თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 25 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისი ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, არსებული საკრედიტო ხაზის 25 მილიონი ევროთი გაზრდის შესახებ. ჯამში თიბისიმ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, არსებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში, 81 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში Covid 19-ით დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება. სესხები ბიზნესებისთვის ევროში, აშშ დოლარსა და ლარში გაიცემა, დაფინანსების საჭიროებიდან გამომდინარე.

"ვამაყობ წარმატებული თანამშრომლობით ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც რვა წლის წინ დაიწყო. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამ რთულ პერიოდშიც განაგრძობს ჩვენს გვერდით დგომას და თიბისის დახმარებით კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს იმ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

"როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ეკონომიკას ამ განსაკუთრებულად რთულ დროს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება გათვალისწინებულია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების და ქვეყნის ფინანსური სექტორის მხარდასაჭერად, რათა პანდემიის მიუხედავად მათ შეძლონ ფუნქციონირების გაგრძელება და ქართული ეკონომიკის განვითარება", - ტერეზა ჩერვინსკა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტი.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული ერთადერთი ბანკია. EIB-ის საშუალებით ხელმისაწვდომია ჯანსაღი ინვესტიციების გრძელვადიანი დაფინანსება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. მოცულობით ყველაზე დიდი მსესხებელი და კრედიტორი, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს მდგრადი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ექსპერტულ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

როგორ დავიწყო ბიზნესი

სახლიდან მუშაობის 18 გზა მშობლებისათვის

შინ ბავშვის მოვლას და ფულის გამომუშავებას ერთადაც კარგად მოახერხებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი