მოზარდებს, ანტრეპრენერებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ.

გიორგიშეშაბერიძე, 11 წლის | საწარმო „დორა"

11 წლის გიორგიმ დამოუკიდებლად გადაწყვიტა გორში, საკუთარი ხელით დამზადებული „მამალოები" გასაყიდად მაღაზიებისთვის შეეთავაზებინა. მალევე, წამოწყებამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს საწარმო მარკეტებიდან შეკვეთას ვეღარ აუდის. დღეს ის საკუთარ შემოსავალს დამოუკიდებლად, საწარმო „დორას" საშუალებით გამოიმუშავებს და დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

გარდა მისი სამეწარმეო უნარებისა, გიორგ უკვე ავლენს სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მისი საწარმოს საქმიანობით ეხმიანება ქვეყნის აქტუალურ პრობლემებს. სწორედ ამიტომ, გიორგის „მამალოებში" ეტიკეტზე თქვენ ნახავთ წარწერას Stop Russia, რითაც ანტერპრენერი ქვეყანაში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს. ამ მიმართულებით წარმოების გაზრდისთვის, გიორგი სახალხო დაფინანსების კამპანიასაც აწარმოებს, რომელშიც თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ. ნახეთ ჩვენი სტატიაბმულზე.

გიგიანთაძე, 16 წლის | საწარმო „გიგის წვენები"

16 წლის გიგი ანთაძე თბილისში გარე ვაჭრობით იყო დაკავებული, შემდეგ კი საკუთარი ბიზნესი - „გიგის წვენები" წამოიწყო. გიგიმ საკუთარი ბიზნესი პარკ „მზიურში" გახსნა და აქტიურად გამოიყენა პროექტი CHECK IN GEORGIA-ს საწარმოს გაფართოებისთვის. მისი საფირმო წვენი გრეიფრუტის, ფორთოხლის და ბროწეულის წვენებთან ერთად, საიდუმლო ინგრედიენტსაც შეიცავს, რაც გიგის წვენებს სრულად განსხვავებულ არომატს აძლევს.

გიგი ძლიერი ადამიანის ნიმუშია. მან დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველაფერი შესაძლებელია, როცა გჯერა და ამისთვის მაქსიმუმს აკეთებ.

შეგვატყობინეთ მსგავსი ისტორიები. Entrepreneur-ის ვებპლატფორმა მზადაა მათ შესახებ მთელ საქართველოს ამცნოს, რაც ჩვენი ჯუნიორ ანტრეპრენერების ცნობადობას, სწორ პოზიციონირებას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია