თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში, ქცევის მოდელირების ექსპერტი - შაჰრუ იზადი სამუშაო სესიას ჩაატარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

16და18თებერვალს,თიბისიკონცეპტის შეხვედრების ფარგლებში, ქცევის მოდელირების ექსპერტი - შაჰრუ იზადი, თემაზე - The Kindness Method, ინგლისურენოვან სამუშაო სესიას ჩაატარებს.

სემინარზე დამსწრეებს შაჰრუ იზადი მარტივი, წერილობითი სავარჯიშოებით თვითშეფასების გაუმჯობესებასა და საკუთარი თავის შეცნობაში დაეხმარება იმისთვის, რომ მათ საკუთარი ცხოვრების სასურველი მიმართულებით შეცვლისთვის მოტივაცია გაუჩნდეთ.

შაჰრუ იზადი იმ ინსტრუმენტებსა და ცოდნას გაუზიარებს აუდიტორიას, რომლებიც აუცილებელია კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის და ახალი ჩვევების გამომუშავებისათვის.

შაჰრუ იზადი ქცევის მოდელირების ექსპერტი, ტრენერი, სპიკერი და ბესტსელერი წიგნების ავტორია. მისი მიზანია ადამიანებში წინ წამოსწიოს მოტივაციის, საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობისას და თვითშემეცნების საკითხები. ამით კი მათ დამოკიდებულებების დამარცხებასა და სასურველი ჩვევების შეძენაში ეხმარება.

შაჰრუ იზადმა ადიქციის მიმართულებით სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას ისეთი მეთოდები შეიმუშავა, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიური ჩვევების შეცვლასა და მოტივაციის გაუმჯობესებაში ეხმარება.

მისი ეფექტური და ტოლერანტული მიდგომა საერთაშორისოდ აღიარებულია და მას მსხვილი კორპორაციები თანამშრომლების მოტივაციის გასაუმჯობესებლად და ასევე ინდივიდუალური პოზიტიური ცვლილებებისთვის იყენებენ.

საჯარო შეხვედრა ონლაინ ჩატარდება. დეტალების შესახებ ეწვიეთ ბმულს -https://fb.me/e/1vejy5vbj

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ქალი ანტრეპრენერი

თამო ვაშალომიძე - თამოსკინი

მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებს დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა "თამოსკინის" თავის მოვლის საშუალებების ხაზი

სიახლეები

როგორ დავიწყოთ სტარტაპი?

ახალი ტრენინგ-სერია "მედიალაბისგან"