თიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარიგაეცანით თიბისი კონცეპტის შემდეგი ორი კვირის კალენდარს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, განაგრძობს სხვადასხვა საინტერესო კულტურული, სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

გიზიარებთ თიბისი კონცეპტის შემდეგი ორი კვირის კალენდარს:

ვახოხეთაგურისგამოფენამთისმიღმა

"ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის პირველ სართულზე,7მაისიდან,ფოტოგრაფი ვახო ხეთაგურის გამოფენას "მთის მიღმა 2015" უმასპინძლებს.

სანდროსულაბერიძისგამოფენა-გარეთვალითდამკვირვებელი

"ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში,10მაისს,თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მეორე სართულზე, სანდრო სულაბერიძის გამოფენა - გარე თვალით დამკვირვებელი გაიხსნება. ექსპოზიცია სანდრო სულაბერიძის ოპტიკური ექსპერიმენტების შედეგების კრებითი გამოფენაა. ხელნაკეთი კამერები და მათ მიერ გადაღებული ფოტოები ინფორმაციული ტექნოლოგიების დეკონსტრუქციას წარმოადგენს.

"თვითლიდერობაკრიზისისდროს" -შეხვედრაCoaching Lab-თან

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მეოთხე სართულზე,7მაისს,გაიმართება შეხვედრა ირინა ჭოჭუასა და ეკატერინე ბაბუნაშვილთან ერთად თემაზე - „თვით-ლიდერობა კრიზისის დროს". ვორქშოპის ბოლოს მონაწილეები შექმნიან საკუთარი თვით-ლიდერობის რუკას, რომელსაც გამოიყენებენ კრიზისულ პერიოდში ნავიგაციისთვის.

სამუშაოთემები:

• რა არის თვით-ლიდერობა;

• თვით-ლიდერობის მოდელი;

• ძირითადი კომპეტენციები და უნარები;

• თვით-ლიდერობის რუკა;

• სასურველი გამოცდილების შექმნა;

დასაწყისი: 14:00 სთ, ხანგრძლივობა: 3 სთ

They Said Books-ისწიგნისმინიბაზრობა

13 მაისს თიბისი კონცეპტის და They Said Book-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ბიბლიოთეკის სივრცეში, გაიმართება შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან - დიანა ანფიმიადთან, ქეთი დევდარიანთან და რეზი ხუნწელთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში, ნინო დარასელი მოწვეულ სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს ბევრ საინტერესო წიგნს პოეზიის, პროზისა და მუსიკის სფეროებიდან.

14 და 15 მაისს They Said Books წიგნის მინი ბაზრობას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას თანხის 10%-ს უკან დაიბრუნებენ.

წიგნისკლუბი"ბიბლიოთეკაში

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ წიგნის კლუბის ახალ სერიას -ქალთაიდენტობალიტერატურაში.

7 მაისი, 14:00 -ნატაშალომოურიდაკატოჯავახიშვილი:ქალი მწერლები საბჭოთა რეპრესიების დროს

11 მაისი, 19:00 -ნატაშალომოურიდაეკატოგონიძე:ომს არ აქვს ქალის სახე

14 მაისი, 14:00 -ანაკორძაია-სამადაშვილიდარახელგრაცფელდი: ერთ მუშტად შეკრული ქალთა ლიტერატურა

18 მაისი, 19:00 -ანაკორძაია-სამადაშვილიდადავითმაჭავარიანი:გრაფიკული რომანის მზეთუნახავები

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"