თიბისის ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი - დამხმარე ღილაკები დაემატა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისის ციფრულ ბანკს კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი - დამხმარე ღილაკები დაემატა. სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს ბარათებთან დაკავშირებული საჭირო და ხშირად გამოყენებადი ოპერაციების დისტანციურად შესრულების პროცესს და ზოგავს დროს.

ბარათების ნავიგაციაში დამატებული ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, მომხმარებელს დამხმარე ღილაკებზე ერთი დაწკაპუნებით შეუძლია დაბლოკოს ან გააქტიუროს ბარათი, შეცვალოს პინკოდი, ან აღადგინოს ის, დისტანციურად მოითხოვოს ტრანზაქციების ამონაწერი ან ანგარიშის რეკვიზიტები და სხვა. ყველა ამ ოპერაციის შესრულება უკვე ძალიან მარტივად, კონტაქტ ცენტრში დარეკვის ან ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.

თიბისის ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის გუნდი მათ კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

პროგრამირება ქართულად

როგორ შექმნა პაპუნა გაგნიძემ ახალი პროგრამული ენა