USAID ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად 840,000$-ს გამოყოფს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა

USAID-ისა და თეთრი სახლის ფონდის - „ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივისგან" მიღებული $840,000-იანი დაფინანსებით, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, YES-Georgia ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იმუშავებს. 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. ეს დახმარება მათ შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ თავიანთი ბიზნესები და გააძლიერონ საქართველოს ეკონომიკა.

პროგრამა YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.

პროგრამის პრეზენტაციაზე YES-Georgia-ს ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქტების და მომსახურებების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

პროგრამის ოფიციალური ნაწილი პიტერ ვიბლერმა - USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა გახსნა, რომლის შემდეგაც სიტყვით გამოვიდნენ: ბონი გლიკი - USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე; არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და არჩილ ბაკურაძე - ფონდი კრისტალის თავმჯდომარე. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, დონორები, სახელმწიფო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარები, აკადემიკოსები, ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები.

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი. პროგრამა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაცია Buzz Women-თან და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანია შპს კრისტალ კონსალტინგთან.

პროგრამაYES-Georgiaინოვაციებისწახალისებით,მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს. „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" USAID-ის წინა პროგრამის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში" გაგრძელებას წარმოადგენს. 2016 წლიდან დღემდე YES-Georgia-ს პროგრამამ მოიცვა 3000-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე, რომელთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ.

2019 წლის თებერვალს თეთრმა სახლმა ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივა ჩამოაყალიბა. ინიციატივის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობა მიზნად ისახავს 2025 წლამდე მოიცვას 50 მილიონი ქალი. W-GDP წარმოადგენს აშშ-ს სახელმწიფოს მიერ შექმნილ ინიციატივას, რომლის მიზანია $27 მილიონით დააფინანსოს და აშშ-ს მთავრობის მიერ განახორციელოს მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და ეფექტიანი პროგრამები. W-GDP-ს ფონდი მობილიზებას გაუწევს სხვადასხვა სახის პარტნიორობებს, რათა დამატებით მოიზიდოს $260 მილიონი კერძო წყაროებიდან, ორმხრივი და მრავალმხრივი დონორებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, უნივერსიტეტებისგან და სხვა სახელმწიფოებისგან.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ