თიბისი კაპიტალი: მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი ბანკი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია მიმოხილული. მიმოხილვაში ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა, ვაქცინის მხრივ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსათვის ვაქცინას დაამტკიცებენ და მომდევნო წლის დასაწყისიდან ის ეტაპობრივად ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.

წლევანდელი და მომდევნო წლის ტურიზმის პროგნოზები გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია მოლოდინები ექსპორტის, გზავნილებისა და იმპორტის მიმართულებით. მთლიანობაში, მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი კიდევ უნდა შემცირდეს, რაშიც უფრო მეტ როლს საგარეო დაფინანსებით გაზრდილი ფისკალური სტიმული შეასრულებს. ფისკალური სტიმული მომდევნო წელსაც მნიშვნელოვანი იქნება, სანამ მე-2 კვარტლის ბოლოს და მე-3 კვარტლის დასაწყისში ტურიზმის შემოდინებები მატერიალურად არ აღდგება.

საბაზო სცენარით, რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი შემცირება მოსალოდნელია, თუმცა მხოლოდ ზომიერად. ასევე, მცირდება წლიური ინფლაცია, რასაც ძირითადად წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტი და ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნება განაპირობებს.

იხილეთ უფრო მეტი:tbccapital.ge

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ლიდერობა

გუნდების გუნდი

შეიცვალე ან მოკვდი − ასეთია თანამედროვე ორგანიზაციების არჩევანი

Business News

"შუაგული" - სიყვარულით სავსე ბრენდი

"შუაგული" თბილისთან ახლოს მდებარე უნიკალური საღონისძიებო ადგილია, რომელიც 7 განსხვავებულ სივრცეში სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის ღონისძიებას მასპინძლობს