თიბისიმ და თიბისი ლიზინგმა, "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" წევრი კომპანიების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.


"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ" წევრი კომპანიების ტრადიციული შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში, როგორც ასოციაციის წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს თიბისიმ და თიბისი ლიზინგმა.

შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიების - სამშენებლო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელების პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა მიმართულებებიც განსხვავებული და მრავალფეროვანია.

ღონისძიება 2 ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში, პრეზენტაციები და პანელური დისკუსია ჩატარდა. საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ინდუსტრიისათვის აქტუალური საკითხები განიხილეს და ამ საკითხებთან მიმართებით პოზიციებზე ჩამოყალიბდნენ. ღონისძიების მეორე ნაწილი კი, არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციას დაეთმო.

"თიბისი ლიზინგის პორტფელის ფაქტობრივად მესამედი ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე მოდის. ჩვენი კომპანია მსხვილი პროექტების კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების ფინანსური მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, მოგვეცა საშუალება ვყოფილიყავით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორი და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი ფინანსური პროდუქტების შესახებ", - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

ცნობისთვის,19წელია,რაც”თიბისილიზინგი”საქართველოში ოპერირებს. მოცემულ ეტაპზე, ბაზრის 76%-ით ის მოწინავე სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია, რომელიც დივერსიფიცირებულია ინდუსტრიების მხრივ და მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის მშენებლობას, დეველოპმენტს, მომსახურებას, საგზაო მშენებლობას, მედიცინას, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობას, ჰორეკას, მსუბუქ მრეწველობას, განახლებად ენერგიას, საავტომობილოს, ტექნოლოგიას, მედია და ტელეკომუნიკაციას და პოლიგრაფიას.

Wavy Line

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"