UK Bridge 29 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებსგამოფენა "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეში, მე-6 პავილიონში გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

UK Bridge

UK Bridge-ის მიერ ტრადიციადქცეული განათლების საერთაშორისო გამოფენა 29 თებერვალს, „ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეში, მე-6 პავილიონში გაიმართება და სტუმრებს არაერთ სიურპრიზს უმზადებს. წელს აღნიშნულ გამოფენას საიუბილეო თარიღი აქვს და უკვე მეათედ ტარდება. პრესტიჟული საერთაშორისო სასწავლო, პროფესიული განვითარების ცენტრებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები საზღვარგარეთ მოკლე თუ გრძელვადიანი პროგრამებით დაინტერესებულ მსურველებს დეტალურ ინფორმაციას გააცნობენ.

„წელს მრავალი სიახლე გვექნება. მათ შორის, სკოლის მოსწავლეებს ვთავაზობთ სასტიპენდიო პროგრამას ამერიკის კერძო სკოლებში სწავლის გასაგრძელებლად. წარმატებულ კანდიდატებს შანსი აქვთ მიიღონ 80%-მდე დაფინანსება სწავლის, საკვებისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. აღნიშნული სტიპენდია 3A Scholrship Model-ს გულისხმობს, რაც 13-დან 17 წლამდე ქართველ მოსწავლეებს შანსს აძლევს ნიუ იორკში, ჯორჯიაში, ოჰაიოში, ვირჯინიასა და სამხრეთ კაროლინას სკოლებში ღირებული განათლება მიიღონ", − ამბობს ნუცა ქურიძე, UK Bridge-ის თანადამფუძნებელი.

UK Bridge-ი 2008 წელს, ორი მეგობრისა და კოლეგის − ნუცა ქურიძისა და ანა ვეცკოს წამოწყებული ბიზნესია, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული განათლების მიღებაში ეხმარება. დაარსებიდან 11 წლის განმავლობაში, UK Bridge-ის დახმარებით უკვე 3 ათასზე მეტი სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. კომპანიის უმთავრესი პრინციპი პერსონალური მიდგომა და თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებაა.

英国桥梁——ისახალიოფისითარხნიშვილის13ნომერშიმდებარეობს, სადაც ინგლისური ენის ცენტრიცაა განთავსებული. ენის ცენტრში მიღება 7 წლის ასაკიდან წარმოებს.

2020 წლის UK Bridge-ის მე-10 საერთაშორისო გამოფენის მონაწილეთა სია კი ასე გამოიყურება:

უნივერსიტეტები:

Budapest Metropolitan University − უნგრეთი
City University of London − დიდი ბრიტანეთი
Colorado State University − აშშ
Drew University − აშშ
EU Business School − ესპანეთი, გერმანია
George Mason University − აშშ
Glasgow Caledonian University − დიდი ბრიტანეთი
Istituto Marangoni − იტალია
IUBH University of Applied Science − გერმანია
INTO University Partnerships − აშშ, დიდი ბრიტანეთი
Manchester Metropolitan University − დიდი ბრიტანეთი
NABA − იტალია
Newcastle University − დიდი ბრიტანეთი
Saint Louis University − აშშ, ესპანეთი
Suffolk University − აშშ, ესპანეთი
TBS Business School − ესპანეთი, საფრანგეთი
Università Cattolica del Sacro Cuore − იტალია
University of St Andrews − დიდი ბრიტანეთი
University of Exeter − დიდი ბრიტანეთი
University of Stirling − დიდი ბრიტანეთი
University of East Anglia − დიდი ბრიტანეთი
University of South Florida − აშშ
Washington State University − აშშ

საზაფხულოსკოლებიდამოსამზადებელიპროგრამები:

Buckswood Overseas Summer School (BOSS) − UK
Chelsea Independent College − UK
IBA Consulting − USA
International Community School − UK, Spain, France
Kings Education − UK, USA
Summer Boarding Courses − UK
Wimbledon School of English − UK

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ