უფასო ტრენინგ კურსები: მეწარმეობა ახალგაზრდებისთვისახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებასუფასოტრენინგკურსებზე”მეწარმეობაახალგაზრდებისთვის".

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს;
** 16-დან 29 წლამდე ასაკის მეწარმე ქალებს.

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ნებისმიერი ქალაქიდან თუ რეგიონიდან.

ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები;
** როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
** "ბიზნეს მოდელის ტილოს" შექმნა;
** ბიზნეს პროექტის წერა;
** ფინანსური დაგეგმარება.

"მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის" ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს.

** 1-ელი დონე შედგება 4 ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს ტილოს პრინციპებს.
** მე-2 დონეზე, რომელიც 6 ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს და შეისწავლიან პრეზენტაციის უნარებს. მე-2 დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება.
** მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" საინვესტიციო კომისიასთან;
** საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან."

სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს.

დაინტერესებულმა პირებმა2022 წლის 18 სექტემბრამდეუნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdHa5nN7APJFKgm1KxtS9HEYRbxjv9Isehxw8xzaCjcvOoWkw/viewform

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე.

შერჩეულკანდიდატებსპროგრამისწარმომადგენლებითავად დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: +995 591 15 15 90 ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდებზე:https://www.facebook.com/USAIDYESGEORGIA

პროგრამის შესახებ:

USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".

USAID YES-Georgia პროგრამა ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს.

2016 წლიდან "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ", რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, ჯამში მიიღო 5, 000 განაცხადი. 1, 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ კურსი, ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 477-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 98-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან."

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი