თიბისის ფინანსურ დირექტორად გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა#აქ.ახლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილედ და ფინანსურ დირექტორად 2020 წლის 28 ოქტომბრიდან გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა.

გიორგი მეგრელიშვილი თიბისის ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2020 წლის მარტში შემოუერთდა. გიორგის აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტისა და რისკების შესაბამისობაში.

ის მუშაობდა ჰოლანდიაში Natwest Markets NV- ში, კაპიტალის რისკისა და სტრესის ტესტირების ხელმძღვანელად. მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში, Barclays Bank PLC- ში, სადაც ხაზინისა და ფინანსების სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. გიორგიმ წარჩინებით დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, სადაც ბიზნესის სკოლაში MBA– ის ხარისხი მიიღო.

გიორგი მეგრელიშვილის დანიშვნის შემდეგ, გიორგი შაგიძე გადადგა მის მიერ დაკავებული თანამდებობებიდან, როგორც ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი. თუმცა ის თიბისიში დარჩება წლის ბოლომდე მრჩევლის როლში, რათა უზრუნველყოს საქმის შეუფერხებელი გადაბარება.

"გიორგიმეგრელიშვილსვულოცავახალროლსდაწარმატებავუსურვებფინანსურიდირექტორის პოზიციაზე.გიორგისაქვსძალიანღირებულიცოდნადაგამოცდილება, რომელსაც ნაყოფიერად გამოიყენებს ამ ახალ პოზიციაზე.აქვემინდამადლობაგადავუხადოგიორგიშაგიძეს10წლისგანმავლობაშიჩვენიკომპანიისგანვითარებაშიშეტანილიუდიდესიწვლილისთვისდავუსურვოყოველივესაუკეთესოთავის სამომავლოსაქმიანობაში," - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ