თიბისის ციფრული ბანკით თანხის ბანკომატიდან განაღდება QR კოდითაა შესაძლებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის ციფრული ბანკით თანხის განაღდება ბარათის გარეშე, მხოლოდ QR კოდითაა შესაძლებელი. თანხის QR კოდით განაღდება არ საჭიროებს ბარათის ბანკომატში განთავსებას, რაც არსებულ პროცესთან შედარებით, გაცილებით სწრაფი და მარტივია და კიდევ უფრო ზოგავს მომხმარებლის დროს.

ინოვაციური სერვისით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის ციფრულ ბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში, QR ნიშანი უნდა აირჩიოს, დაასკანეროს კოდი ბანკომატის ეკრანზე, შეიყვანოს სასურველი თანხა და ბარათი და თანხის განაღდება დაადასტუროს SMS-ით.

QRკოდითთანხისგანაღდებასრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენთიფიკაცია ბიომეტრიულად - თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. თანხის QR კოდით განაღდება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბანკომატიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

თიბისის ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის გუნდი მათ კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს.

თანხის QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign
Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

15 ნაბიჯი ნებისმიერი მიზნის მისაღწევად

უპირველესად, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, გეგმა შეადგინეთ, მოქმედება დაიწყეთ და შემდეგ შედეგებს გადახედეთ. ეს გზა არასოდეს გიმტყუნებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი