Touch22 სტარტაპებისთვის 5000 ევროს ღირებულების პრიზს აწესებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Touch Summit, 2022 წლის ღონისძიების ფარგლებში აუდიტორიას სთავაზობს ახალ გამოცდილებას, რუსთაველის თეატრში ღონისძიების პარალელურად 7-8 დეკემბერს გაიმართება Startup Exhibition და Pitching-ი.

გამოფენის ფარგლებში შეირჩევა 30 სტარტაპი, საიდანაც გადარჩეულ 10 სტარტაპს ექნება შესაძლებლობა თავიანთი თავი წარუდგინონ თაჩის აუდიტორიასა და სპეციალურად ფიჩინგისთვის შერჩეულ ჟიურის.

ჟიური გამოავლენს 3 სტარტაპს, რომელიც წარსდგება რუსთაველის მთავარ სცენაზე.

შერჩეული სამი სტარტაპიდან, ჟიური აირჩევს 1 სტარტაპს, რომელსაც გადაეცემაKettari Foundation-ის მიერ დაწესებული პრიზი, 5000 ევროს ოდენობით.

სტარტაპების შერჩევის კრიტერიუმებია:

  1. სტარტაპ ექსპოზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტარტაპი იყოს ტექნოლოგიური;
  2. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სტარტაპს ჰქონდეს MVP (Minimum viable product );
  3. ამარტივებდეს ან ბაზარს სთავაზობდეს პრობლემის სრულად მოგვარების გზას;
  4. იყოს ინოვაციური ქართული ბაზრისთვის;

Სტარტაპების რეგისტრაცია 30 ნოემბრამდე გრძელდება.

Რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს :https://forms.gle/s41aHtgFzGPcrafS8

Შეგახსენებთ, რომTouch22 7 და 8 დეკემბერს იმართება რუსთაველის თეატრში.

ეს ორი დღე დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობით და საღამოს წვეულებებით.

"Early Bird" ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ვებგვერდზე -https://touch.ge/summit/tickets

კონფერენციის მხარდამჭერები და მედია პარტნიორების სია იხილეთ ვებ-გვერდზე:https://touch.ge/summit/partners

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ